რაში დახარჯეს მერიებმა სარეზერვო ფონდების 9 მილიონი?

რაში დახარჯეს მერიებმა სარეზერვო ფონდების 9 მილიონი?

access_time2019-10-30 16:30:24

2018 წელს საქართველოს 60-მა მუნიციპალიტეტმა სარეზერვო ფონდიდან 9 მილიონამდე (8 949 777) ლარი დახარჯა. მათგან ყველაზე მეტი ხარჯი - 2 747 100 ლარი თბილისის მერიას ჰქონდა.ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), რომელმაც ეს საკითხი გამოიკვლია, მესტიის, წალენჯიხის და თეთრიწყაროს რაიონებიდან პასუხი საერთოდ ვერ მიიღო. ჩოხატაურმა კი მხოლოდ იმ მიმართულებების ჩამონათვალი მოიწერა, რაზეც სარეზერვო ფონდის ფინანსები დაიხარჯა, თუმცა რამდენი - უცნობია.


მოწერილი პასუხებიდან ირკვევა, რომ 10-მა მუნიციპალიტეტმა დახარჯა ყველაზე მეტი თანხა - 60 მუნიციპალიტეტის მიერ დახარჯული საერთო თანხის 76%.



რისთვის რამდენი დაიხარჯა?


2018 წელს ფონდების ხარჯის 30%, 2 653 706 ლარი ფინანსურ დახმარებას მოხმარდა.

25% - 2 212 756 ლარი სტიქიასთან ან სხვა უბედური შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის დაიხარჯა.
17% წავიდა - სამედიცინო ხარჯებზე.
8% - კაპიტალურ სამუშოებზე.
3% - კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებზე.
1% - დაკრძალვის ხარჯებზე.
1% სხვა ხარჯებზე
საერთო ხარჯების 15%-ის მიზნობრიობა კი უცნობია


რა საჯარო ინფორმაციას არ იძლევიან მერიები?


უცნობია რაში დახარჯეს 1 367 811 ლარი შემდეგი ქალაქების მერიებმა:

ქუთაისის (554 038 ლარი);
ბორჯომის (477 910 ლარი);
ქობულეთის (105 385);
მარნეულის (99177 ლარი);
ლენტეხის (60 000 ლარი);
ცაგერის (41 700 ლარი)
ლანჩხუთის (29 600 ლარი).
მათ ეს ინფორმაცია არ გაასაჯაროვეს.


2018 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია ე.წ. კაპიტალური პროექტებიც. თუმცა როგორც რადიო თავისუფლებას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების თანამშრომელი, გოგა თუშურაშვილი ამბობს, გაუგებარია, რატომ არ შევიდა ეს ხარჯები ძირითად ბიუჯეტში და რამ გამოიწვია სარეზერვო ფონდიდან მისი დაფინანსების აუცილებლობა.


მაგალითად, თბილისის მერიამ ვარდების მოედანზე განთავსებული 300 წლის ზეთისხილის ხის ირგვლივ არსებული ზღუდის რელიეფური ქვის კვადრატებით მოპირკეთების ხარჯების ასანაზღაურებლად გამოყო 155 360 ლარი. 



დაუხარჯავი ფული


ზოგიერთმა მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდის ფული საერთოდ ვერ დახარჯა - მაგალითად, გორის, კასპის, ყაზბეგის, წალკის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიებმა ვერ გადაწყვიტეს რაში დაეხარჯათ 280 ათას ლარი.


კითხვები IDFI-ს მკვლევრებს განსაკუთრებით გორის მერიის მისამართოთ გაუჩნდათ - რაიონში, სადაც ათასობით დევნილი ცხოვრობს, როგორ არ გაჩნდა საჭიროება, რომ მერია მათ თუნდაც ფინანსურად დახმარებოდა?


IDFI-ის თანამშრომელი, გოგა თუშურაშვილი შენიშნავს, რომ დაგეგმილი ბიუჯეტის ნულოვანი შესრულება ამ პრობლემის მეორე უკიდურესობაა.




მოპირკეთებული ზეთისხილის ხე, ბლექ სი არენას ბილეთები, დაკრძალვის ცერემონია და სხვა ხარჯები


ყველა მუნიციპალიტეტმა არ გასცა დეტალურად საჯარო ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რაში დახარჯეს ამა თუ იმ მიზნით გამოყოფილი თანხა. ქვემოთ მოყვანილი მაგალითები მხოლოდ წარმოდგენას გვიქმნის, თუ რა რაში იხარჯება სარეზერვო ფონდების ფული.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ღვაწლმოსილი ადამიანებისათვის 2,157 ლარად შეიძინა შეკვეთილში მდებარე ბლექსი არენა ჯორჯიას საკონცერტო დარბაზის ბილეთები.


თბილისის მერიამ ფინანსურ დახმარებებზე გამოყოფილი 885 ათასი ლარის უდიდესი ნაწილი, 798,900 ლარი, 2017 წლის 22 ნოემბერს ქალაქ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ განხორციელებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად დახარჯა.


ქალაქ ხობის მერიამ 12,500 ლარი დახარჯა ცენტრალური პარკისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის. ასევე საჰაერო გაზსადენის პარკის ტერიტორიიდან გადატანის სამუშაოებისათვის.
ქალაქ ზუგდიდის მერიის სარეზერვო ფონდიდან სოფელ ცაისში, მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის წყალმომარაგების მოწყობისთვის დაიხარჯა 5 125 4 ლარი.


ქალაქ დმანისის მერიამ დმანისში მდებარე საზოგადოებრივი ცენტრის ტერიტორიაზე ეზოს კეთილმოწყობისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყო 4 898 ლარი.ზუგდიდის მერიამ ააიპ „ინვალიდთა და ხელოვნების განვითარების ასოციაცია ჰანგისთვის“ შშმ პირ ფეხბურთელთა გუნდის ფინანსური მხარდაჭერისთვის გამოყო 21 000 ლარი.


ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით კულტურულ, რელიგიურ და სპორტულ ღონისძიებებში დაიხარჯა 28 569 ლარი, თუმცა კონკრეტულად რა ღონისძიებები დაფინანსდა მათ არ დააკონკრეტეს.


თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების, მათ შორის საზღვარგარეთ მკურნალობისათვის, ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხების მოცულობა არაერთგვაროვანია. მაგალითად, სხვადასხვა მოქალაქისათვის სამედიცინო მკურნალობის მიზნით გამოყოფილი დაფინასება/თანადაფინანსება 30,000 ლარამდე მერყეობს.


10,000 ლარზე მეტით დაფინანსებულია 19 მოქალაქე, ხოლო 10,000 ლარამდე თანხით 81 მოქალაქე.თუმცა უცნობია - რა ნიშნით ხდება სარეზერვო ფონდის ბენეფიციარი პაციენტების შერჩევა და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრა.


დაკრძალვისა და სარიტუალო მომსახურებისათვის თანხა ჯამში 5-მა მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა - 135,160 ლარი. ამ მხრივ ყველაზე მეტი ხარჯი თბილისის მუნიციპალიტეტში იყო - 98,100 ლარი. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან მსგავსი ხარჯები გაწეულია საზოგადო მოღვაწეების და ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვენებული ნეშტების დაკრძალვასთან დაკავშირებით.


ხარჯები ცალკეული გამოჩენილი პირების დაკრძალვასთან დაკავშირებით განსხვავებულია. მაგალითად საფლავის მოპირკეთების ხარჯი სხვადასხვა პირზე 2,500 ლარიდან 8,000 ლარამდე მერყეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან 27,200 ლარი დახარჯა მაწანწალა და უპატრონო ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებაში, სამტრედიის მერიამ ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებისათვის 13,800 ლარი და სხვა.


გოგა თუშურაშვილი გვეუბნება, რომ სარეზერვო ფონდების ხარჯვისას შესყიდვები ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით ხორციელდება, კანონმდებლობა არ აწესებს ისეთ შეზღუდვებს, რაც არსებობს სხვა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის თვალსაზრისით, ამიტომ მეტი საფრთხე არსებობს თანხმების არამიზნობრივად ხარჯვისა.


სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყველა დანახარჯი იყოს გამჭვირვალე და საჯარო.


რადიო თავისუფლება






Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...


მსგავსი სიახლეები

up