რაში გადაუხადა NCDC-მ, პანდემიის პერიოდში, „თამბაქოს კონტროლის ალიანსს“ 90 000 ლარი? - GMC-ის კვლევა

რაში გადაუხადა NCDC-მ, პანდემიის პერიოდში, „თამბაქოს კონტროლის ალიანსს“ 90 000 ლარი? - GMC-ის კვლევა

access_time2022-06-30 22:00:01

„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (NCDC) 90 ათას ლარზე მეტი გადაუხადა საეჭვო ტენდერებში შემჩნეულ FCTC-ს“, - აცხადებენ არასამთავრობო ორაგანიზაციაში „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC). რომლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა აღნიშნული თანხა FCTC-ს  პანდემიის დროს დახურულ ობიექტებში თამბაქოს კანონის აღსრულების გაკონტროლებისთვის გადაუხადა. 


GMC-ის ინფორმაციით, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი (FCTC) გიორგი ბახტურიძე, რომელიც თამბაქოს აკრძალვაზე და პოპულარიზაციის შემცირებაზე წლებია საუბრობს და სახელმწიფო უწყებებთან ხშირად თანამშრომლობს და მილიონობით ლარის ღირებულების ხელშეკრულებებს აფორმებს - ძირითად შემთხვევაში შემსყიდველი უწყება სწორედ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრია. 


საჯარო რეესტრის მიხედვით გიორგი ბახტურიძე 24 კომპანიაში მონაწილეობს როგორც დამფუძნებელი, ისე დირექტორი. 


„ამ კომპანიებიდან ორი: ა(ა)იპ ”საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი” (FCTC) და ა(ა)იპ “საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი” ხშირად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში. ორივე კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფერო სატრენინგო მომსახურება, ბაზრის კვლევა და გამოკითხვების ჩატარებაა.


კომპანიები ყველაზე ხშირად მომსახურებას სსიპ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს“ (NCDC) უწევენ.



ა(ა)იპ “საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი” სახელმწიფო შესყიდვებში 2011 წლიდან მონაწილეობს. 2011 წლიდან დღემდე კომპანიის 2,468,364 ლარის ღირებულების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. კომპანიას ყველა ხელშეკრულება მხოლოდ NCDC-ის აქვს გაფორმებული.


აღნიშნული თანხიდან 1,441,800 ლარი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა FCTC-ის თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულებისა და განხორციელების ობსერვაციისთვის გადაუხადა. 2018 წლიდან დღემდე ამ კონკრეტული მომსახურებისთვის NCDC ექსკლუზიურად მხოლოდ FCTC-ს უფორმებს ხელშეკრულებას და ასიათასობით ლარს უხდის იმისათვის, რომ დაადგინოს რამდენად ჯეროვნად ხდება თამბაქოს კანონმდებლობის პრაქტიკული აღსრულება. 


საინტერესოა, რომ 2020-2021 წლებში ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებშიც NCDC-ი აგრძელებდა ბაზრის კვლევისთვის FCTC-თვის ხელშეკრულების გაფორმებას. 


მაგალითად, 2020 წელს 300,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და FCTC-სთან.


როგორც ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, FCTC-ის უნდა მოეხდინა თამბაქოს კონტროლის მონიტორინგი შემდეგ დაწესებულებებში: კაფე-ბარები, რესტორნები, ჩილიმ-ბარები, ტოტალიზატორები, სავაჭრო ობიექტები, ასევე საზოგადოების თავშეყრის ადგილები, მედია ორგანიზაციები, საჯარო დაწესებულებები, საზ. ტრანსპორტსა და ქუჩის ლოკაციებზე,  ასევე მედია ორგანიზაციებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. აღსანიშნავია, რომ  რამდენიმე ობიექტის გარდა (მაგ: სამედიცინო დაწესებულებები ), კოვიდ რეგულაციების გამო 2020 წელს რამდენჯერმე მოხდა თვეობით მათი დახურვა, მაგალითად  პირველი “ლოქდაუნი” 30 მარტს გამოცხადდა და ზაფხულის დასაწყისამდე გაგრძელდა. აღნიშნული შეზღუდვით ეკონომიკური საქმიანობის დიდი ნაწილი შეიზღუდა, ამიტომ FCTC-ი  ვერ განახორციელებდა  ბოლომდე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.


ირკვევა, რომ ხელშეკრულებაში წარმოდგენილი ფასების ცხრილის მიხედვით კომპანია 30,000 ლარს დახარჯავდა დეკემბრის თვეში ხელშეკრულებით. გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად.


გამომდინარე იქიდან, რომ სამუშაოს შესრულების ვადა არის 10 თვე, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დანარჩენს თვეებშიც 30,000 ლარს დაიხარჯებოდა მომსახურებაზე. ხოლო ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გამო კომპანია ვერ დახარჯავდა თვიურად გათვალისწინებული 30,000 ლარს, სრულად პირობების შესაბამისად. ასევე, ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას აღმასრულებელი სტრუქტურის წარმომადგენლებთან თბილისსა და რეგიონებში. 


აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ 2020-2021 წლებში მსგავსი შეზღუდვა 3-ჯერ განხორციელდა, რის გამოც კომპანია ვერ მოახდენდა აღნიშნულ ობიექტებში მონიტორინგს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდში ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა.


2022 წლის თებერვლით თარიღდება ბოლო ტენდერი, რომელიც FCTC-იმ უკონკურენტოდ მოიგო. შესყიდვის საგანი კვლავ თამბაქოს კონტროლის და მონიტორინგს გულისხმობს, სხვადასხვა დაწესებულებაში, ასევე კონტროლს საზოგადოებრივ დაწესებულებასა, მედია ორგანიზაციებსა და ქუჩის სარეკლამო ლოკაციებზე და სხვა. ხელშეკრულების ღირებულება 387,500 ლარია“, - აღნიშნულია GMC-ის ინფორმაციაში.


„კომერსანტი“ კომენტარისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც დაუკავშირდა, პასუხი მიღებისთანავე გამოქვეყნდება.


თეგები:
NCDC FCTC



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up