პარლამენტის წევრი, რატი იონათამიშვილი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ StopCov ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვას ეხმაურება:
„როგორც ყოველთვის, ახლაც ყოველგვარი ხმაურის და აფიშირების გარეშე. ასე იქცევი, როცა გიყვარს შენი ქვეყანა და ხალხი. ასე კეთდება ნამდვილი საქმე. ბიძინა ივანიშვილმა StopCov ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა. მსოფლიო მასშტაბით, ეს არის უდიდესი და უპრეცედენტო სოლიდარობის აქტი. ჩვენთვის კი ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ქვეყანას ყავს უნიკალური დაზღვევა და ზუსტად ვიცით, ყველაზე რთულ დროს, ვისი იმედი უნდა გვქონდეს. ყველაფერი კარგად იქნება“-აცხადებს დეპუტატი.