რატომ აჯანყდნენ კუბელები?

რატომ აჯანყდნენ კუბელები?

access_time2021-07-17 20:00:01

რამდენიმე დღის წინ კუბაში, პირველად ათწლეულების შემდეგ, ქუჩები საპროტესტო აქციებმა მოიცვა.

 

პირველი ლოკაცია, სადაც გამოსვლები დაიწყო, ჰავანის სამხრეთით მდებარე ქალაქი სან–ანტონიო–დე–ლოს–ბანიოსი გახდა. შემდეგ მოსახლეობა კიდევ 8 ქალაქის ქუჩებში გამოვიდა, მათ შორის დედაქალაქ ჰავანაში.

 

რამდენიმე შემთხვევაში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა, თუმცა მასობრივი დარბევა არ ყოფილა. ქვეყნის პრეზიდენტმა მიგელ დიას–კანელმა პროტესტების ინსპირირებაში აშშ დაადანაშაულა და ისიც აღიარა, რომ ბევრ კუბელს შესაძლოა უკმაყოფილების მიზეზები ჰქონდეთ.

 

მან, ასევე, ხელისუფლების მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

 

„ჩვენ მზად ვართ, სიცოცხლე შევწიროთ ბრძოლას. ყველაფერისთვის მზად ვართ და ქუჩაში ვიჩხუბებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ამჟამინდელი პროტესტები, ისევე როგორც კუბის ეკონომიკაში შექმნილ მძიმე მდგომარეობა, 1994 წლის ვითარებას წააგავს, როდესაც სსრკ–ის დაშლის შემდეგ მოსკოვმა ფინანსური დახმარება შეუწყვიტა. იმ წელს კუნძულზე მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ტარდებოდა და მათი ძალისმიერი ჩახშობის შემდეგ კუბიდან შტატებში მიგრაციის ერთ–ერთი ყველაზე მასობრივი ტალღა დაიძრა.

 


დღევანდელი საპროტესტო აქციების მონაწილეები ამბობენ, რომ დაიღალნენ კომუნისტური რეჟიმისგან, მაღაზიებისგან, რომლებიც მხოლოდ დოლარებზე ვაჭრობენ და ეს მაშინ, როდესაც ოფიციალური მაღაზიები ცარიელია.

 

„ყველაფერი გვაკლია, დოლარების მაღაზიებში ჩვენ არ გვიშვებენ, ჩვეულებრვ მაღაზიებში ვერაფერს იყიდი, აფთიაქებში წამლების დეფიციტია, ელექტროენერგია მუდმივად ითიშება, მოკლედ, ყველაფერი გვაკლია“, – ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე.

 

სავარაუდოდ, ამ ეტაპზე ადგილი აქვს სტიქიურ, არაორგანიზებულ გამოსვლებს, რომლებიც ეკონომიკაში და ჯანდაცვაში შექმნილი მძიმე მდგომარების საპასუხოდ დაიწყო. პრეცედენტები უკვე იყო  – რამდენიმე კვირის წინ შექმნილი მდგომარეობა გააპროტესტებს მუსიკოსებმა და მსახიობებმა, რომლებიც პანდემიის დროს უმუშევრები დარჩნენ.

 

უკმაყოფილების ძირითადი ფაქტორებია კვების პროდუქტების დეფიციტი და ფასების ზრდა, პანდემიის და ტურისტული ინდუსტრიის გაჩერების გამო ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი გაუარესება და რეფორმების ძალიან ნელი ტემპები.

 

ასევე არ გამართლდა მოლოდინები, რომ ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ კუბას და შტატებს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდებოდა.

ბოლო პერიოდში კუბის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სანქციები. მაგალითად, 2020 წლის ბოლოს ქვეყანაში დაიხურა სწრაფი გზავნილები სისტემა Western Union,  რის გამოც შტატებიდან კუბაში ფულის გაგზავნა მნიშვნელოვნად გართულდა.

 

2021 წელს მთავრობამ ფინანსური რეფორმა დაიწყო და გააუქმა ორმაგი სავალუტო სისტემა, როდესაც ბრუნვაში იყო – კონვერტირებადი პესო უცხოელებისთვის და ჩვეულებრივი – ადგილობრივებისთვის.

 

ამან ჩვეულებრივი პესოს კურსის დევალვაცია გამოიწვია, რამაც ღარიბი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება გამოიწვია.

 

წარმოქმნილი დეფიციტის საპასუხოდ, მთავრობამ გახსნა მაღაზიები, სადაც ვაჭრობა დოლარში მიმდინარეობს, თუმცა, პესოს გადაცვლა დოლარზე ძალიან რთულია. შედეგად, პესოს კურსი კიდევ უფრო დაეცა, ინფლაცია ავარდა და 2021 წელს სავარაუდოდ 500%–ს მიაღწევს.

 

პანდემიის გამო კუბაში თითქმის გაჩერებულია დოლარების შემოდინების ფაქტიურად ერთადერთი რეალური წყარო  – ტურიზმი. შეზღუდვები დღესაც მოქმედებს – ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილში კომენდანტის საათი მოქმედებს, გასართობი ობიექტები, რესტორნები და კაფეები დაკეტილია.

 

rbc.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up