რატომ აქვთ საზოგადოებისთვის სასარგებლო პროფესიების წარმომადგენლებს დაბალი ხელფასები?

რატომ აქვთ საზოგადოებისთვის სასარგებლო პროფესიების წარმომადგენლებს დაბალი ხელფასები?

access_time2020-05-02 20:00:50

კორონავირუსის პანდემიის დროს საბაზრო ურთიერთობების პრინციპები, რომლებიც ხელფასებს შორის დიდ სხვაობას ამართლებენ, სულ უფრო ხშირად ხდება კრიტიკის საგანი.

 

თუმცა, სორბონას უნივერსიტეტის პროფესორის პიერ რონდოს თქმით, ასეთ, ერთი შეხედვით, აღმაშფოთებელ სხვაობას თავისი საფუძველი აქვს.

 

დღევანდელმა კრიზისმა არსებული უთანასწორობა აშკარად გამოავლინა - ყველაზე მდიდარ ქვეყნებშიც კი მედიკოსები მათი შრომისადმი უყურადღებობაზე და სამკურნალო საშუალებების აშკარა დეფიციტზე ალაპარაკდნენ.

 

და ეს მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის ისეთი უსარგებლო პროფესიების წარმომადგენლები, როგორც ტრეიდერები და სპორტსმენები, მილიონიან ხელფასებს იღებენ. საზოგადოებას ეს მოცემულობა აწუხებს და მომავალზე მეტი ფიქრის მიზეზს აძლევს.

 

თუმცა, საკითხის დეტალური შესწავლის და ფუძემდებლური ეკონომიკური ნაშრომების გაცნობის შემდეგ, გასაგები ხდება, რომ ეს უთანასწორობა სრულიად კანონიერი, სამართლიანი და მორალურიც კია.

 

1776 წელს ადამ სმიტმა ნაშრომი „პოლიტიკური ეკონომიის საფუძვლები“ გამოაქვეყნა. ერთ-ერთი თავი ამ წიგნში სწორედ ამ პრობლემას - ამა თუ იმ საქონლის ან მომსახურეობის ღირებულების ერთი შეხედვით უთანასწორო განაწილებას ეხება.

 


„ის ერთმანეთთან წყალს და ბრილიანტებს ადარებს. წყალს არ გააჩნია არავითარი ღირებულება სწორედ იმიტომ რომ ის ყველასთვის აუცილებელია. მორალური თვალსაზრისით ეს სწორია, რადგანაც მინიმალური ფასის გამო წყალი ყველასთვის  ხელმისაწვდომია. ბრილიანტი კი ძალიან ძვირია, სწორედ იმიტომ,რომ უსარგებლოა, და არ წარმოადგენს საყოველთაო აუცილებლობას“, - ამბობს პიერ რონდო.

 

მისი თქმით, წყალი ბუნებაში ბევრია, და მისი მოპოვება დიდ დანახარჯებს არ მოითხოვს - სწორედ ამიტომაა ის იაფი. ალმასების მოპოვება კი ძალიან რთულია, დიდი ტექნიკურ ძალისხმევას მოითხოვს, თანაც არაა აუცილებელი მოსახლეობის ფართო ფენებისთვის.

 

ამიტომაც, იაფი წყალი და ძვირი ბრილიანტი - სავსებით სამართლიანი მოცემულობაა.

 

მედიკოსებთან და ფეხბურთელებთან დაკავშირებითაც ზუსტად იგივე ხდება - სამედიცინო პერსონალი ძალიან სასარგებლო და შეუცვლელია, ამიტომაც მათ უხდიან ცოტას, იმისთვის, რომ  ჯანდაცვა  საყოველთაოდ ხელმისაწვდომი იყოს.

 

ფეხბურთელები კი, რონდოს აზრით, საზოგადოებისთვის სრულიად უსარგებლოები არიან, შესაბამისად, წარმოადგენენ იშვიათობას, და მათი განუსაზღვრელი რაოდენობით კოპირება განათლების სისტემის მიერ შეუძლებელია.

 

კარგი ფეხბურთელი უსარგებლოა, მაგრამ უნიკალური, განუმეორებელი,  სწორედ ამიტომ მას მაღალი ხელფასი აქვს, ხოლო ექთანს დაბალი. ექთანს  შემცვლელს ადვილად მოუძებნი, ნეიმარს და მესის კი - ვერა.

 

„წარმოიდგინეთ, რომ კორონაკრიზისმა საბაზრო პრინციპები მართლაც შეცვალა, და ისეთ სოციალურად სასარგებლო პროფესიების, როგორ ექიმი ან პოლიციელი, ანაზღაურება მკვეთრად გაეზარდა. ეს ასევე მათი მომსახურეობის ღირებულების მკვეთრ ზრდას, საბოლოოდ კი ეს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის დრამატულ შემცირებას გამოიწვევს.

 

სწორედ ესაა კაპიტალიზმის იდეა - სარგებლიანობა არ უნდა იყოს ღირებულების მთავარი მაჩვენებელი, წინაამღდეგ შემთხვევაში მეეზოვეს უნივერსიტეტის პროფესორზე მაღალი ხელფასი ექნება. თანაც, გაძვირების შემთხვევაში, მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს სასარგებლო მომსახურეობა ჩაკეტილი იქნება.

 

„მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა  - სწორედ ესაა რეალობა, რომელსაც ვერანაირი პანდემია ვერ შეცვლის“ - მიიჩნევს პიერ რონდო.

slate.fr


თეგები:
ხელფასები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up