რასაც ხელისუფლება აკეთებს, ,,მელკი“  სადიზმია - უგულავა

რასაც ხელისუფლება აკეთებს, ,,მელკი“ სადიზმია - უგულავა

access_time2021-10-24 18:53:13

"რასაც ხელისუფლება აკეთებს, ჩვეულებრივი ,,მელკი სადიზმია“, - ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა განაცხადა, რითაც უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით კითხვას. უგლავას შეფასებით, ეს ხელისუფლების სადისტური აკვიატებაა, რაც ძალიან სახიფათოა.

,,რასაც ხელისუფლება აკეთებს ეს არის ჩვეულებრივი, ,,მელკი სადიზმი“ , იმას რასაც ესენი ჩადიან. ყველამ კარგად იცის, რომ პენიტენციურ დაწესებულებას აქვს ხელშეკრულება მათ შორის ,,ვივა მედდთან“ . ძალიან ხშირად ყოფილა, რომ პატიმარი გადაუყვანიათ საჭიროების შემთხვევაში ასეთ კლინიკაში. მაგალითად, გვახსოვს ვანო მერაბიშვილი ჰყავდათ გადაყვანილი. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი, პრაქტიკული. მეორეს მხრივ ეს აკვიატება, რომ გლდანის ციხეში მიიყვანონ ეს არის სადისტური აკვიატება, სახიფათო აკვიატება. მე ვიცი, რა გეგმა აქვთ თავში, იმიტომ რომ, როცა მე დამიჭირეს 2014 წელს, სპეციალურად მიმიყვანეს გლდანის ციხეში, მაშინ როდესაც ყველამ იცოდა, რომ „მატროსოვზე“ გადამიყვანდნენ. სპეციალურად იქ კორპუსები დგას, ამ კორპუსებში გატარებენ იქ და სპეციალურად ადმინისტრაცია აფრთხილებს კრიმინალებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორი მოაწყონ. ივანიშვილი არის სადისტი, გამოზარდა სადისტების ჯგრო, ოღონდ, ამასთანავე ეს მეწვრილმანე ,,მელკი“ სადიზმია, რასაც ესენი აკეთებენ. ადამიანის ჯანმრთელობაზე ასეთი სახიფათო თამაში არის უბრალოდ არაადამიანური და ამას არანაირი გამართლება არა აქვს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

წყარო: მთავარი Tv





ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა
access_time2021-12-03 18:00:48
3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.73 თეთრით 3.1210-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1093 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.39 თეთრით 3.5302-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.16 თეთრით 4.1447-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.46 თეთრით 1.8375-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.40 თეთრით 0.2291-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.39 თეთრით 6.3327-მდე გამყარდა. 100 რუსულ...

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება
access_time2021-12-03 15:32:51
სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინიციატივით გამოდიან. ისინი მთავრობას სთავაზობენ, მედიკამენტების ფასების რეგულირების ნაცვლად, სხვა სახის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. მათი ნაწილის ინიციატივა შემდეგია: როგორც ცნობილია, 2017 წლიდან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. კერძოდ, ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები,...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-03 21:00:10
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თემურ ჭიჭინაძე ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს ენერგომომარაგების ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალობის გამო უამრავ კითხვას აჩენს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება,  ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავიდან ბოლომდე  ეჭვს იწვევს როგორც ჰესების...

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი
access_time2021-12-03 14:55:22
გრატო, ერთადერთი სათბურია საქართველოში, რომელსაც 10 წელია შობის ვარსკვლავი ადგილზე მოჰყავს. პოინსეტია ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას ესაჭიროება კონკრეტული პირობების შექმნა, რაც გრატოს სათბურებში მაქსიმალურად არის მიღწეული. გრატოს სათბურებში, მცენარეებს, ჩითილის ფაზიდანვე უტარდება მუდმივი, ყოველკვირეული კონტროლი მავნებელ-დაავადებებზე. ვინაიდან, მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მომხმარებელს მიაწოდონ ჯანმრთელი და ხარისხიანი მცენარე. ასევე, პოინსეტიას...

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა
access_time2021-12-03 14:30:17
ნოემბერში საქართველოში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა 12.5% შეადგინა, თუმცა ცალკეულ პროდუქციაზე ფასები ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდან და მომსახურებიდან 270 შემთხვევაში ფასები გაიზარდა, 10 დასახელების პროდუქტზე უცვლელად შენარჩუნდა 25 შემთხვევაში კი შემცირდა.   ბოლო ერთ წელიწადში თევზის კონსერვი და მოხარშული ძეხვი 13-13 პროცენტით გაძვირდა, შოკოლადი, ნიგოზი, ბანანი და კარაქი 14-14 პროცენტით, შებოლილი ხორცი 16%-ით, სულგუნი...


მსგავსი სიახლეები

up