რასაც გვთავაზობენ არ მიესადაგება ჩვენს საქმიანობას - ჟოლოს მწარმოებელი ფერმერები აგროდაზღვევის პირობებს აკრიტიკებენ

რასაც გვთავაზობენ არ მიესადაგება ჩვენს საქმიანობას - ჟოლოს მწარმოებელი ფერმერები აგროდაზღვევის პირობებს აკრიტიკებენ

access_time2020-05-06 14:00:04

სახელმწიფო აგროდაზღვევა სამ წლამდე გახანგრძლივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოსგან 70 პროცენტიანი თანამონაწილეობით ფერმერები სამი წლის განმავლობაში ყინვით, სეტყვით, წყალდიდობითა და ქარიშხლით მოსავლის დაზიანების შემთხვევაში  მხარდაჭრას მიიღებენ.


როგორ მუშაობს აგროდაზღვევის სისტემა, რამდენმა იცის მის შესახებ, ვის უნაზღაურდება ზარალი და რამდენად მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა აგროდაზღვევის გახანგრძლივება ფერმერისთვის - „კომერსანტი“ საქართველოში რეგისტრირებული კოოპერატივებიდან რამდენიმეს დაუკავშირდა.


აღსანიშნავია, რომ კოოპერატივების უმრავლესობა აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაზე თვითმმართველობისგან სრულ ინფორმაციას არ ფლობს , ნაწილს დაზღვევის პაკეტში შემავალი პირობები არ აკმაყოფილებს. არიან კოოპერატივებიც, რომლებიც პროგრამით კმაყოფილები არიან და საქმიანობის გამრავალფეროვნებასაც გეგმავენ.


კოოპერატივი „გეა“ , გორის მიმდებარედ ჟოლოს წარმოებაზე მუშაობს. როგორც გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ ხოპშონოსოვი აცხადებს,  დაზღვევა ჟოლოს კულტურისთვის არახელსაყრელ პირობებს სთავაზობს. კერძოდ, პაკეტში გათვალისწინებულია საშემოდგომო მოყინვა, თუმცა, ნაადრევი მოყინვის ანაზღაურება არ ხდება.


„რა პირობებსაც გვთავაზობენ  აბსოლუტურად არ მიესადაგება ჩვენს საქმიანობას.  ისინი ნაადრევ მოყინვებს არ აზღვევენ, მხოლოდ გვიან მოყინვებს ანაზღაურებენ. დაზღვევა ისევ სადაზღვევო კომპანიის პირობებზეა მორგებული. ჩვენ როცა რამის დაზღვევას ვცდილობთ, მათ თავიანთი პირობები აქვთ. სახელმწიფო პროგრამა კარგია, შესანიშნავია, რომ სამწლიანი გახდა, მაგრამ საჩვენო არ არის, მორგებული უნდა იყოს ჩვენს კულტურაზეც. მითუმეტეს, რომ ჩვენი საქმიანობა ძალიან კარგად მიდის და ჟოლოზე  მოთხოვნა საქართველოში დიდია“ - ამბობს ნიკოლოზ ხოპშონოსოვი.


ბორჯომის „მზეთამზე“ კენკროვან და მარცვლოვან კულტურებს აღარ აწარმოებს, მაგრამ მომავალი წლისთვის საქმიანობის განახლებას გეგმავს. შესაბამისად, აგროდაზღვევის პროგრამის გამოყენებაც კოოპერატივის თავმჯდომარის თქმით მისასალმებელია.



„წელს არ გაგვიკეთებია საბუთები, ყველაფერი  გვქონდა, მაგრამ აგროდაზღვევა არ გვქონია.  არ გვქონდა ისეთი რამე, რომ დაგვეზღვია, არც სავარგულები და ბუნებაც არ გვემუქრებოდა. თუმცა, სამომავლოდ გავაქტიურდებით, ამ პროგრამის პირობები ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი იყო, მომავლი წლიდან ჩავერთვებით“ - ამბობს მამუკა თედიაშვილი, „მზეთამზეს“ თავმჯდომარე.


პროგრამაში ხარვეზებს ვერ ხედავს კოოპერატივი „მემხუტი“ ბოლნისიდან. „თავიდან ინფორმაცია ბოლნისის თვითმმართველობიდან შეგვატყობინეს. მოგვყავს ხორბალი და ამ აგროდაზღვევასაც ვფიქრობ კარგი შედეგები აქვს, კარგია რომ 3 წლიანი გახდა, ეს ფერმერებს ძალიან დაგვეხმარება, მითუმეტეს, რომ ამდენი რისკი არსებობს მოსავლის განადგურების“-ამბობს კოოპერატივის თავმჯდომარე.


ძირქვენების კულტურა მაღალმთიან რეგიონებში როგორც შრომატევადი, ასევე სარისკოცაა „თუშეთის ნობათის“ საქმიანობისთვის. კარტოფილის პლანტაციების დაზღვევას კოოპერატივი რამდენჯერმე შეეცადა, თუმცა, უშედეგოდ.


„არ გამოგვიყენებია აგროდაზღვევა, სადაზღვევო კომპანიებიც არ იყვნენ დაინტერესებული. რთულია ამ პირობებში აგენტის მიყვანა და პლანტაციების ჩვენებაც, გზებიც არ არის. ახლა უბრალოდ არ გვაქვს დაზღვეული.  მიწაზე მუშაობას ვაგრძელებთ, თუმცა, არ ვიცით როგორი წელი იქნება.“  აღნიშნავს გაერთიანების თავმჯდომარე შორენა ნინიძე.


 დაზღვევის პროგრამაზე ინფორმაცია არ აქვს კოოპერატივ „თაია 2014“-ის თავმჯდომარეს. მიუხედავად იმისა, რომ მოსავლით უკმაყოფილოა თხილის შეწამვლის პროცედურებს ფერმერი კვლავ აგრძელებს და იმედი აქვს, რომ არავითარი სტიქიური უბედურება პლანტაციას ზიანს არ მიაყენებს.


„გასულ წელს თხილის მოსავალმა არ გაამართლა, წელს არ ვიცი რა იქნება, ახლა შეწამვლებს ვაკეთებთ და იმედია ახლა მაინც ხარისხიან თხილს მივიღებთ. დაზღვევა არ მიცდია, არც ვიცი ვის უნდა მივმართო, თუმცა, სურვილი რა თქმა უნდა, მაქვს.“ - აღნიშნავს ფერმერი.

 

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ 70%, ხოლო ვაზზე 50% განისაზღვრა.ბენეფიციარი რომელსაც სურს რომ მიიღოს პროექტში მონაწილეობა ასევე ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში.


აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.


აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეუძლება საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას.


2014 წლიდან დღემდე, 6 წლის განმავლობაში, ფერმერებისთვის ანაზღაურებულმა ზარალმა 38,252,017 ლარი შეადგინა.

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up