„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

access_time2020-11-24 17:30:23

ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის...


...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის მიუხედავად, გვეყოლება თუ არა ძლიერი ნაკრები. საქმე ეხება ქართული საკლუბო ფეხბურთის დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან.


ჩვენ არაერთხელ დავწერეთ, რომ ჩვენს საკლუბო ფეხბურთში ჩადებული ეს ფული დიდწილად წყალში იყრება. ამის მიზეზი ბევრია: არაკვალიფიციური და საშოვარზე გადაგებული კადრები ჩვენს კლუბებში (ყველას არ ეხება), ყოველთვიური, უზრუნველყოფილი შემოსავლებით ტკბობა, თანამედროვე საფეხბურთო ტენდენციების უცოდინარობა და ასე შემდეგ.


ეს ყველაფერი გასაგებია. ამბობენ, მომავალი წლისთვის ფეხბურთის განვითარების ფონდის პრიორიტეტები იცვლებაო და თუ ეს მართალია, ძალიანაც კარგი. იმ ფულით, რომელიც ჩაიდო ქართულ საკლუბო ფეხბურთში, მივაღწიეთ ერთადერთ რამეს - ეროვნული ჩემპიონატი არ ჩაგვეშალა და ფეხბურთელები კუთვნილ ხელფასს იღებენ. თუმცა ყველგან არა და უცნაურია, რატომ არ ინტერესდებიან ამ საკითხით სამართალდამცავი ორგანოები. სად მიდის ჩვენი ფული? ეს სხვა თემაა და ასე მარტივად გადასაწყვეტი ამბავი სულაც არ გახლავთ. ჩვენ კი ამის გარკვევა სამომავლოდ გადავდოთ და ჩვენი წერილის მთავარ თემას გავყვეთ...


კი ბატონო, ვატარებთ ჩემპიონატს და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ახლა ის ვიკითხოთ, ამდენი ხარჯის შემდეგ წავიდა თუ არა მისი დონე წინ, გაიზარდა თუ არა ფეხბურთელების სათამაშო ოსტატობა და ასე შემდეგ.


რად გვინდა ბევრი იწილო-ბიწილო, გადავხედოთ თუნდაც ბოლო ევროთასებს და ყველა კითხვაზე პასუხს მივიღებთ. თბილისის "ლოკომოტივის" გარდა, ყველა გუნდი ცუდად გამოვიდა, თბილისის "დინამომ" კი სულაც ისე ითამაშა, ამის გახსენება არც გვინდა - ერთხელაც ნუ მოვიყრით მარილს ჭრილობებზე.


და რა ხდებოდა, სანამ ფონდი იქნებოდა? მაშინ ჩვენი კლუბები შედარებით უკეთ თამაშობდნენ ევროთასებზე. ქართულ ფეხბურთში სპონსორები უფრო მეტ ფულს დებდნენ, ვიდრე ახლა და შედეგიც იყო. გვახსოვს, ერთდროულად ორი ქართული კლუბიც კი გასულა ევროპალიგის პლეი ოფში. ამასაც არ ვჯერდებოდით, მეტი გვინდოდა და კრიტიკა არც მაშინ დაგვიშურებია. ახლა ხომ იმასთან შედარება აღარ არის!


მაშ რა მოხდა? სახელმწიფო დაფინანსებას მეტი სპონსორი უნდა მოეზიდა ქართული ფეხბურთისთვის და ასე ნამდვილად არ არის. უფრო პირიქით - ბევრი მიეჩვია იმას, რომ მინიმალური დანახარჯებით შეიძლება გუნდის შენახვა.



აქ მივადექით ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი კი არ უნდა გაუქმდეს, არამედ მისი პრიორიტეტები უნდა შეიცვალოს. ეს ის პრობლემაა, რომლის მოგვარების გადადებაც ნამდვილად არ შეიძლება. ბევრი გვეკითხება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ეს პრიორიტეტები. რა თქმა უნდა, მსჯელობის თემაა და ამ საკითხზე ყველას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ ჩვენსას დავწერთ.


პირველ რიგში, კლუბებს უნდა აეკრძალოთ ფონდის ფულით ფეხბურთელებისთვის ხელფასების დარიგება. მე, როგორც რიგით გადამხდელს, რომლის ფულიც იხარჯება ამ პროექტში, იქნებ სულაც არ მინდა, რომ ჩემი ფულით აიღონ ხელფასები იმ ფეხბურთელებმა, რომელთა უმრავლესობაც საერთაშორისო ასპარეზზე სრულიად არაკონკურენტულია.


მავანი გვეტყვის, რომ ასე ბევრი კლუბი დაგვეშლება, მაგრამ რაც უვარგისია და რასაც ვერანაირი სარგებლობა ვერ მოაქვს, ის უნდა დაიშალოს. რა აზრი აქვს იმ კლუბის დაფინანსებას, რომელიც მხოლოდ ერთადერთ მიზანს ისახავს: როგორმე გაძლოს ქართულ საფეხბურთო სინამდვილეში. რა სარგებელს უნდა ველოდოთ მათგან? - ნაკრებს ფეხბურთელებს ვერ გაუზრდიან და ევროთასებზე ვერ ითამაშებენ. თუ ვინმე ფეხბურთის მასობრიობაზე ჩამოაგდებს სიტყვას, ეს უკვე სულ სხვა რამეა, სხვა თემაა...


არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ბევრი ლიგა გვქონდეს და ბევრი ფეხბურთელი გვყავდეს. ვისი ოსტატობაც ელემენტარულ კრიტიკას ვერ უძლებს, ის ჯობია, გაერთოს. დილა-საღამოს ფეხბურთის თამაში შეიძლება და ამაში ფულის აღება სულაც არაა აუცილებელი.


ჩვენ უნდა ვათამაშოთ ჩვენს ჩემპიონატში (პირველ ორ ლიგაში მაინც) მხოლოდ და მხოლოდ კერძო პროფესიული კლუბები. ყველა გუნდს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ბევრს უკვე სულაც არ აინტერესებს შედეგი - ძალიან კარგად იცის, რომ მისაღებ თანხას მაინც მიიღებს და მიჰყვება დინებას.


ზემოთ პრიორიტეტების შეცვლის აუცილებლობა ვახსენეთ და ეს სასწრაფოდაა გასაკეთებელი. ფეხბურთელი კლუბში რომ მიდის, ის არის ძალიან ხშირად აბსოლუტურად მოუმზადებელი. ქართველ მწვრთნელთა დიდ ნაწილს თავისი მინუსები ეყოფა, მაგრამ რა უნდა ქნას მწვრთნელმა, რომელ შედეგზეა ლაპარაკი, როცა "პროფესიონალმა" ფეხბურთელმა ელემენტარული საფეხბურთო ნიუანსები არ იცის. არ იცის ისეთი რამეები, რასაც საფეხბურთო სკოლებში ასწავლიან. მხედველობაში გვაქვს ნორმალური საფეხბურთო სკოლები და არა იმ სკოლების სოლიდური ნაწილი, რომელიც დღეს გვაქვს საქართველოში.


აქედან დასკვნა: ფული აუცილებლად უნდა ჩაიდოს ბავშვთა ფეხბურთში. უნდა გაიზარდოს ბავშვთა მწვრთნელების ანაზღაურება, რათა მათ მოტივაცია მოემატოთ, და რა თქმა უნდა კვალიფიკაციაც - ბავშვები ევროპული სტანდარტებით უნდა მოვამზადოთ, რათა აქედანვე მიჩვეულები იყვნენ იქაურ მოთხოვნებს. ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, რადგან უკვე დავწერეთ ამ მეტად მნიშვნელოვან თემაზე.


დიახ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნათლად გვიჩვენებს, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, ვიდრე იმ ფეხბურთელების დაფინანსება, რომელთაგანაც აწი აღარაფერი გამოვა. თუ არ მოუკლებენ თამაშს, ვერც მოუმატებენ.


ამასთან ერთად უნდა მოწესრიგდეს საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ბავშვთა საფეხბურთო სკოლებში. თუ თბილისში მინიმალურად მაინც არის ეს პრობლემა გადაჭრილი, რეგიონებში თითქმის არანაირი პირობა არ აქვთ ჩვენს ბავშვებს.


ამას კი ძალიან დიდ ნეგატივთან მივყავართ: როცა მშობელი ხედავს, რომ რეგიონში მისი შვილის განვითარებისთვის არანაირი პერსპექტივა არ არის შექმნილი, აუცილებლად მიიჩნევს მის თბილისში გადაყვანას. არაერთი მოზარდის ფსიქიკა არ არის მზად იმისთვის, რომ სრულიად ახალ რეალობას მოერგოს და ის უბრალოდ იკარგება - ჯერ თამაშს უკლებს, მერე კი საერთოდ ანებებს თავს ფეხბურთს - დედ-მამა, ახლო ნათესავები, ძმაკაცები ენატრება... რა თქმა უნდა, ჯობია, რომ ასეთი მოზარდები მშობლიურ ქალაქში დაოსტატდნენ და არ შეასკდნენ იმ დიდ პრობლემას, რომელზეც დავწერეთ.


ძალიან კარგად ვიცით, რომ ლევან კობიაშვილის პრეზიდენტობის დროს ქალთა ფეხბურთი იმაზე უკეთაა, ვიდრე წინა მმართველების დროს, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. განა, ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბი, ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი თამაშით რომ გვახარებს, არ იმსახურებს მეტ ყურადღებას?


ისიც ვიცი, რომ ფეხბურთის ფედერაცია გარკვეული თანხით შეეწევა გუნდს, მაგრამ ეს მაინც ერთჯერადი აქციაა. რომ ვუყურებ ჩვენი ფეხბურთელი ქალები გაცილებით მეტს იმსახურებენ და თუ თანმიმდევრობით მივყვებით საკეთებელს, ვინძლო, მალე საქართველოში ქალთა ფეხბურთი ძალიან პოპულარულიც გახდეს.


ბავშვთა ფეხბურთი და ინფრასტრუქტურა - ეს უნდა იყოს ფეხბურთის განვითარების ფონდის ძირითადი პრიორიტეტები 2021 წელს. რა თქმა უნდა, ეს უცბად ვერ გამოიღებს შედეგს, მაგრამ ცდა გვიჯობს უეჭველად განწირული პროექტის ერთგულებას.


lelo.ge

თეგები:
ფეხბურთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up