რატომ არ დაეხმარნენ საკუთარ ქვეყანას რუსი მილიარდერები პანდემიის დროს

რატომ არ დაეხმარნენ საკუთარ ქვეყანას რუსი მილიარდერები პანდემიის დროს

access_time2020-08-01 20:00:00

რუსეთში ბოლო 24 საათში  ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 5 509 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა მთლიანმა რაოდენობამ 834 499-ს მიაღწია, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 13 802-მდე გაიზარდა.

 

დამოუკიდებელი რუსული მედია და ექსპერტები ჯერ კიდევ ივნისში ვარაუდობდნენ, რომ რუსეთში ეპიდემიური სიტუაცია ვერ გაუმჯობესდებოდა, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საყოველთაო რეფერენდუმი ადამიანების დიდ შეკრებებთან იყო დაკავშირებული. მასობრივი ხმის მიცემის პროცესი გარდაუვალი იყო და ეპიდსიტუაციის განმუხტვას ნამდვილად არ ემსახურებოდა. ემსახურებოდა მხოლოდ ერთ რამეს და ეს ერთი რამ მოხდა კიდეც – ვლადიმერ პუტინმა 1-ელ ივლისს რუსეთის მოქალაქეები საარჩევნო ოლქებში საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად მიიყვანა. როგორც ოფიციალური მონაცემებიდან არის ცნობილი, რუსეთის კონსტიტუციის ცვლილებებს მოქალაქეების 70%-მა დაუჭირა მხარი. გარდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი განახლებისა, ძალაში შევიდა ის ცვლილებაც, რომლის მიხედვით ვლადიმერ პუტინს 2036 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება დაუმტკიცდა.

 

 

გასაგებია, როგორც მოიქცა რუსეთის ხელისუფლება. მეორე მხრივ კი განხილვის თემაა, თუ როგორ გამოიჩინა თავი კრემლთან დაახლოებულმა რუსულმა ბიზნესელიტამ. როგორც ვიცით,  მსოფლიოს ბიზნესელიტა უდიდეს ძალისხმევასა და ფინანსებს დებს “კოვიდ-19”-თან ბრძოლაში და მილიონობით დოლარს რიცხავს როგორც მსოფლიო, ასევე, საკუთარი ქვეყნების ფონდებში. გვახსოვს, ამ საქმეში ქველმოქმედების სახით ქართული ბიზნესის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. ამავე დროს, ირკვევა, რომ ის რუსი მილიარდერები, რომლებიც „ფორბსის“ სიაში არიან და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მუდამ ხვდებიან, პანდემიის დაწყებისას, პირველ ყოვლისა,  საკუთარი ოჯახებისთვის ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატების ყიდვა დაიწყეს.

 


როგორც რუსულ მედიაში წერენ: „ეს ადამიანები ღმერთის მოტყუებას შეეცადნენ, დაიჯერეს, რომ უკვდავები არიან და სიცოცხლის ყიდვა ისევე შეუძლიათ, როგორც  – ბუტიკში სამოსის. უფრო მეტიც, უმსხვილესი მეწარმეები და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვნელები არაფრით  დაეხმარნენ საზოგადოებას ისტორიის ერთერთ ყველაზე ცუდ პერიოდში. მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ გაიღო კაპიკიც კი კორონავირუსთან ბრძოლისთვის. სრულ „თვითიზოლაციაში“ წავიდნენ, დაიმალნენ სასახლეებში რუბლიოვკაზე, სეიშელის, კარიბისა და მალდივის კუნძულებზე მაშინ, როცა უბრალო მოკვდავებს სამედიცინო ნიღბების ყიდვა არ შეგვიძლია აფთიაქებში“.
თუმცა, ზოგმა მათგანმა გარკვეული ფინანსური ხარჯი გაიღო და შექმნა შთაბეჭდილება, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლე  ძალიან ადარდებს. რუსული „ფორბსის“ სიის პირველ ნომრად დასახელებულმა ძმებმა როტენბერგებმა ბოტკინის საავადმყოფოს, დაახლოებით, 600 ათასი დოლარი გადაურიცხეს. პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ძმებმა ეს ფული რუსეთის იმ ერთერთ ყველაზე  ცნობილ კლინიკას ჩაურიცხეს, რომელიც ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია და ინფიცირებულებს მაინც იღებდა.

 

რუსულ მედიაში წერენ, რომ, შედარებისთვის, ერთ დღე-ღამეში ყაზახეთში იქაურმა ბიზნესმენებმა ეროვნული დახმარების ფონდში 41 მილიონი დოლარი გადარიცხეს.

 

„ფორბსის“ რუსული რეიტინგის 12 ფიგურანტიდან ოთხი იმ რეგიონებს დაეხმარა, რომლებშიც კომპანიები აქვს. სამმა იმ კომპანიას გადაურიცხეს ექსპრეს-ტესტების შესასყიდად თანხები, რომელიც როტენბერგების ოჯახთან არის დაკავშირებული. ასევე, რამდენიმე რუსმა მილიარდერმა რატომღაც უცხოელი ექიმების დახმარება არჩია – ალბათ, იმავე მოტივით, რა მოტივითაც ვლადიმერ პუტინმა იტალიაში სამხედრო ექიმები და დეზინფექტორები მაშინ გაგზავნა, როდესაც რუსეთში საკუთარი ხალხი ჰყავდა დასახმარებელი. РУСАЛ-ის მფლობელმა, მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ ირკუტსკში 3 კლინიკის აშენება წამოიწყო – 160 ადამიანზე გათვლილი და 3 რეანიმობილი იყიდა. დერიპასკას კომპანია РУСАЛ-ი ალუმინის წარმოების მსოფლიო ბაზარზე ერთერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. უშუალოდ ოლეგ დერიპასკას ქონება 1,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ეს ბიზნესმენი მსოფლიო ასპარეზზე არასუფთა თამაშშია შემჩნეული – რა თქმა უნდა, კრემლის დავალებით. როგორც ევროპული პრესა წერდა, 2016 წელს მან დიდი ფული დახარჯა მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების დაფინანსებაში. თუმცა, ეს ფული მართლაც წყალში ჩაეყარა. პუტჩი ჩავარდა, მონტენეგროს პრემიერმინისტრი ლიკვიდაციას გადაურჩა, ხოლო, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს პატარა მთიანი რესპუბლიკა ნატო-ს ახალ წევრად მაინც მიიღეს.

ძალიან აღშფოთდნენ რუსები მაშინაც, როცა ჯგუფ USM-ს მფლობელმა, ალიშერ უსმანოვმა საჯაროდ აღიარა, რომ კორონავირუსის ძალიან ეშინია და მშობლიურ უზბეკეთში გადაიმალა. სწორედ უზბეკეთს შესწირა მან 20 მილიარდი დოლარი ეპიდემიასთან ბრძოლისთვის, ხოლო რუსეთში – იქ, სადაც მისი მილიონიანი ბიზნესებია, მას ფული ქველმოქმედებაზე დასახარჯად დაენანა.

ამგვარად, როგორც ჩანს,  რუსეთის ფედერაციაში ხელისუფლებაც და ბიზნესიც ერთი გზით მიდის – ჰგონიათ, რომ უკვდავები არიან და ღმერთის მოტყუება სურთ. თუმცა, ასე ხომ კომუნისტებსაც ეგონათ, მაგრამ 2036 წლამდე ვერ მიაღწიეს…

წყარო: kvira.ge

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up