„კომერსანტი“ 30 ივნისს შემდეგ თემებს გამოაქვეყნებს:
- რა პრობლემებია საქართველოს IT ბაზარზე, რამდენად მაღალია სექტორის ძირითად მოთამაშეებს შორის კვალიფიციური კადრების მოძიებაში კონკურენცია, რატომ არჩევენ IT სპეციალისტები უცხოურ კომპანიებზე მუშაობას, რამდენად ადეკვატური კვალიფიკაციის კადრებს აწვდიან უნივერსიტეტები ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორს. ამ თემაზე კომერსანტის ჟურნალისტი კომპანია UniPAY-ს დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს კობა ქურდაძეს ესაუბრა.
- მთავრობამ ბუნებრივ გაზზე მომუშავე მოწყობილობებზე 1–ელ ივლისს შემოსაღები რეგულაციები გადაავადა და თავად დოკუმენტის შინაარსში მნშვნელოვანი ცვლილებების შეტანას გეგმავს. გადარჩება თუ არა ამ გადაწყვეტილების წყალობით გათბობის ქვაბების, წყლის გამაცხელებლებისა და გაზზე მომუშავე სხვა აგრეგატებისა და მოწყობილობების იმპორტიორი სექტორი? „კომერსანტის“ კითხვებს კომპანია „ქებული კლიმატის“ სადილერო გაყიდვების ხელმძღვანელი თენგიზ გოგოლაშვილი პასუხობს.
- XXI საუკუნის სენი – კიბერთაღლითობა. როგორ დავიცვათ საკუთარი საბანკო ანგარიშები ე.წ. ფიშერებისგან? როგორ გამოიყურება თაღლითური სქემები? ამ თემაზე „კომერსანტი“ საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი იაშვილს ესაუბრა.