რატი იონათამიშვილი - ჩვენი მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი

რატი იონათამიშვილი - ჩვენი მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი

access_time2020-10-27 17:47:59

„ჩვენი მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა პარტიამ, ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ადაპტირებულ ფორმატში ჰქონდეთ ამის საშუალება“ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ტრადიციულად ყოველ არჩევნებზე საარჩევნო პროგრამას ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ ფორმატში ბეჭდავს. კერძოდ, უსინათლოებისთვის ბრაილის შრიფტით და აუდიო ვერსიას, სმენის არ მქონე და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის კი ჟესტურ ენაზე.



როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, 2012 წლიდან არაერთი მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის მხრივ.



„კერძოდ, რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება სამნახევარჯერ გაიზარდა და 12,5 მილიონი ლარიდან დღეს უკვე 38 მილიონი ლარია. დაგეგმილია ყოველწლიური ზრდა. რაც მნიშვნელოვანია, გაიზარდა გეოგრაფიული არეალი, მისაწვდომობა და ბენეფიციართა რაოდენობა. ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რაც გვაქვს მისაწვდომობის გაზრდის კუთხით, შევქმენით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები და გარანტიები.




"ქართულმა ოცნებამ" მოახდინა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება. ჩვენ შევიმუშავეთ ახალი კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, რითაც კონვენციასთან ჰარმონიზაციის პროცესი დავასრულეთ და გადავდივართ იმპლემენტაციის ნაწილზე. ასევე, მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რაც გვაქვს ინკლუზიური განათლების მხრივ, სადაც 2012 წელს მხოლოდ 23 ადაპტირებული საჯარო სკოლა იყო, დღეს უკვე 1329 ადაპტირებული საჯარო სკოლაა და ეს პროცესი გრძელდება ყოველწლიურად. გარდა ამისა, სპეციალურ პედაგოგებს მიენიჭათ მასწავლებლის სტატუსი.



ჩვენმა გუნდმა აღიარა აუტისტური სპექტრი. ჯერ თბილისში და შემდეგ რეგიონებში დავიწყეთ შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება, მაგრამ, ცხადია, ეს ყველაფერი არ არის თვითკმაყოფილების საგანი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო, ამიტომ მომდევნო 4 წლის მანძილზე კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ყველა კატეგორიის შშმ პირს შევუქმნათ თანაბარი შესაძლებლობები და თანაბარი სარგებლობის გარანტიები“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.



მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ გადავიდეთ სოციალურ მოდელზე და მკაფიოდ ვთქვათ, რომ შშმ პირები არ არიან პაციენტები, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობა არ არის დიაგნოზი და მხოლოდ უფლებრივი პარადიგმით მივუდგეთ ამ საკითხებს.



„რამდენიმე პრიორიტეტზე შევჩერდები, რომელზეც ფოკუსს ჯგუფებში ვიმუშავეთ, როგორც შშმ პირებთან ერთად, ასევე ჩვენი გუნდის ლიდერები და წევრები იყვნენ ჩართული. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ დღემდე არ გვაქვს ისეთი პროგრამები რომელიც ზრდასრული შშმ პირების რეაბილიტაციის სერვისებს უზრუნველყოფს და ამ მხრივ ჩვენ დავიწყებთ უკვე იმპლემენტაციას და გადავდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ასევე, ჩვენი პროგრამა ეხება დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის, სტრატეგიისა და კონცეფციის შემუშავებას და ეტაპობრივ გადასვლას ამ მიმართულებით. რაც მთავარია, შეიქმნას ამისი შესაბამისი გარანტიები. ასევე მნიშვნელოვანია, განვავითაროთ ჟესტური ენა და მოვახდინოთ მისი პოპულარიზაცია. ჩვენ უკვე ვაღიარეთ, რომ არსებობს ქართული ჟესტური ენა და ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. უსინათლო ადამიანების მიმართულებით ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი სიახლეები საკანონმდებლო დონეზე, რომლებიც მათ დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის“ - განაცახადა რატი იონათამიშვილმა.



მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა განახორციელა ქმედუნარიანობის რეფორმა, რომელსაც სჭირდება მეორე ტალღა.



„მომდევნო 4 წლის მანძილზე ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, რომ იმპლემენტაციის ნაწილზე შევქმნათ შესაბამისი გარანტიები. ჩვენ გვსურდა, ეს პროგრამა პირველ რიგში შშმ პირებთან განგვეხილა, მაგრამ იმის გამო, რომ პანდემიიდან გამომდინარე შშმ პირები ვართ ის რისკ ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებულად მაღალია ამ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მედიასთან ერთად გავაკეთეთ ეს, უარი ვთქვით შშმ პირები მოგვეწვია და რისკფაქტორები გაგვეზარდა. მათთან ვიმუშავეთ ინდივიდუალურად, რასაკვირველია ყველა საკითხი მივიღეთ მათთან აქტიური კონსულტაციების გზით და რაც მთავარია, დღეიდან უკვე დავიწყებთ სიარულს შშმ პირთა ოფისებში, ორგანიზაციებში, რათა დავარიგოთ ადაპტირებული მასალა მათთან, როგორც ჟესტურ ენაზე, ისე აუდიო და ვიდეო ფორმატით. ეს იქნება მნიშვნელოვანი და მოხარული ვარ, რომ ჩვენ ამ პროცესში შშმ პირებთან ერთად ვმონაწილეობთ და ისინი გააკეთებენ ინფორმირებულ არჩევანს. ჩვენი პროგრამა ეხება აბსოლუტურად ყველა კატეგორიის და საჭიროების შშმ პირს“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up