რას უწინასწარმეტყველებენ Tesla-ს ინვესტორები?

რას უწინასწარმეტყველებენ Tesla-ს ინვესტორები?

access_time2020-07-24 19:00:16

პანდემიის მიუხედავად, კომპანია Tesla-ს აქციები ძვირდება. კომპანია, რომელსაც ყოველი წლის დასაწყისში გაკოტრებას უწინასწარმეტყველებენ, ყოველწლიურად მოგებაზე გადის.

 

ინვესტორების სამყარო 2 ნაწილად გაიყო - ისინი, ვისაც Tesla-ს მომავლის სჯერათ და ვისაც ეჭვი ეპარება.

 

ბოლო თვეებში კომპანიის აქციები 500%-ით გაძვირდა, დღესდღეობით,  Tesla-ს აქტივბი ერთად აღებულ Bank of America და American Express-ზე​ მეტი ღირს.  ინვესტორები მთელს მსოფლიოში კომპანიის ფასიან ქაღალდებში არა მხოლოდ საკუთარ თავისუფალ თანხებს, არამედ მშობლების საპენსიო დანაზოგებს და შვილების განათლებისთვის გადადებულ ფულს დებენ, ზოგჯერ კრედიტებსაც კი იღებენ.

 

ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ მოასწრონ მოგებაზე გასვლა, სანამ კომპანია ამის  საშუალებას იძლევა.

 

ასეთ ზრდას ბევრი ანალიტიკოსი გაუმართლებლად და სპეკულაციურად მიიჩნევს. მათი აზრით, კომპანიის ფუნდამენტალური მაჩვენებლები ძალიან გადაფასებულია.

 

„Tesla  უფრო მეტი ღირს, ვიდრე   Fiat Chrysler, General Motors და Ford-ი  ერთად აღებული. ამას რეალობასთან საერთო  არაფერი აქვს - მიიჩნევს ბობ ლუტცი, რომელსაც მაღალი პოსტები Ford, Chrysler და General Motors- ში ეკავა.

 


Tesla-ს ფენომენი საინვესტიციო საზოგადოებაშიც აქტიურად განიხილება. ზოგიერთი ინვესტორი კომპანიას მორიგ საპნის ბუშტად მიიჩნევს  - ისინი ფსონებს მის წინაამღდეგ დებენ და მისი კრახის იმედი აქვთ. ყველა ინვესტორმა, ვინც  Tesla-ს წინაამღდეგ თამაშობდა, საბოლოოდ წაგებული დარჩა.

 

ინვესტორთა მეორე ნაწილი კი პირიქით, ოპტიმიზმითაა სავსე. ინვესტორები ფულს მომავალი სწრაფი ზრდის იმედით აბანდებენ. ამისთვის მიზეზებიც აქვთ - ბოლო 3 კვარტალი კომპანია მოგებას აჩვენებდა და იგივე ტენდენცია შემდეგ თვეებშიც მოსალოდნელი იყო.

 

თუმცა, პანდემის გავრცელების შემდეგ  Tesla-მ კალიფორნიაში ქარხნის მშენებლობა შეაჩერა.

ბევრი ანალიტიკოსი ამის შემდეგ,  კომპანიის მდგომარეობის გაუარესებას ელოდა, მაგრამ Tesla-ს - გაყიდვები 2020 წლის მე-2 კვარტალში 5%-ით შემცირდა, თუმცა პროგნოზი 24% იყო.

 

მე-2 კვარტალში კომპანიის შემოსავალმა 6 მლრდ. დოლარი შეადგინა, სუფთა მოგებამ კი 104 მლნ. დოლარი, რაც 550% მეტია ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

 

ამ ინფორმაციის გამოცხადების შემდეგ კომპანიის აქციები კიდევ 5%-ით გაძვირდა.

კერძო ინვესტორი სან-დიეგოდან ერიკ პერკინსი თვლის, რომ Tesla-ს აქციები გაუმართლებლად გაძვირდა და ფასი გადაჭარბებულად მაღალია - თუმცა, ამის მიუხედავად ის მათ გაყიდვას არ ჩქარობს.


ჰოლანდიელმა კერძო ინვესტორმა ორესტ პალამპუგიქსმა 50 000 დოლარის სესხი აიღო  Tesla-ს აქციების შესაძენად. მისი დაბანდება წარმატებული აღმოჩნდა   - აქციები 6-ჯერ გაძვირდა. 


საბოლოოდ შეიძლება იმის თქმა, რომ  Tesla- წინაამღდეგობრივი ინვესტიციაა. მისი მომავლის ერთ-ერთი ხეჯ-ფონდის ყოფილ მმართველს დევიდ როკერს არ სჯერა.

 

„აქციების ასეთი ზრდა ფინანსურ  სისტემაში ძალიან ექსტრემალურ პირობებს ქმნის. ყველაფერი ეს დიდი ზარალით და დიდი ცრემლებით დასრულდება“ - თვლის დევიდ როკერი.

 

RBC.RU

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
tesla



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up