რას უნდა ელოდოს საქართველო მოგების გადასახადის რეფორმის შემდეგ - ესტონეთის პრაქტიკა

რას უნდა ელოდოს საქართველო მოგების გადასახადის რეფორმის შემდეგ - ესტონეთის პრაქტიკა

person access_time2016-02-09 15:30:28

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაააქტიურა საუბარი მოგების გადასახადის რეფორმაზე, რომელიც რეინვესტირებულ თანხაზე მოგების გადასახადის გაუქმებას გულისხმობს. ხელისუფლება აცხადებს, რომ რეფორმა ესტონური მოდელის მიხედვით უნდა მოხდეს.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, რას უნდა ელოდოს საქართველო რეფორმის შემდეგ და  რა ეკონომიკური შედეგი მოუტანა ესტონეთს რეფორმამ, რომელიც ქვეყანამ 2000 წელს გაატარა და რომელიც მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრას გულისხმობს, რეინვესტირებული თანხა კი არ იბეგრება.


უნდა ითქვას, რომ რეფორმის ყველაზე მთავარი შედეგი ინვესტიციების ზრდა იყო. მსოფლიო ბანკის წლიური ანგარიშების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა 1999 წელს 305  მილიონი დოლარი იყო. 2005 წელს კი ეს მაჩვენებელი 3 მილიარდ 127 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.  


უდიდესი ცვლილება იყო რეინვესტირებული მოგების მაჩვენებლებშიც. თუ 1999 წელს კომპანიების მიერ რეინვესტირებული თანხის ოდენობა 46 მილიონი ევრო იყო, 2004 წელს ეს მაჩვენებელი 573 მილიონი გახდა.


თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ რეფორმას პირველივე წლებში დადებითი მაჩვენებლები არ მოუტანია.


რეფორმის განხორციელების პირველ წლებში ამ მიმართულებით გადასახადიდან მიღებული თანხები წლიურ ბიუჯეტში დაახლოებით ორჯერ შემცირდა. თუ 1999 წელს მოგების გადასახადიდან მიღებული შემოსავლები ბიუჯეტში 1 638 მილიონი კრონა იყო, 2000 და 2001 წლებში  ეს მაჩვენებლები 854 და 748 მილიონ კრონამდე შემცირდა. მაგრამ შემოსავლების შემცირება  მცირეპერიოდიანი იყო - სამი წლის შემდეგ 2004 წელს, საგადასახადო შემოსავლები ამ მიმართულებით გაიზარდა ოთხჯერ და შეადგინა 2 522 მილიონი კრონა.



ესტონეთის ცენტრალური ბანკის საიტზე გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც 2011 წლით თარიღდება, ნათქვამია, რომ საგადასახადო რეფორმის შემდეგ ეკონომიკური ინდიკატორები ესტონეთში შეიცვალა. კვლევაში ესტონეთის ეკონომიკა ლიტვისა და ლატვიის ეკონომიკებთან არის შედარებული. კვლევის ავტორებმა შესადარებლად ეს ქვეყნები იმის გამო აირჩიეს, რომ ქვეყნებს მსგავსი პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორია აქვთ, შესბამისად, ადვილი დასადგენია, რომ ეკონომიკური განსხვავებები სწორედ რეფორმამ განაპირობა.


კვლევაში აღნიშნულია, რომ რეფორმის შედეგად, ვალის წილი მთლიან აქტივებში შემცირდა დაახლოებით 7%-ით. ამის პარალელურად გაუმჯობესდა კომპანიების ხელმისაწვდომობა საბანკო სესხებზე და შემოვიდა მეტად ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთები. ანგარიშში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული ეფექტი რეფორმას პატარა ფირმებზე ჰქონდა, რომლებსაც  უჭირდათ ფინანსური წყაროების მოზიდვა კომპანიის გარედან.


კვლევის მიხედვით, რეფორმის უმთავრესი მიზანი ინვესტიციების ზრდა იყო, თუმცა, მან  ასევე შეუწყო ხელი იმას, რომ დაგროვილიყო ლიკვიდური აქტივები როგორ  ნაღდი ფულის, ისე უძრავი ქონების სახით.  


„მაშინ, როდესაც ლიკვიდური აქტივების მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს დაბალ პროდუქტიულობას, გარკვა, რომ 2009 წლის კრიზისის დროს ამ მაღალმა ლიკვიდურმა აქტივებმა ფირმები რეალურად გადაარჩინა და ხელი შეუწყო, რომ რაც შეიძლება ნაკლები სესხები აეღოთ ბანკებისგან. რეფორმას ჰქონდა პოზიტიური ეფექტები ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე ინვესტიციებსა და შრომის პროდუქტიულობაზე“,- ნათქვამია კვლევაში.


აღსანიშნავია, რომ საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელი აბსოლუტურად ინოვაციური იყო და მისი განხორციელებისთვის ქვეყნის ხელისუფლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. ხელისუფლებამ აქტიური მოლაპარაკებები ბიზნეს სექტორთან გამართა.


სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმას აპირებს საქართველოს ხელისუფლებაც. ყოველ შემთხვევაში გიორგი კვირიკაშვილმა კერძო სექტორთან კონსულტაციების მნიშვნელობას მთავრობის გასულ სხდომებზე არაერთხელ გაუსვა ხაზი.


კანონპროექტის დეტალები ამ დრომდე უცნობი რჩება. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დააანონსა, რომ ცვლილებათა პაკეტი მთავრობას თებერვლის პირველ ნახევარში წარდეგინებოდა.


 

რაც შეეხება მოგების გადასახადიდან ბიუჯეტში მიღებულ თანხებს, 2016 წლის  ბიუჯეტის თანახმად,  წელს საწარმოებიდან მოგების გადასახადის სახით  980 მილიონი ლარის შემოსავლებია დაგეგმილი, რაც წელს პროგნოზირებული მთლიანი საგადასახადო შემოსავლების 12.3%–ს შეადგენს. ხელისუფლების წარმომადგენლები და სპეციალისტები აცხადებენ, რომ მოგების ახალი გადასახადის შემოღების შემდეგ არ ნიშნავს, რომ ეს თანხა სრულად განულდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი ტიპის შემოსვალები პირველ წლებში შესაძლოა 500 მილიონამდე დაეცეს, შემდეგ კი გაიზარდოს. 

 




დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up