რატომ არ დაეტყო რეკორდულად გაიაფებული ნავთობი საქართველოს

რატომ არ დაეტყო რეკორდულად გაიაფებული ნავთობი საქართველოს

access_time2020-03-20 14:00:47

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი უკვე 25 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. შედარებისთვის: იანვრის დასაწყისში ის, დაახლოებით, 65 დოლარს შეადგენდა. ფასი ბოლო 10 დღეში რეკორდულად დაეცა, თუმცა ამას ქართულ ბაზარზე ჯერ გავლენა არ მოუხდენია. ლარის გაუფასურების ფონზე კი არ არის გამორიცხული, რომ კომპანიების ნაწილმა ფასი არ შეამციროს. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, დოლარი 3-იან ნიშნულს გადასცდა. 


„დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ფასების შემცირების ტრენდი მომავალ კვირებში გაგრძელდება“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას„ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა,ვასილ ხორავამ. მისი განმარტებით, ბოლო ერთ თვეში კომპანიამ საწვავის ფასი სამჯერ 5-5 თეთრით შეამცირა.


„ამ ეტაპზე ფასების ცვლილება არ განიხილება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კომპანია „გალფის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო ჯიბლაძემ. მისივე თქმით, კომპანიას საწვავის ორი თვის მარაგი აქვს, ანუ შემცირებულ ფასად საერთაშორისო ბაზრიდან ბენზინისა და დიზელის შემოტანა ჯერ არ იგეგმება.



ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ საქართველოში ამ დროისთვის ბენზინისა და დიზელის საკმარისი მარაგებია და არც მათი ქვეყანაში შემოტანის კუთხითაა შეფერხება. რაც შეეხება ფასს, ის ლარის კურსზე იქნება დამოკიდებული.


„ნავთობპროდუქტების მოწოდება ქვეყანაში აბსოლუტურად დივერსიფიცირებულია - გეოგრაფიულად და ლოგისტიკურად. პროდუქტი რკინიგზის საშუალებით შემოდის აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან, საზღვაო გზით - ევროპული ქვეყნებიდან: რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან. ასევე, რუსეთიცაა ჩვენი მომწოდებელი. ბენზინი და დიზელი საქართველოში ბოლო 1.5 თვეში 15-20 თეთრით გაიაფებულია. ფასი, ალბათ, ყველა ვარიანტში სტაბილური იქნება, გაზრდა გამორიცხულია. თუ კურსმა საშუალება მისცა კომპანიებს, რა თქმა უნდა, ფასების შემდგომი შემცირება გაგრძელდება“, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი.


მისი ინფორმაციით, საქართველოში შეფერხდა სანავთობო პროდუქტ ბიტუმის იმპორტი. ის საგზაო მშენებლობაში გამოიყენება და ქვეყანაში, ძირითადად, ირანიდან შემოდიოდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ კომპანიებს ალტერნატიული ბაზრების მოძიება მოუწევთ, რადგან ირანიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.


რადიო თავისუფლება 



თეგები:
საწვავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up