რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

access_time2019-10-20 20:00:27

კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?

 

აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო სამსახურმა კორპუსის სრული ევაკუაცია მოახდინა და ადგილობრივებმა მათი დახმარებით საცხოვრებელი სახლები მცირე ნივთების გამოტანის შემდეგ დატოვეს.

 

„რეზონანსი“ შემთხვევის ადგილზე მუშაობდა და გავესაუბრეთ როგორც ადგილობრივებს, ასევე „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებს, გლდანი-ნაძალადავის გამგებელს და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს.

 

აფეთქება მეოთხე სართულზე მოხდა, შესაბამისად კორპუსის რამდენიემ სართული სრულიად დაზიანებულია. ადგილობრივები სხავადასხვა სასტუმროებში არიან გადანაწილებული და მათ გლდანი-ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ხელაძე დაპირდა, რომ ორ კვირაში კორპუსის დასუფთავება და მისი გამაგრებითი სამუშაოები მოხდება. ხოლო ბინის მეპატრონეებს თეთრ კარკას ჩააბარებენ.

 

კომპანია „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები პასუხისმგებლობას სახლის მეპატრონეს აკისრებენ, რომელიც კომპანიის თანამშრომლებს აფეთქებამდე სახლის კარს არ უღებდა. მათი თქმით, კორპუსის მეოთხე სართულზე, სადაც აფეთქება მოხდა, შემოწმება 2018 წლის ოქტომბერში ჩატარდა. სწორედ მაშინ მოხდა ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობელის დალუქვა. რაზეც მეპატრონის ხელმოწერაც არსებობს.

 

კანონის მიხედვით, ბინის შემოწმება ერთი წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო. თუმცა, ადგილზე მისულ კომპანიის თანამშრომლებს ბინის მეპატრონე აფეთქებამდე რამდენიმე ხნით ადრე სახლის კარს არ უღებდა და ატყუებდა, რომ სახლში არ ცხოვრობდა.

 

შემთხვევის ადგილზე მისულმა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა „რეზონანსს“ განუცხადა, რომ აფეთქების კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი უკვე რამდენიმე დღეში მოხდება, მას შემდეგ, რაც სპეციალისტები და საგამოძიებო უწყება მუშაობას დაასრულებს.

 

„შემაშფოთებელი სტატისტიკაა, ვინაიდან აბონენტების უმეტესობა, ჩახსნილ გაზდანადგარებს თვითნებურად კვლავ აერთებს. ზუსტად იგივე შემთხვევას ჰქონდა ადგილი ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებითაც. მეოთხე სარულზე ბინის მეპატრონე გაფრთხილებული იყო და მას კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი ჩაეჭრა. ხოლო განმეორებით მისვლის დროს ის სახლის კარებს აღარ აღებდა. ჩვენ კანონით არ გვაქვს უფლება ასეთ შემთხვევაში სახლის კარები შევამტვრიოთ“, - აცხადებს მიქიაშვილი „რეზონანსთან“.

 


მისივე თქმით, აღნიშნული მისამართიდან გაზის შესაძლო კონცენტრაციის, სუნის, ან რაიმე ტიპის გაუმართავობის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მიქიაშვილი ამბობს, რომ აუცილებლად ფოტომსალასაც გაავრცელებენ, სადაც ჩანს, რომ აღნიშნულ მისამართზე წყალაგამაცხელებელი ჩახსნილი იყო. ხოლო თანამშრომლის მიერ მითითებული იყო, რომ მისი ჩართვა აღარ მოეხდინა, რადგანაც სიცოცხლისთვის საშიში იქნებოდა. მიქიაშვილი ამბობს, რომ ისინი სატელეფონო ზარებსაც გაასაჯაროებენ, თუ როგორ არ პასუხობდა მათ თანამშრომლებს ბინის მეპატრონე.

 

აფეთქებული კორპუსის მცხოვრები ნანა ნუცუბიძე „რეზონანსთან“ ყვება, რომ მათ აფექთქების ხმა დილის რვა საათისთვის გაიგეს. ის სახლიდან პროდუქტების საყიდლად იყოს გასული, თუმცა მისი მეუღლე და 2 წლის შვილი სახლში იმყოფებოდნენ. ნუცუბიძე ამბობს, რომ აფეთქება მეოთხე სართულზე მოხდა და ის მესამე სართულზე ცხოვრობს. მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ, რომ ისინი საყრდენმა კედელმა დაიცვა და მისი ნგრევა ადვილად არ მოხდა.

 

ადგილობრივი ამბობს, რომ მეხუთე სართული საერთოდ აღარ არსებობს. იქ მცხოვრები ოჯახი საწოლიანად მეოთხე სართულზე ჩავარდა. ხოლო სადაც აფეთქება მოხდა, იქ მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობდა - ახალგაზრდა ბიჭი. თუმცა მას კარგად არ იცნობენ. სახლი მისი საკუთრებაა და ის ამ ეტაპზე დამწვრობის შედეგად საავამყოფოში არის გადაყვანილი.

 

„ინფორმაცია გვაქვს, რომ მას წყლის გამათბობელი კუსტარულად ჰქონდა დაყენებული. როგორც „თბილისი ენერჯი“ ამბობს, ის მათ კარს არ უღებდა. თუმცა, ორი წლის წინ ჩემი სახლის ქვემოთ გაზის სუნს მუდმივად ვგრძნობდი. კომპანიასთა ამაზე საუბარი მუდმივად გვქონდა. ცხელ ხაზზე დავრეკე წლის დასაწყისში, მოვიდნენ და შეამოწმეს. გვითხრეს - გარეთ არაფერიაო. სუნი ყოველთვის გარედან შემოდიოდა, ამის გამო კი თავს ვიმშვიდებდით.

 

„მომხდარ ფაქტზე როგორც კომპანიას, ასევე ხელისუფლებას ვადანაშაულებ. ყველას პასუხისმგებლობაა. მერამდენე შემთხვევა უნდა მოხდეს? ორი წლის გოგონა მყავს, რომელიც შოკშია და სიკვდილს შემთხვევით არის გადარჩენილი.

 

„არ ვიცით რეალურად რა მოხდა. რასაც კომპანია ამბობს, ეს არის, რომ მეოთხე სართულზე აფეთქება მოხდა. ახლა სამხარულის ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ვისი ბრალეულობა იკვეთება და ამის შემდეგ მოხდება ზარალის ანაზღაურებაც“, - აცხადებს ნუცუბიძე „რეზონანსთან“.

 

მისივე თქმით, მერიისგან მიიღეს დაპირება, რომ ორი კვირის განმავლობაში კორპუსის გამაგრება და დასუფთავება მოხდება. ხოლო მეპატრონეებს თეთრ კარკასს ჩააბარებენ. ვისი ბინაც უფრო მეტად არის დაზიანებული, ნუცუბიძე ამბობს, რომ მათ სასტუმროებში ყოფნა შესაძლოა ერთი ან ორი თვე დასჭირდეს.

 

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გიორგი ჭაღიაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ზუსტად ათი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც დიღომში აფეთქება მოხდა და მსხვერპლიც იყო, თუმცა ისევ იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ და რადიკალურად არაფერი შეცვლილა.

 

ჭაღიაშვილი ამბობს, რომ კომპანიის აღმსრულებელი შედის ბინაში და მხოლოდ გაზის ჩაჭრის მუქარით შემოიფარგლება და მცხოვრებლებს არ აძლევს ინფორმაციას, როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს გაზის გამათბობელის თუ გამაცხელებლის დაყენება. ეს კი ქვეყანაში და დედაქალაქში არსებულ მძიმე ვითარებას არსებითად არ შეცვლის.

 

„როგორც ადრე ვამბობდი, ამ პრობლემის მოგვარებას მხოლოდ მკაცრი რეგულაციებით ვერ ვუშველით. გაზი არის საკმაოდ სწრაფად ფეთქებადი ნივთიერება და მას დიდი ყურადღება სჭირდება. აცივდა, გათბობის სეზონი დადგა, ამიტომ კომუნიკაციებმა ფიზიკური თვისებები შეიცვალეს, აღარ არის გაფართოვებული და ის შეკუმშვას იწყებს. ამიტომაც გაზის გაჟონვის რისკი უფრო იმატებს.

 

„აღნიშნული კორპუსი 1982-1985 წლებშია აშენებული. ამიტომაც ის გაზის კუსტარულად მიერთებისთვის მზად არ იყო. აქ გაზის მოხმარება მხოლოდ გაზის ქურისთვის შეიძლება და არა გამათბობელის. ამ დანადგარებს სჭირდება შიდა დანადგარები, რომლებიც გაზის გაჟონვის რისკს ამცირებს. ეს ყველაფერი ერთობლიობაში იძლევა იმის საფრთხეს, რომ მსგავსი აფეთქებები კვლავ მოხდება“,-აცახდებს ჭაღიაშვილი „რეზონანსთან“.

 

„გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება“, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა.

 

მომხადრ ფაქტზე კი შინაგან საქმეთაა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა პირი, დადგინდება ყველა დეტალი თუ რამ გამოიწვია აფეთქება.

 

 


„რეზონანსი“

თეგები:
აფეთქება



„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს
access_time2020-08-12 17:20:01
„ნიკორა ჯგუფი“ ზარალზეა - კომპანიამ, რომლის ბრუნვა წინა წლებში ნახევარ მილიარდს აღემატებოდა, 2019 წელს მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო და წელი 8.2 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის დახმარებით სს ნიკორამ საჯარო ემისიის სახით 2019 წელს 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკშია დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციული...

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს
access_time2020-08-12 14:20:03
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც „ლიდერფუდის“ საქმეში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელი, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, იმის თაობაზე, თუ ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი...

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა
access_time2020-08-12 18:10:42
„თუ იძულებულს არ ხდიან, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არცერთ ბიზნესმენს აქვს“ — ამის შესახებ, ბიზნესმენი, „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი 2015 წელს „პალიტრა TV-ს“ გადაცემაში ბიზნეს PRESS-ი მიცემული ინტერვიუში აცხადებდა. დღეს პოლიტიკური გაერთიანება ლელოს გუნდს თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ბრიფინგზე ის „ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა...

„შრომის კოდექსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არა კანონპროექტის ავტორის ემოციურ მდგომარეობასა და განწყობას, არამედ მაღალ დონეზე მომზადებულ აკადემიურ კვლევას უნდა ეფუძნებოდეს"

„შრომის კოდექსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არა კანონპროექტის ავტორის ემოციურ მდგომარეობასა და განწყობას, არამედ მაღალ დონეზე მომზადებულ აკადემიურ კვლევას უნდა ეფუძნებოდეს
access_time2020-08-12 12:00:17
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს პარლამენტში შრომის კოდექსის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვას კიდევ ერთხელ ეხმიანება, კერძოდ, ასოციაციაში აცხადებენ, რომ: „საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შრომის კოდექსთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით მხარდაჭერა სულ მცირე ალოგიკურად გამოიყურება იმ ფონზე, როცა კონონპოექტის ინიციატორმა არ გაიზიარა არც თავად წამყვანი კომიტეტის მიერ პირველი მოსმენის დროს...

იყიდის თუ არა რუსული „ინტერ რაო“ „თელასში“ დარჩენილ წილს - კომპანიის პასუხი

იყიდის თუ არა რუსული „ინტერ რაო“ „თელასში“ დარჩენილ წილს - კომპანიის პასუხი
access_time2020-08-12 16:10:36
საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%-ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. „ბიჯის ოდენობაა 50 000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის 10...


მსგავსი სიახლეები

up