რის გამო არა აქვს ბაკურიანს სასმელი წყალი ? - ხელისუფლების მიერ არაეფექტური მართვის ექსკლუზიური ისტორიის დეტალები

რის გამო არა აქვს ბაკურიანს სასმელი წყალი ? - ხელისუფლების მიერ არაეფექტური მართვის ექსკლუზიური ისტორიის დეტალები

access_time2020-01-06 17:05:32

ბიუროკრატია რომ მოუგვარებელი პრობლემაა ქვყენაში ეს არაერთხელ დადასტურდა. ის,რომ ზამთრის სეზონზე ბაკურიანი უწყლოდ დარჩა, ამ ფაქტსაც სამწუხაროდ, ბიუროკრატიასთან მივყავართ. ზამთრის კურორტები, რომელიც მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის, ეკონომიკისთვის, ქვეყნისთვის, ინფრასტრუქტურულად გაუმართავია და ზამთრის ტურისტული სეზონი ჩაშლის პირასაა. მილიონებმა, რომელიც ბაკურიანში წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის გამოიყო, შედეგი ვერ მოიტანა.


როგორც „კომერსანტს“ წყარო უყვება, 2017 წლის აგვისტოში გაფორმებული ხელლშეკრულებით კომპანია „გროსინვესტ კაპიტალმა“ მოიგო ტენდერი, რომლითაც ბორჯომიდან წყალი ბაკურიანში უნდა ასულიყო. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან დაბა ბაკურიანში წყალმომარაგების 250 მმ- დიამეტრიანი წყალსადენის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 2.97 მილიონ ლარს.


დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა საქართხველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის N962 და 2017 წლის 27 ივლისის 1597 განკარგულებით გამოყოფილი სახსრები. სამუშოების დასრულების ვადად განსაზღრული იყო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.


ჩვენი ინფორმაციით, ამით უნდა დაკმაყოფილებულიყო ბაკურიანის დამატებითი მოთხოვნა, შესაბამისად კურორტს წყალმომარაგების პრობლემა არ ექნებოდა. კომპანიამ აღებული ვალდებულებები შეასრულა ძალიან ცუდად, რის შემდეგაც, სამუშაოები ექსპლუატაციაში ვერ იქნა მიღებული, რადგან დარღვეული იყო, როგორც მშენებლობის ასევე ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ტექნოლოგიური მომენტები. შესაბამისად წყალი ვერ ავიდა ბაკურიანში.


ამის შემდეგ, უკვე 1.5 წელიწადია „გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“ ვერც ახალი ტენდერი გამოაცხადა და ვერც აღნიშნული პროექტი ვერ დასრულდა. „გროსინვესტმენტ კაპიტალის“ საკითხი პროკურატურაშია და ამ დრომდე მიდის ძიება. მაგისტრალი, რომელიც რამოდენიმე მილიონი ლარი დაჯდა და რომელსაც ბაკურიანის წყალმომარაგების პრობლემა უნდა გადაეწყვიტა, სეზონის, პიკური მოთხოვნის დროს - გამოუყენებლად დევს. იზარალა სახელმწიფომაც, რადგან ტენდერით გათალისწინებული თანხა თითქმის ბოლომდეა გაცემული მშენებელ კომპანიაზე.


რეალურად, რა მოხდა, ასრულებდა თუ არა კომპანია „გროსინვესტ კაპიტალი“ ბორჯომიდან ბაკურიანში წყლის სისტემების რეაბილიტაციას და რატომ ვერ ჩაანაცვლა „გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“ კონტრაქტორი, რომელმაც ვალდებულებები ვერ განახორციელა. ან არსებობდა თუ არა ალტერნატიული გზა, ტენდერი, რომელიც ბაკურიანის მთავარი მომმარაგებელი იქნებოდა, ამ კითხვებით „კომერსანტმა“ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელ ეკატერინე გალდავას მიმართა, რომელიც ბაკურიანის წყალმომარაგების თემაში „გროსინვესტ კაპიტალის“ მონაწილეობას ადასტურებს და აცხადებს, რომ კომპანიამ მართლაც ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროექტის დასრულება გააჭიანურა.


„როდესაც საქმე ძიებაშია, მის დასრულებამდე ხელახალი ტენდერის გამოცხადება იურიდულად არ შეიძლება.სანამ არ დადგინდება ბრალი და არ გამოიკვეთება ვისი ბრალეულობაა საქმეში, შეუძლებელია ხელის მოკიდება. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, როდესაც გვეცოდინება ყველაფერი და ვიმედოვნებ, რომეს მალე იქნება, შესაძლებელი იქნება პროექტის გაგრძელება“-აცხადებს გალდავა.


კითხვაზე, რეალურად გამოდის რომ „გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“ იცოდა, რომ ჩაშლილი ტენდერის და პროექტის გამო, ბაკურიანი ამხელა მოთხოვნას ვერ გაუძლებდა და ეს პრობლემა დადგებოდა, გალდავა აღნიშნავს, რომ  ეს კომპანიამ იცოდა, ამიტომ 2019 წლის დეკემბერში სხვა წყაროებიდან, მდინარეებიდან გაკეთდა შემკრეფი ნაგებობა, თუმცა, გარემო პირობების გამო ამან არ იმუშავა.


„დეკემბერში შემოდინება მდინარეებში იყო 180 ლიტრი წამში, უამინდობის გამო დაცემულია და შეადგენს 65 ლიტრს წამში. პრობლემაც ამან შექმნა“-აცხადებს გალდავა.


რაც შეეხება იმას, თუ რა ეტაპზეა  კომპანია „გროსინვესტ კაპიტალის“ საქმის გამოძიება, ამაზე გალდავას კონკრეტული პასუხი არ აქვს, თუმცა, აღნიშნავს, რომ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ყველანაირად აჩქარებს სამართალდამცველ უწყებას, რომ გამოძება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. „შეიძლება რაღაცეების გაკეთება და ის ღონისძებები განვახორციელოთ, რაც იურიდიულად მართებული იქნება“-აცხადებს გალდავა.



საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გასარკვევად  „კომერსანტმა“ საქართველოს პროკურატურასაც მიმართა,უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახური იძიებს, შესაბამისად, ინფორმაცია მათან უნდა გამოვითხოვოთ. „კომერსანტი“ გააგრძელებს თემაზე მუშაობას და საგამოძიებო უწყებიდან  ინფორმაციას გამოთხოვისთანავე შემოგთავაზებთ. 


მანამდე კი გეტყვით, რომ კომპანია „გროსინვესტ კაპიტალის“ არსებობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის საზოგადოების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი ხდება. კომპანია არაერთხელ ფიგურირებდა გახმაურებულ საქმეებში. მათ შორის იყო,ინფორმაცია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების(Ifact) მიერ 2019 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული მასალა სათაურით „რუსული კომპანიების ფილიალების ბრძოლა ქართული ბიუჯეტის ფულისთვის“.


სწორად აღნიშნულ პუბლიკაციაში მოხვდა კომპანია „გროსინვესტ კაპიტალიც“. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში რუსული კომპანიების ფილიალები მილიონობით ლარს იღებენ.


შემდეგ კი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არასათანადოდ ასრულებენ და საქმესაც ისე აკეთებენ, რომ მალევე თავიდან გასაკეთებელი გახდეს.



მასალაში ვკითხულობთ, რომ ბიზნესმენი მალხაზ ლომსაძემ, რომელიც რუსეთში კომპანიებს ფლობს და იქაური მოქალაქეობაც აქვს, 2016 წელს ქართულ ბაზარზეც შემოვიდა და აქ ფილიალების გახსნა დაიწყო. მათ შორისაა, კომპანიები, „ნიკარემსტროი“ ,„რეკონსტრუქცია XXI“ , „გროსინვესტ კაპიტალი“.



Ifact-ის ინფორმაციით, ლომსაძის კომპანიები მხოლოდ მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობენ.


2017 წლის ივნისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლომსაძე თიანეთის მთავრობის წევრებთან თაღლითური გარიგების გამო დააკავა. ლომსაძის კომპანიას, „ნიკარემსტროის“ თიანეთის სოფლებში საბავშვო ბაღები უნდა გაერემონტებინა.


სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა, მთავრობის წარმომადგენლებმა კი ყველაფერი ჩაიბარეს და თავი ისე მოაჩვენეს, რომ ყველაფერი ხარისხიანად იყო შესრულებული. ლომსაძემ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 123 ათასი ლარი გადაიხადა.


ამის შემდეგ ლომსაძემ ტენდერებში მონაწილეობა კვლავ განაგრძო. უმეტეს შემთხვევაში ისევ „ნიკარემსტროის“ სახელით შეჰქონდა განაცხადი და იგებდა კიდეც.
„ალბათ გახსოვთ, ზესტაფონში ცენტრალურ მოედანზე მუშები რომ დაგებულ ფილებს ყრიდნენ. ეს სამუშაოებიც „ნიკარემსტროიმ“ შეასრულა. ზესტაფონის მთავრობაში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ კომპანიამ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა და მუშები ამიტომ ყრიდნენ ფილებს. მოგვიანებით მოედნის შერემონტებისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდა.


„ნიკარემსტროისა“ და „რეკონსტრუქცია XXI-ს“ საშუალებით ლომსაძე, წლებია, ტენდერებს ბორჯომშიც იგებს. ქალაქის ვიცე-მერმა, ჯუმბერ ბერიძემ გვითხრა, რომ კომპანია სისხლს უშრობთ, სულ ვადებში წელავს სამუშაოებს, მუდმივი კონტროლი სჭირდება და ხარისხზეც დიდად თავს ვერ დადებენ“-ვკითხულობთ Ifact-ის მიერ გამოქმეყნებულ მასალაში.


„ბოლო ტენდერში სულ ვლოცულობდით, რომ არ შემოეტანა ამ კომპანიას განაცხადი, რადგან ვიცოდით, რა პრობლემებიც მოყვებოდა ამ ამბავს,“ – გვეუბნება ბერიძე, რომელიც თან ამ კომპანიის მიერ ბორჯომში შესრულებულ სამუშაოებს გვათვალიერებინებდა.


ბერიძეს ვკითხეთ, რატომ ირჩევენ კომპანიას, რომელსაც ცუდი რეპუტაცია აქვს? „სხვა გზა არ გვაქვს, ტენდერი საჯაროა და მონაწილეობა ყველას შეუძლია. ვინც დააფიქსირებს განაცხადს, ჩვენც იქედან უნდა ავირჩიოთ,“ – გვეუბნება ბორჯომის ვიცე-მერი.


სატენდერო კანონმდებლობა მართლაც ასეა მოწყობილი, რომ ტენდერში იმას ენიჭება უპირატესობა, ვინც ყველაზე ნაკლებ თანხას დაასახელებს. რუსული კომპანიებისთვის კი, რახან ხარისხი ნაკლებმნიშვნელოვანია, თანხასაც მინიმალურს ასახელებენ.


გარდა დაბალი ფასისა, ტენდერში ყურადღება კომპანიის გამოცდილებასაც ექცევა ხოლმე. თუმცა, შავი ხვრელი აქაც არსებობს. ლომსაძის მაგალითი უკეთ გაჩვენებთ ამ ამბის ფიქტიურობას.


როცა ლომსაძემ საქართველოში კომპანიები გახსნა, რასაკვირველია, გამოცდილება არ ჰქონდა. ამიტომ გამოიყენა რუსეთში გაფორმებული ხელშეკრულებები. ოღონდ, რუსული კონტრაქტის ორივე მხარეს მისი კომპანიები იდგნენ. მაგალითად, შპს „გროსინვესტ კაპიტალი“ ხელშეკრულებას უფორმებს „ნიკარემსტროის“ მშენებლობის შესყიდვის მიზნით. ორივე კომპანიის წილის მფლობელი ლომსაძეა.


ქართველ-რუსი ბიზნესმენი ამ მეთოდს მიმართავდა ქართული ტენდერების უმრავლესობაში. თუმცა, ქართველი საჯარო მოხელეები მისგან არასდროს ითხოვდნენ დამატებით დოკუმენტაციას, მაგალითად საბანკო გადარიცხვების უწყისების, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ამ კომპანიებს შორის მართლაც შედგა ფინანსური გარიგება.


საინტერესოა, ლობირებს თუ არა საქართველოში კომპანია „გროსინვესტ კაპიტალის“ დამფუძნებელს ვინმე ხელისუფლებაში და თუ არა, მაშინ რატომ იღებს ისეთ მნიშვნელოვან, მრავალმილიონიან ტედნერებში მონაწილეობას, რომელსაც შემდეგ არ ასრულებს?


სოფო ქსოვრელი 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up