რაში დახარჯეს 2019 წელს საქართველოში ჩამოსულმა ვიზიტორებმა 8.5 მილიარდი ლარი

რაში დახარჯეს 2019 წელს საქართველოში ჩამოსულმა ვიზიტორებმა 8.5 მილიარდი ლარი

access_time2020-02-24 19:00:48

წლებია ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან მიმართულებად ჩამოყალიბდა. ქვეყანას ნამდვილად გააჩნია იმის პოტენციალი, რომ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე თავისი ნიშა დაიმკვიდროს. ამის თქმის საფუძველს იძლევა ისიც, რომ საერთაშორისო ვიზიტებისა და ტურისტული ვიზიტების რაოდენობის ზრდამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.2019 წელი სექტორისათვის რეკორდული გამოდგა და ქვეყანაში 9 357 964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა 2018 წელთან შედარებით 7.8 პროცენტია.


გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობაც და მან 7 725 774 შეადგინა, წინა წელთან შედარებით, 7.3% პროცენტიანი ზრდაა.


რაც შეეხება ტურისტული ვიზიტების რაოდენობას, იგი 5 080 478 შეადგენს, რაც 323 658-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ზრდა 6.8%.ზრდის მსგავს ტენდენციას არ ჩამორჩა ის პარამეტრი, რომელსაც ტურიზმიდან შემოსავალი ჰქვია. მართალია მცირედით, მაგრამ ტურიზმიდან შემოსავალი 2019 წელსაც გაიზარდა.


საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ტურიზმიდან შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 1.4 პროცენტით გაიზარდა და 3 მილიარდ 268 მილიონ დოლარს მიაღწია. 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 3 მილიარდ 222 მილიონ დოლარს შეადგენდა.


ქვეყნის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისში ტურიზმიდან შემოსავლები იზრდებოდა, თუმცა მოსკოვის ავიასანქციების ამოქმედების შემდეგ, ივლის-სექტემბერში მაჩვენებლის კლება დაფიქსირდა. ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა ოქტომბრიდან განახლდა.ტურიზმიდან შემოსავლების თვალსაზრისით, პოზიტიურად დაიწყო მიმდინარე, 2020 წლის იანვრის თვეც.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 2020 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან 193 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემს, 17.6 პროცენტით, ანუ 29 მილიონი დოლარით აღემატება.


უწყების ცნობით, გასული წლის იანვარში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 164 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.საინტერესოა თუ სად ხარჯავენ ყველაზე მეტად ფულს საქართველოში შემოსული ვიზიტორები.



საქსტატის ცნობით, 2019 წელს უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში 8.5 მილიარდი ლარი დახარჯეს. ყველაზე მეტ თანხას უცხოელი ვიზიტორები საკვებსა და განთავსების ობიექტებში ხარჯავენ. ჯამში, 2019 წელს საკვებსა და სასმელში, საქართველოში შემოსულმა ვიზიტორებმა 2 მილიარდ 3434 მილიონი ლარი დახარჯეს. საშუალო ხარჯი 289 ლარს შეადგენს.


მეორე ადგილზე ხარჯვის კომპონენტის მიხედვით, განთავსებაზე გათვალისწინებული ხარჯია. ჯამში ამ მიმართულებით, ვიზიტორებმა 2019 წელს 2 მილიარდ 21 მილიონი ლარი დახარჯეს, საშუალო ხარჯი განთავსებაზე 254 ლარს შეადგენს.


მესამე პოზიციაზეა საყიდლები, რაზეც საქართველოში შემოსულმა ვიზიტორებმა 2019 წლის განმავლობაში მილიარდ 800 მილიონი ლარი დახარჯეს. საშუალო ხარჯმა 228 ლარი შეადგინა.


მეოთხე პოზიციას ხარჯვით კომპონენტში გართობა იკავებს. 2019 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსულმა ვიზიტორებმა გართობაში მილიარდ 528 მილიონი ლარი დახარჯეს. საშუალო ხარჯმა 198 ლარი შეადგინა.


ვიზიტორების მიერ ადგილობრივ ტრანსპორტზე დახარჯულმა თანხამ 2019 წლის განმავლობაში 644 მილიონი ლარი შეადგინა, საშუალო ხარჯი 81 ლარს შეადგენდა.


დანარჩენი, 173 მილიონი ლარი, რომელიც 2019 წელს ვიზიტორებმა დახარჯეს ქვეყანაში, სხვა ხარჯებზე მოდის.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ტურიზმის ზრდის მსგავსი ტენდენცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.


მისი თქმით, საქართველო უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა თემატურ ჰოლში, როგორიც არის სათავგადასავლო ტურიზმი და სამედიცინო ტურიზმი, 2021 წელს კი ქვეყანა იქნება კულტურის პარტნიორი საკონვენციო მიმართულებით.


“ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი მზარდია და ეს ასე გაგრძელდება. 2022 წელი არის ის წელი, როცა საქართველო არის ყველგან, არის გერმანიაში, საერთაშორისო არეალზე, ბილბორდებზე, ელექტრონულ პლატფორმებზე, ტელევიზიაში, რადიოში და მაშინ, როცა ნებისმიერი ვიზიტორი, რომელიც მაგალითად ჩავა გერმანიაში, ყველგან ნახავს საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.


მისი თქმით, მთავარი მისია არის ის, რომ გაიზარდოს საშუალო ღამისთევის რაოდენობა 6-7 ღამემდე, გაიზარდოს საშუალო დანახარჯი 1 მოგზაურზე, დაბალანსდეს სამიზნე ბაზრები ისე, რომ მინიმუმ 30 პროცენტი იყოს ისეთი ბაზრები, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, კორეა, იაპონია და სხვ.


მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2025 წელს ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიიდან 6,6 მილიარდი აშშ დოლარი უნდა შემოვიდეს.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“


თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up