რას წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულება და რატომ არის მნიშვნელოვანი პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა?

რას წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულება და რატომ არის მნიშვნელოვანი პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა?

access_time2019-04-06 12:00:06

რას წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულება,რატომ არის მნიშვნელოვანი პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა ? - ამ თემებზე ისაუბრეს გადაცემაში ბიზნესი და სამართალი, გადაცემის წამყვანმა ნინო ლიპარტიამ და სამართლის დოქტორმა, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნატალია მოწონელიძემ.

„დაზღვევა სამომავლო რისკებისგან იცავს ადამიანს, რისკი შეუძლია განსაზღვროს ადამიანმა იმის მიხედვით, თუ რა აინტერესებს მას.  რა განაპირობებს ზოგადად იმას,რომ ადამიანები სადაზღვევო ურთიერთობაში შედიან ?  იხდიან თანხას  ისეთ რამეში, რაც არ არის მატერიალური, ხელშესახები და ზოგჯერ, ესეც არის იმის საფუძველი,რომ ისინი თავს იკავებენ და სადაზღვევო ხელშეკრულებების დადებისგან უკან იხევენ. ეს ხელშეკრულება განსხვავდება ნებისმიერი ტიპის ნასყიდობის ხელშეკრულებისგან, როცა მაგალითად, ავტომობილი შევიძინე და უკვე სახლში მომყავს, ვიცი ეს თანხა რაშიც გადავიხადე. დაზღვევის შემთხვევაში ცოტა რთულად აღქმადია,რა პროდუქტის შეძენა ხდება და რაში გადაუხადე მზღვეველს ეს თანხა.

დაზღვევა, პირველ რიგში, ეს არის ჩემი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეს არის მშვიდი მომავალი. ხელშეკრულების დადება არ არის ურთიერთობის წარმოშობის ერთადერთი საფუძველი. ამას წინ უძღვის სწავლების პერიოდი (გერმანელებმა ასე დაარქვეს),  სწავლება -  როცა პოტენციულ დამზღვევს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი, აგენტის სახით, აცნობს უფლება-მოვალეობებს.  ასევე დაზღვეულს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ვალდებულება აქვს,რომ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს სადაზღვევო კომპანიას იმ კონკრეტულ ინტერესებთან დაკავშირებით,რომლებიც იზღვევა, რადგან მზღვეველმა უნდა შეაფასოს ის რისკები, რასაც იღებს თავის თავზე.

აგენტმა კარგად უნდა აუხსნას დაზღვეულს გამონაკლისი პირობები, რა არ ანაზღაურდება კონკრეტულად, ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვთ დაზღვეულებს ხელშეკრულების შესახებ. უმჯობესია დეტალურად იქნას განვლილი და შეთანხმებული ხელშეკრულება მხარეთა მიერ. ხშირად, საუბრობენ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების ფარგლებში განსხვავებებზე ფიზიკურსა და იურიდიულ პირებს შორის. იგულისხმება,რომ ფიზიკური პირი უფრო სუსტი მხარეა, თუმცა დასაზღვევო ურთიერთობების სპეციფიკიდან გამომდინარე ერთნაირ ძალისხმევას საჭიროებს ეს პროცესი,როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან. სასამართლო გადაწყვეტილებები მსგავსი დავების წარმოშობის პროცესში უფრო მეტად ფიზიკური პირის სასარგებლოდ იხრება, ვიდრე სადაზღვევო კომპანიის მხარეს. ეს ბუნებრივია, ყველა ქვეყანაში ასე იყო, სანამ საკანონმდებლო დონეზე არ დარეგულირდება და მეტი რეგულაციები არ შემუშავდება მომხმარებლების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მანამდე ეს პრობლემები იქნება. სასამართლო ერთგვარ ვალდებულებას გრძნობს და იღებს გადაწყვეტილებებს ფიზიკური პირის სასარგებლოდ.

მზღვეველს შეუძლია გამონაკლისი პირობები ჩაწეროს, პირობები სადაც გაწერილია, თუ რას არ აუნაზღაურებს დამზღვევს ამ ხელშეკრულებით. პრობლემა არის ის,რომ ხელშეკრულებას თავიდან ბოლომდე იშვიათად კითხულობენ. არ იციან დაზღვეულებმა,რისი უფლების მოთხოვნა აქვთ, როცა უარს იღებენ მზღვეველის მხრიდან, ეს უარი აღიქმება,როგორც ვალდებულების არშესრულების ჯეროვანი და იწყება დავა. ამდენად მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელშეკრულებას დადებდეთ, კარგად გაეცნოთ მის პირობებს.

მინდა ვისაუბრო,ასევე სუბროგაციის შესახებ, იგი თავისი არსით მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და ხშირ შემთხვევაში,  აბნევს,როგორც დამზღვევს, ისე მესამე პირს,რომელმაც ზიანი მიაყენა დაზღვეულს. მესამე პირს ჰგონია,რომ ზიანის მიყენების შემდეგ დაზღვეულს ზარალს სადაზღვევო აუნაზღაურებს, თუმცა ზოგ შემთხვევებში ასე არ ხდება და მესამე პირსაც მოეთხოვება ზარალის ანაზღაურება.  ასეთი შემთხვევების დროს, მესამე პირს შეუძლია გაეცნოს იმ ხელშეკრულებას,რომელიც დადებულია მზღვეველსა და დაზღვეულს შორის. არის გადაწყვეტილებები,როდესაც ზიანს დანაბრად ანაზღაურებენ მესამე პირი და მზღვეველი.

უშეცდომო არავინ არის, პროფესიონალებიც უშვებენ შეცდომას, ამიტომ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ქონა არ ნიშნავს იმას,რომ მე არ ვარ ჩემი საქმის პროფესიონალი ან ეჭვი მეპარება,რომ ვინმეს ზიანი შეიძლება მივაყენო. სწორედ იმიტომ,რომ პროფესიონალი ვარ, ვაზღვევ ჩემს პასუხისმგებლობას მესამე პირების წინაშე. სადაზღვევო კომპანიები დიდი სიხარულით არ სთავაზობენ ამ პროდუქტს, ბაზარზე მოთხოვნა ძალიან მცირეა. თუ შევეხებით ევროპა-ამერიკას, იგივე გერმანიის შემთხვევაში ვნახავთ,რომ სავალდებულო ექიმებისთვის მაგალითად, არ არის ეს დაზღვევა,თუმცა ძალიან გაგიჭირდებათ გერმანიაში მოიძიოთ ექიმი ან სამედიცინო დაწესებულება,რომელსაც დაზღვეული ექიმები არ ჰყავს,“ - ამბობს ნატალია მოწონელიძე.

 





გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს
access_time2020-02-23 18:00:01
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ...

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...


მსგავსი სიახლეები

up