რაში იხარჯება სახელმწიფოს ვალები

რაში იხარჯება სახელმწიფოს ვალები

access_time2021-10-10 11:00:10

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი უკვე $8 მილიარდს გადასცდა და წლევანდელი ბიუჯეტის თანახმადწლის ბოლომდე 10 მილიარდს მიაღწევსპრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმითსაქართველოს წელს ფული არავისგან უსესხიათუმცამიმდინარე თვის ბოლომდე, მთავრობის საგარეო ვალი კიდევ $100 მილიონით გაიზრდებაეს თანხა საქართველომ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) ისესხა.

საქართველოს მთავრობამ აგვისტოს თვეში ევროკავშირის €75 მილიონის სესხზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ ქვეყნის საგარეო ვალის გაზრდა აღარ სურდა. არადა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ განმარტა, რომ ქვეყანამ მეორე ტრანშის გადმორიცხვის პირობა – სასამართლო რეფორმის ვალდებულება ვერ შეასრულა. შესაბამისად, 15-წლიან შეღავათიან კრედიტს, 0.125%-ის წლიური განაკვეთით ვეღარ მიიღებდა. 

თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაშითუ საქართველო შეასრულებდა ორმხრივად ნაკისრ ვალდებულებებსრომელიც 2020 წლის სექტემბერში ევროკავშირთან შეთანხმებით აიღო“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს მთავრობამ ევროპის საინვესტიციო ბანკიდან (EIB) €45 მილიონი ისესხა. სექტემბერში ვალს ADB-ს $100 მილიონიც დაემატა. მთავრობა ამ სესხების აღებას იმით ხსნის, რომ შეთანხმებები დონორებთან ჯერ კიდევ 2020 წელს იყო გაფორმებული.

31 აგვისტოს მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს მთავრობას დონორი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის მიმართ 8.047 მილიარდი მართებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია და მშპ-ს 60%-ს შეადგენს. 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 32.2 მილიარდი ლარი გახდება და იმ პერიოდისთვის მშპ-ს 54.6% იქნება.

საგარეო ვალი ყოველწლიურად მატულობს. 2012 წელს მთავრობის საგარეო ვალი $4 მილიარდს შეადგენდა. 2017 წელს ის $5.2 მილიარდი იყო. 2018 წელს საქართველოს $5.4 მილიარდის საგარეო ვალი ჰქონდა, ხოლო 2019 წელს $5.7 მილიარდს მიაღწია, 2020 წელს მთვარობის კი ვალი $7.5 მილიარდს გადასცდა.

ვისი ვალი გვაქვს?

მთვარობას ყველაზე მეტი მსოფლიო ბანკის ვალი აქვს – $2.205 მილიარდი. მსოფლიო ბანკის შემდეგ ყველაზე მეტი ADB- ვალია – $1.7 მილიარდი, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – $855 მილიონი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიმართ – $209 მილიონი. ქვეყნებიდან საქართველოს მთავრობას ყველაზე მეტი გერმანიისა მართებს – $713 და საფრანგეთის – $560 მილიონამდე, 199 მლნ – იაპონიის, რუსეთის – $31.570 მილიონი და ა.შ.

რაში იხარჯება აღებული სესხები


მნიშვნელოვანია, რაში ხარჯავს მთავრობა აღებულ სესხებს. ახალი სესხით უმეტესად, ძველი ვალების გადაფარვა ხდება. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებიდან  ჩანს, რომ ნასესხები ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალური პროგრამებისთვის იხარჯება. თანხის ნაწილი წელს ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის ისესხეს.

წელს აღებული ვალების დიდი ნაწილი COVID-19-ის პანდემიის გამო სოციალური და ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად გადამისამართდა. მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული თანხები, როგორიც იყო გაზსაცავის პროექტისათვის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KFW) გამოყოფილი €150 მილიონის სესხი.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გამართლებული იქნება, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოზიდული თანხები გრძელვადიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩაიდოს, რაც შემდეგ ეკონომიკური ზრდის საფუძველი გახდება, ან მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას მოხმარდეს.

ინფრასტრუქტურულ პროექტებსმათ შორის ინტერნეტსერვისის გაუმჯობესებასხელშესახები დადებითი ეფექტი აქვსკომუნიკაციების გამარტივება აუცილებელი პირობაა ტურიზმისა და ვაჭრობის ხელშეწყობითვის.  ასეთი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვისროგორც ტრანზიტული ქვეყნისთვისრომელიც შემოსავლების დიდ ნაწილს ავტომობილების რეექსპორტიდან იღებსგამართლებულია დონორების თანხების დახარჯვა განათლების სექტორში. თუმცაგანათლების სფეროში ხისტი რეფორმების გატარებისგან ყველა ხელისუფლება თავს იკავებსჩემი აზრითამ მიმართულებით დაფინანსება, სესხების აღების გარეშეარსებული რესურსებითაც შესაძლებელია, – აღნიშნავს  ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა.

ვინ იხდის მთავრობის ვალს

მთავრობის საგარეო ვალის გადახდა დიდწილად მოსახლეობას უწევს. ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ნაწილი უცხოეთიდან აღებული კრედიტების გასასტუმრებლად უნდა დაიხარჯოს. Moody’s-ის შეფასებით, საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 6%-ის დახარჯვა სესხის პროცენტის დაფარვაზე მოუწევს. თუმცა, გადასახადის გადამხდელებს არავინ ეკითხება, როგორ დაიხარჯოს ბიუჯეტი. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ მიზანშეწონილი არ არის უცხოეთიდან აღებული ვალით სოციალური ხარჯების გაზრდა. არადა, როგორც ცნობილია, სოციალური მიზნებით, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში იხარჯება ფული.

შეკითხვაზერისთვის უნდა ავიღოთ ვალიიგივე პასუხიარაც შეკითხვაზე –რაში უნდა დავხარჯოთ ფულიდიდი განსხვავება არ არისსესხით არის აღებული ფული თუ ადგილობრივი გადასახადებითაა შეგროვებულიმთავარიამისი ხარჯვა გამჭვირვალე და პროგმოზირებადი იყოსუნდა ვიცოდეთრას ვაფინანსებთ და რატომ–აღნიშნავს გიორგი პაპავა.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, მომავალში, პანდემიური ეფექტის შემცირების პარალელურად, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა თანდათან დაიკლებს.




წყარო: business feed.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up