რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი ძველი იპოდრომის ტერიტორიას

რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი ძველი იპოდრომის ტერიტორიას

access_time2019-11-13 15:30:37

ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში შექმნილ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და მთაწმინდის ფერდის გამწვანების უნიკალური პროექტზე გაამახვილა ყურადღება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პროექტზე მისი მეგობარი მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ტყემალაძე მუშაობს. თუმცა, სანამ „კომერსანტი“ მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტზე დამატებით დეტალებს გაგაცნობთ, მანამდე გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილებაში თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე - იპოდრომია. მედია ჰოლდინგი დაინტერესდა ხომ არ გეგმავს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მთაწმინდის ფერდის გამწვანების პარალელურად, მის საკუთრებაში არსებული მიტოვებული რეკრეაციული სივრცის მოწყობას?

 

 „იპოდრომთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანი ფიქრობს და მგონი რაღაცას ამზადებს. ვიცი, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული გამწვანება დარჩება, ხოლო განადგურებული ნაწილი აღდგება. წინა პერიოდში გასხვისებულმა ტერიტორიამ დაანგრია იპოდრომი, თორემ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში რა ტერიტორიაცაა, ის ამ დრომდე ხელუხლებელია. ამ ადგილზე ხელის ხლება როგორ შეიძლებოდა, ეს არის თბილისის გული. ქალაქის ფილტვები იყო და გულზე ვარ გახეთქილი დღეს არსებული სიტუაციით, ყველგან რაღაცას აშენებენ, ამას ბოლო უნდა მოვუღოთ ესე არ შეიძლება, რადგან თბილისი არის ხეობა და ამ ზოლის დაცვას ითხოვს . იქ აშენებული ესტაკადის გამო იპოდრომის ტერიტორია გახდა ყველაზე დაბინძურებული ადგილი. ამ ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ დააქუცმაცეს ეს ადგილები და ეს ფრაგმენტაცია არის დამღუპველი ყველასთვის“, - განმარტავს თემურ ტყემალაძე.

 

 

„კომერსანტის“ კითხვაზე გეგმავს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ძველი იპოდრომი თბილისის ცენტრალური პარკად გარდაქმნას თემურ ტყემალაძე გვპასუხობს:

 

 


„კონკრეტული დეტალების თქმა არ შემიძლია თუმცა, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ რომ იქ ცუდი არაფერი გაკეთდება“, - ამბობს თემურ ტყემალაძე.

 

 

ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე „კომერსანტი“ აქამდეც წერდა. თემაზე მუშაობის დროს ვნახეთ, რომ მიტოვებული იპოდრომის  ინფრასტრუქტურა — ნანგრევებად, რეკრეაციული ზონის ნაწილი კი ნაგავსაყრელად იყო ქცეული. რეკრეაციულ ზონაში სადაც ხშირად არასრულწლოვნებიც ერთობიან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად შეხვდებოდით კუსტარულად დამზადებულ მარიხუანას მოსაწევ ბოთლებს, გამოყენებულ შპრიცებს და ა.შ.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ოფიციალურად ტერიტორიას შპს “ინვესტ კაპიტალი” ფლობს, თავად “ინვესტ კაპიტალის” ხელმძღვანელი კახა კობიაშვილია, რომელიც  პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავია. “ინვესტ კაპიტალის” 100%-იანი წილის მფლობელი კი პანამაში ბაზირებული სააქციო საზოგადოება “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია”.

 

 

 

ბაჩო ადამია




იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა
access_time2020-07-13 11:30:32
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.  ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. იანვარ-ივნისში ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), იმპორტმა კი 3...

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...


მსგავსი სიახლეები

up