რატომ ამბობენ უარს ნატურალურ რძეზე დარგის ლიდერი მოთამაშეები?

რატომ ამბობენ უარს ნატურალურ რძეზე დარგის ლიდერი მოთამაშეები?

person access_time2016-07-24 12:10:12

ბოლო პერიოდში რძის პროდუქტების ბაზარზე დიდი კონკურენციაა. როგორ ნაწილდება მათ შორის ბაზრის წილები, ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. 

არაოფიციალურად, ბაზრის ლიდერებად კომპანიები "სანტე" და „მილკო-ფუდი" ითვლებიან და  ბაზრის დაახლოებით 50-60%-ს ინაწილებენ, დარჩენილ წილს კი სხვა მცირე კომპანიები ფლობენ. 


აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წელია საქართველოს ბაზარზე საკმაოდ მომრავლდა მცირე ზომის, რძის გადამამუშავებელი კომპანიები. 


ჩვენს მიერ გამოკითხული რძის მცირე კომპანიების წარმომადგენლები  ბაზარზე რძის  ახალი კომპანიების მომრავლებას სახელმწიფოს პოლიტიკას უკავშირებენ.  


კომპანია „მწვანე რანჩო"


რძის გადადამუშავებელი კომპანია „მწვანე რანჩოს" ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი ღვინის მწარმოებელი კომპანია „თელავის ღვინის მარნის" პარალელურად  რძის ბიზნესში შევიდა. კომპანიის მიერ გადამუშავებული რძით კომპანია „სოფლის ნობათი" მარაგდება.


რამაზაშვილი ამბობს, რომ კომპანიას ახმეტაში საკუთარი ფერმა აქვს, ჰყავს 61 მსხვილფეხა პირუტყვი (შვეიცარული და ჰოლანდიური ჯიშის) და დღეში დაახლოებით 1000 ლიტრი რძის წარმოებას ახდენს.


როგორც რამაზაშვილი აცხადებს, ბოლო პერიოდში  ქვეყანაში სოფლის მეურნეობას საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა, ამოქმედებულია შეღავათიანი აგროკრედიტების პროგრამა, ასევე  მოქმედებს პროგრამა  „აწარმოე საქართველოში“ რაც რამაზაშვილის შეფასებით, დიდი ბიძგია იმათთვის, ვისაც მცირე ბიზნესის გაკეთება უნდა. 


კომპანია „მწვანე რანჩოს“ დამფუძნებელი სფეროში არსებულ  პრობლემებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დარგში პროფესიონალი კადრების დეფიციტია. აქედან გამომდინარე, სანამ კომპანია თავად არ მოამზადებს კადრებს, მანამდე გაფართოების შესაძლებლობა გამორიცხულია.


მისი თქმით, უცხოეთში ამ დარგის განვითარება მეცნიერულ დონეზეა აყვანილი, ჩვენთან კი ჯერ კიდევ ჩანასახის დონეზეა. აქედან გამომდინარე, რამაზაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ასეთი ტიპის საწარმოები ძალიან დიდ ინვესტიციას მოითხოვს. „რაც უნდა კარგი საქონელი და ტექნიკა გქონდეს, მას მართვა სჭირდება. ახლა კომპანიაში მიდის შესწავლის და დახვეწის პროცესი, რათა წარმოება უფრო ეფექტური გახდეს,"-აცხადებს რამაზაშვილი.



შპს „მწვანე რანჩოს" ფერმა კახეთში, ახმეტის რაიონში მდებარეობს. კომპანიამ 2015 წელს აგროკრედიტების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და 500 000 ლარით დაფინანსდა.


კომპანია „გლეხური“ 


წალკაში არსებული  რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „გლეხურის“ ხელმძღვანელი ანზორ ხინიკაძე ამბობს, რომ ბაზარზე რამდენიმე წელია ოპერირებს, თუმცა მცირე მასშტაბებით. ამჟამად რამდენი სახეობის რძის პროდუქტს აწარმოებს. მათ შორის ყველს და კარაქს. უშვებემ 4 სახეობის ყველის პროდუქტს (ყველი სულგუნი, ყველი იმერული, ყველი დაწნული, დაწნული შებოლილი სულგუნი, შებოლილი სულგუნი), ნატურალურ კარაქს, ნადუღს და არაჟანს. ყველა ეს პროდუქტი ნატურალურია და მისი რეალიზება თბილისში ხდება. წარმოებაში და რეალიზაციაში დიდი წილი იმერულ ყველს უჭირავს.


ხინიკაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში რძის კომპანიების მომრავლების მიზეზი არასამთავრობო სექტორის და სახელმწიფოს ერთობლივი ხელშეწყობაა. მისი თქმით, თითქმის ყველა საწარმო, რომელიც   ახლა დაფუძნდა, ყველა გრანტით ან შეღავათიანი სესხითაა ამუშავებული. „მაგალითად, წალკაში 4 რძის გადამამუშავებელი საწარმოა, აქედან 3 გრანტითაა შექმნილი, 1 კი შეღავთიანი აგროკრედიტების პროგრამის ფარგლებში“-აცხადებს ხინიკაძე. 


მისი თქმით, ეს ყველაზე დიდი სტიმულია. გასულ წლებში მსგავსი ხელშეწყობა და წახალისება არ არსებობდა. 


ხინიკაძე ამბობს, რომ ადრე მოთხოვნა ნატურალურ პროდუქტზე უფრო იყო, ვიდრე ახლა, რადგან რძის ფხვნილით წარმოება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ნატურალური რძით. „ამ ბოლო დროს რძის ფხვინლმა ძალიან მოიკიდა ფეხი და ცოტა არ იყოს ნატურალურ პროდუქციაზე მოთხოვნა შეცვალა. რძის შემცვლელებმა იმდენად ჩაანაცვლა ნატურალური პროდუქტი, რომ ახალი, დამწყები ბიზნესმენი რომ ვიყო, არ შევიდოდი ამ ბაზარზე, რადგან თავის დამკვიდრება გამიჭირდებოდა. ადრე, როდესაც ბიზნესი დავიწყე, ნატურალურ რძეზე იყო მოთხოვნა, ახლა ნაკლებად. რძეს ფერმერებისგან ვიბარებთ“-აცხადებს ხინიკაძე. 

 

მიუხედავად ამისა, ხინიკაძე ამბობს, რომ რძის წარმოება საქართველოში მაინც პერსპექტიულია. მისივე ინფორმაციით, კომპანია ყოველ წელს უფრო და უფრო წინ მიდის, წელს კომპანია  ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილებას აპირებს, სამომავლოდ, კი საექსპორტო პროდუქტის წარმოებასაც გეგმავს. 


რძის საწარმო „ნებიერა“ 


ახლადდაფუძნებული რძის კომპანია „ნებიერას" ხელმძღვანელი კახა ცქიფურიშვილი განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში მართლაც მომრავლდა ბაზარზე  რძის გადამამუშავებელი კომპანიები, რაც კარგია. მისი თქმით, ამაში დიდი წვლილი ეკუთვნის როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორს. ცქიფურიშვილი  აცხადებს, რომ ძალიან დიდი სტიმულია ის, რომ გაიცემა შეღავათიანი სესხები, მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და ასე შემდეგ. მისი განმარტებით, დღეს ქვეყანაში არცერთი მცირე საწარმო საკუთარი ფინანსებით არ ფუძნდება. 


ცქიფურიშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ბევრი მცირე კომპანია გაჩნდა, რძე საქართველოში მაინც დეფიციტურია. 


მისივე ინფორმაციით, დიდი კომპანიების მხრიდან ნატურალურ რძეზე ნაკლები მოთხოვნა ორი მიზეით აიხსნება. პირველი, რომ პროდუქტის თვითღირებულებას აძვირებს და მეორე, საშიშია. მისი თქმით, შესაძლოა ნატურალურ რძეში რაიმე ბაქტერია გაიპაროს და ადამიანი დაავადდეს, რაც  რძის ფხვნილის შემთხვევაში გამორიცხულია. 


ცქიფურიშვილის ინფორმაციითვე, რძის პროდუქტების გადამამუშავებელი თითქმის ყველა მცირე კომპანია აქცენტს ყველის წარმოებაზე აკეთებს. 


ცქიფურიშვილი განმარტავს, რომ კომპანია „ნებიერა" 2009 წელს გაეროს ერთ-ერთ პროგრამის დაფინანსებით აშენდა და ერთი წლის შემდეგ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა, 2 წლის მუშაობის შემდეგ გაჩერდა, 2016 წლის იანვარში კი გორის უნივერსიტეტმა 5–წლიანი იჯარით მას გადასცა.


კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იმისთვის, რომ „ნებიერას" წარმოება თავიდან დაეწყო, კომაპნიამ 50 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად მიდის რძის გადამამუშავებელი საწარმოებისთის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP - Hazard Analysis and Critical Control Point) დანერგვა, რომელიც სავარაუდოდ, თვენახევარში დასრულდება.


ამჟამად კომპანია 3 სახეობის ყველს აწარმოებს. მათ შორისაა პასტერიზებული იმერული, პასტერიზებული ქართული და დაწნული სულგუნი ყველი. რაც შეეხება ფასებს, 1 კგ დაწნული ყველის ფასი 12 ლარია, იმერული -9 ლარი, ქართული - 10 ლარი. 




შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up