რატომ აჯანყდნენ ბელორუსები ეკონომიკური კეთილდღეობის მიუხედავად

რატომ აჯანყდნენ ბელორუსები ეკონომიკური კეთილდღეობის მიუხედავად

access_time2020-09-06 18:00:13


ბელორუსიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ბევრს არ ესმის  - რატომ აჯანყდნენ ბელორუსები, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში თითქმის არაა უმუშევრობა, მთელი ინდუსტრია მუშაობს, ცხოვრების დონე კი საკმაოდ მაღალია?



რა თქმა უნდა, ბელორუსები ძალოვანების სისასტიკემ ძალიან გააბრაზა, თუმცა, ეს არაა მთავარი - პროტესტებს სხვა, უფრო სიღრმისეული ფაქტორები აქვს.


დამოუკიდებლობის პირველ წლებში ბელორუსია საკმაოდ კარგ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ავლენდა. ქვეყანამ სსრკ-ს დაშლით გამოწვეული კრიზისი საკმაოდ კარგად გადაიტანა, აქ არც ყაჩაღური პრივატიზება და არც მოქმედი საწარმოების ჯართად დაშლა იყო.


ამ პერიოდში თითქმის მთელი საბჭოთა ინდუსტრია შენარჩუნდა და მისი დიდი ნაწილი დღესაც მუშაობს. ბელორუსიაში არ გაჩნდნენ ოლიგარქები, საკუთრების დიდი ნაწილი კი სახელმწიფოს ხელშია.


2008-2010 წლამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. მოსახლეობის ხელფასები იზრდებოდა, მთავრობა დაპირდა ხელფასების მომატებას თვეში ჯერ 500-მდე შემდეგ კი 1000 დოლარამდე.

მაგრამ შემდეგ ეკონომიკამ დამუხრუჭება დაუწყო - ბოლო 10 წლის მანძილზე თითქმის არანაირი ეკონომიკური ზრდა არ ფიქსირდება.


2014 წლამდე ხელფასები თვეში 1300-1500 დოლარამდეც კი გაიზარდა - მაგრამ შემდეგ დაიწყო კრიზისი, დოლარი ჩამოიშალა. შემოსავლები ბელორუსულ რუბლებში იგივე დარჩა, თუმცა დოლარებში ეს უკვე 2-ჯერ ნაკლები იყო - თანაც  - ასეთი ჩამოქვეითება სულ რაღაც 1-2 წელიწადში მოხდა, ფასები კი ყველაფერზე გაიზარდა, და ეს ტენდენცია ყველას შეეხო  - თანაც 1500 დოლარი ხელფასი ყველას არ ჰქონდა - დიდი ნაწილი იღებდა თვეში 500 დოლარს, კრიზისის შემდეგ კი ეს თანხა 250 დოლარი აღმოჩნდა.


ასეთი ისტორიები მუდმივად გრძელდებოდა  - ხელფასები დოლარებში ჯერ იზრდებოდა, შემდეგ ვარდებოდა, შემდეგ ისევ იზრდებოდა, და ასე  - მუდმივად დღეს საშუალი ხელფასი ქვეყანაში თვეში 500 დოლარს შეადგენს, თუმცა, მინსკში შეიძლება მეტიც მიიღო, რეგიონებში კი პირიქით.
500 დოლარი ბელორუსიაში საკმაოდ კარგი შემოსავალია, და ამ ფულით შეიძლება შედარებით კარგად იცხოვრო.


თუმცა ამ წინადადებაში - „შედარებითი“  - საკვანძო სიტყვაა. ბელორუსები თავიანთ ცხოვრების დონეს არ ადარებენ აფრიკას, სადაც 500 დოლარი საოცნებო შემოსავალია. ისინი საკუთარ ქვეყანას მეზობელ ლიტვას და პოლონეთს ადარებენ, სადაც შემოსავლები გაცილებით მაღალია - მართალია ფასებიც, თუმცა,მაინც საშუალი ლიტველი ან პოლონელი ბელორუსზე გაცილებით უკეთესად ცხოვრობს. შედარებისთვის - 90-იან წლებში პოლონეთი ბელორუსიაზე ღარიბი იყო, დღეს კი პირიქით, და ბელორუსები ამას ხედავენ.

თუმცა, არის ერთ ძალიან სერიოზული კითხვა  - როგორი იქნებოდა ბელორუსიის სახელმწიფო საწარმოების ბედი სრულფასოვანი კაპიტალიზმის და პრივატიზების შემთხვევაში?


ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ლუკაშენკოს შესაძლო გადაყენების შემდეგ ეს პრობლემა მთელი სიმწვავით დადგება. და ეს მაშინ, როდესაც ამ საწარმოებში ასობით ათასი ადამიანი მუშაობს.



ბლოგი obelarusi


თეგები:
ბელორუსები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up