რაში დაიხარჯა კოვიდთან და ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლისთვის გამოყოფილი თანხები

რაში დაიხარჯა კოვიდთან და ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლისთვის გამოყოფილი თანხები

access_time2020-11-17 12:00:20

კორონა-კრიზისის დაწყებიდან მალევე მთავრობამ ბიზნესის მხარდაჭერისა და სოციალური დახმარების რამდენიმე პაკეტი დააანონსა. პირველი ნაბიჯი მარტში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სუბსიდირების მიმართულებით გადაიდგა, რასაც უმუშევრად დარჩენილი პირების კომპენსაცია და დაბალხელფასიანი თანამშრომელბის შესანარჩუნებლად კომპანიებისთვის 6 თვით საშემოსავლო გადასახადის გაუქმება მოჰყვა. სამთავრობო პროგრამების უმეტესი ნაწილი საგარეო ვალით მოხერხდა.



1.2 მლნ აბონენტს რომლებიც თვეში 200 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 671 ათას აბონენტს, რომელბიც 200 მ3 ბუნებრივ გაზს მოიხმარდნენ 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები ბიუჯეტიდან დაუფინანსდათ. იგივე პირები დამატებით წყლისა და დასუფთავების გადასახადებისგანაც გათავისუფლდნენ. ჯამში 150 მლნ ლარი გამოიყო. პროგრამა ნოემბერიდან იმავე პირობებით განახლდა თუმცა ვადა 4 თვემდე გაგრძელდა. 50 მლნ-ით გაიზარდა დაფინანსებაც. ჯამში კომუნალურების დასაფარად სულ ₾350 მლნ ლარის მობილიზება გახდა საჭირო.



აპრილში ცნობილი გახდა, რომ ყველა ის დაქირავებული პირი, რომელმაც პანდემიის დროს სამსახური დაკარგა 6 თვის მანძილე თვეში 200 ლარს, ჯამურად მაქსიმუმ 1200 ლარს მიიღებდა, ხოლო უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულები ერთჯერადად 300 ლარს. 200 ლარიანი დახმარების პროგრამისთვის ₾450 მლნ იყო განსაზღვრული, თუმცა 5 თვის მდგომარეობით 162 ათას ბენეფიციარზე გაცემულია მხოლოდ ₾106 მლნ და არა 450 მლნ იმიტომ, რომ ადამიანთა ნაწილი სამუშაოს დაუბრუნდა და მათთვის კომპენსაციის ჩარიცხვა შეწყდა, თუმცა მომსახურების სფეროში დასაქმებულების ხელფასი სამსახურში აღდგენის შემდეგ შემცირდა.



რაც შეეხება 300 ლარიან კომპენსაციას მასზე სულ ₾75 მლნ იყო გათვალისწინებული და 249 ათას პირზე თანხა თითქმის სრულად გაიცა.



მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივა საშემოსავლო გადასახადის ნაწილის 6 თვით გაუქმებას ითვალისინებდა. იმისათვის, რათა კომპანიებს დაბალშემოსავლიანი კადრები მაქსიმალურად შეენარჩუნებინა ნახევარი წლის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასი აღარ იბეგრებოდა, 1500 ლარამდე კი იბეგრებოდა მხოლოდ 750 ლარს ზემოთ. 900 ლარიანისთვის 150 ლარი, 1200-იანისთვის 450 და ა.შ. გადაწყვეტილებამ მოსახლეობაში იმის ცრუ მოლოდინი შექმნა, რომ საშემოსავლო მათ დარჩებოდათ და ხელზე ასაღები ხელფასი გაეზრდებოდათ, რაც უმეტეს შემთხვევაში არ მომხდარა. პროგრამაზე 250 მლნ გამოიყო.




სექტემბრიდან დახმარების პროგრამა არასრულწლოვნებზეც გავრცელდა და თითოეულ მათგანზე, სულ 880 ათას 18 წლამდე პირზე, ჯამში ₾176 მლნ ლარი გაიცა.



ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შეღავათები აგროსექტორზეც გავრცელდა. კერძოდ ფერმერები საირიგაციო გადასახადისგან გათავისუფლდნენ, რომელიც 1 ჰა-ზე 70 ლარს შეადგენდა. 5-დან 100 ათას ლარამდე აგროკრედიტის საპროცენტო ხარჯოს დაფარვაც სახელმწიფომ ბიუჯეტს დააკისრა, აგროგრანტის მოცულობა 30 000 ლარამდე გაიზარდა და მას ახალი მიმართულებებიც დაემატა.



უკვე ნოემბერში სავალუტო ფონდის ანგარიში მიმოხილვისას ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განმარტება გააკეთა იმის შესახებ თუ რაში დაიხარჯა კოვიდთან საბრძოლველი და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი თანხები. მისი თქმით ₾1.15 მლრდ სოციალურ დახმარებებზე გადამისამართდა, ₾1.5 მლრდ ბიზნესის მხარდაჭერას მოხმარდა, ჯანდაცვის სისტემისთვის კი დამატებით ₾375 მლნ გამოიყო.


2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იყო დაგეგმილი. პანდემიამ და რეგულაციებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. იანვარ-სექტემბერში ზრდის ნაცვლად ეკონომიკა 5%-ით შემცირდა. ყველაზე დიდი 16.6%-იანი ვარდნა აპრილში დაფიქსირდა, როდესაც კომენდანტის საათი მოქმედებდა, საზოგადოებრივი ტრანპორტი გაჩერებული იყო, აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაკეტილი იყო და 10 დღით ავტომობილით გადაადგილებაც აკრძალული იყო. სექტემბერში ვარდნამ 0.7% შეადგინა, რითაც მთავრობის წევრებმა თავიც კი მოიწონეს. ახალი შეზღუდვები უკვე ოქტომბერში ამოქმედდა, რომელიც 9 ნოემბრიდან გამკაცრდა. მართალია კომენდანტის საათი 22:00-დან იწყება, მაგრამ მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების უმრავლესობა 20:00; 20:30 ან მაქსიმუმ 21:00-ზე იკეტება, რაც უაყოფით გავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდაზე.


ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორმა მიიღო. 10 თვეში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 79.4%-ით 8.02 მლნ-დან 1.65 მლნ-მდე, მათ შორის ტურისტების რაოდენობა 77.3%-ით 4.43 მლნ-დან 1 მლნ-მდე შემცირდა. მთლიანობაში სექტორში შემოსავლების 80%-იანი ვარდნაა ნავარაუდევი რაც $2.65 მლრ-იან დანაკარგს ნიშნავს. სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად ტურიზმი 2019 წლის ნიშნულს 2024 წლამდე ვერ დაუბრუნდება.


კრიზისმა უარყოფითი გავლენა იქონია ლარის კურსზეც, მიუხედვად ეროვნული ბანკის 22-ჯერადი ინტერვენციის შედეგად $750 მლნ-ს გაყიდვისა, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მაინც 43 თეთრი, 3.30-მდე გაუფასურდა.


2020 წელს საქართველოში 5%-იანი ეკონომიკური კლებაა მოსალოდნელი, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა 1994 წლის შემდეგ.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
კორონა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up