რატი ბრეგაძე - შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციაზე გვქონდა მყისიერი რეაგირება, ექსპერტიზაზე თავად სააკაშვილმა თქვა უარი

რატი ბრეგაძე - შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციაზე გვქონდა მყისიერი რეაგირება, ექსპერტიზაზე თავად სააკაშვილმა თქვა უარი

access_time2022-11-29 19:55:54

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, თავად სააკაშვილმა განაცხადა ექსპერტიზაზე უარი.

„რაც შეეხება მოწამვლას, ერთ-ერთმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ, რაზეც ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაგირება. მივმართეთ ექსპერტიზას და როდესაც მივიდნენ ექსპერტიზის წარმომადგენლები, თავად სააკაშვილმა განაცხადა ამ ექსპერტიზაზე უარი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კითხვაზე, საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო მედიკამენტები, მინისტრმა აღნიშნა: „მედიკამენტებს, ბუნებრივია, აწვდის სამედიცინო პერსონალი და ამის შესახებაც ვთქვი, რომ არაერთი ცილისმწამებლური კამპანია ვნახეთ, რაც შეიძლება, შეფასებული იყოს, როგორც ექიმის მუშაობაში უკანონო ჩარევა და, შესაბამისად, თუ ვინმე ბედავს და ექიმზე მსგავსი ტიპის განცხადებას აკეთებს, რომ ექიმმა შესაძლოა, ვინმე მოწამლოს, ეს არის ამორალური.


რაც შეეხება საკვებს, უნდა ითქვას, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები, ესენი არიან ოჯახის წევრები და ასევე სხვები, რომლებზეც მან განაცხადა თანხმობა. შესაბამისად, როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს საკვებზე ან მედიკამენტებზე, კეთილი ინებოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს, ვისზე საუბრობს საერთოდ“, – განაცხადა ბრეგაძემ.





USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
access_time2023-01-28 09:55:58
კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი -...

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა
access_time2023-01-28 00:30:00
საბანკო სექტორმა დაკრედიტების ზრდა დააპაუზა. 01.01.2023-ის მდგომარეობით წლიური (Y.Y) ზრდა 4%-ია, კურსის ცვლილების ეფექტით (გამორიცხვით...


მსგავსი სიახლეები

up