რატომ არ არის ანაკლიის პროექტი ბიუჯეტში ასახული - კობერიძის კითხვა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს

რატომ არ არის ანაკლიის პროექტი ბიუჯეტში ასახული - კობერიძის კითხვა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს

access_time2020-10-09 18:20:14

დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. დეპუტატი, ლევან კობერიძე ბიუჯეტის პროექტის იმ ნაწილს აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც ანაკლიის პორტის პროექტისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ 1,5 მლნ ლარია გათვალისიწნებული. 


„აღარ თვლით რომ ანაკლიის პროექტი ეკონომიკისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია? რატომ არ არის ის ბიუჯეტში ასახული? ანაკლია არის პროექტი, რომელმაც უნდა შექმნას მიზიდულობის ცენტრი და უნდა იქცეს ქვეყნის მთავარ ლოკომოტივად! ბიუჯეტის პროექტში ანაკლიის პორტი გათვალისწინებული არ არის, რაც ნიშნავს, რომ მთავრობა მას ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან პროექტად აღარ მიიჩნევს“,  ამბობს კობერიძე.


„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ ანაკლიის თემა უგულებელყოფილია, რაც იმით გამოიხატება, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით ინვესტორებთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს.



„ბიუჯეტში ანაკლიის პორტზე მხოლოდ 1.5 მლ ნ. ლარია გათვლილი, რომელსაც რა მიმართულებით, დახარჯავენ უცნობია. სხდომაზე მთავრობას ჰქონდა შანსი ბიუჯეტის განხილვა არ ყოფილიყო მხოლოდ კონკრეტულ ციფრებსა და საბიუჯეტო პარამეტრებზე ხაზგასმა. რადგან კარგი იქნებოდა, კრიზისი, რომელშიც ვართ, გვემსჯელა და ამის ინიციატივა თავად გამოეჩინათ, რადგან ოპოზიციის ინიციატივებს არ იღებენ ყურად. ამ მსჯელობით ერთად ვნახავდით გამოსავალს, თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, როგორიც ანაკლიაა და რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნიდა ქვეყნაში. თუმცა, მათი განცხადებებით და ბიუჯეტით ნათლად დავინახეთ, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებას მთავრობა არ აპირებს, ამ დროს კი ინვესტორებთანაც არ აწარმოებენ მოლაპარაკებას.


იმით, რომ სახელმწიფოს არ აქვს ანაკლიასთან დაკავშირებული ხედვა ანაკლიაზე, იმედს უკლავს როგორც სამეგრელოს მთლიან მხარეს ასევე აფხაზებს, რომლებიც ელოდებოდნენ და კითხულობდნენ რა გზით შეეძლოთ გადმოსვლა სამუშაოდ, რაც გარკვეული ხიდი იქნებოდა ჩვენს შორის. ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს სიღარიბის პოლიტიკას და არა განვითარებასა და წინსვლას,” - აცხადებს კობერიძე.


„ანაკლიის პორტის მშენებლობა ბიუჯეტში ვერ იქნება გათვალისწინებული, რადგან ამ ეტაპზე ანაკლიის მშენებლობა ბიუჯეტიდან არ იგეგმება. ანაკლიის მშენებლობა უნდა მოხდეს კერძო ინვესტორის მიერ. თუ კერძო ინვესტორთან შეთანხმების ფარგლებში მოხდება ისე, რომ სახელმწიფო რაიმე წილით უნდა შევიდეს, ან რაიმე გააკეთოს ამ პროექტში, ეს იმ შეთანხმების მერე, კონკრეტულად, კონკრეტული წლის ბიუჯეტში უნდა გაიწეროს“,- ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე პარლამენტში, ლევან კობერიძემ კრიტიკას.






LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up