რას უკავშირდება სურსათის მაღალი ფასები - პრემიერის განცხადებას „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში“ პასუხობენ

რას უკავშირდება სურსათის მაღალი ფასები - პრემიერის განცხადებას „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში“ პასუხობენ

access_time2023-02-06 15:50:57

რას უკავშირდება სურსათზე არსებული მაღალი ფასები. პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ამის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმპორტიორების მაღალ მოგებაზე მუშაობაა, „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი პასუხობს.

 

როგორც ივა ჭყონიამ კომერსანტთან საუბრისას განაცხადა, ის მზადაა მთავრობას აუხსნას, რა იწვევს პროდუქციაზე 60%-იან ფასნამატს.

 

„წლების განმავლობაში ვიძახდი, რომ ყოველწლიურად რითეილის ზრდა და მათი გაზრდილი მოთხოვნები სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ქეშბექი, როგორიცაა შესვლის გადასახადი, როგორიცაა თაროზე ერთი პროდუქციის შტრიხკოდის გადასახადი - ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში პროდუქტის თვითღირებულებაზე აისახება. ანუ შესაბამისად, ლოგიკურად მივდივართ იმ ფასნამატთან.

 

თავად სადისტრიბუციო კომპანიებსაც საშუალოდ პროდუქტიდან გამომდინარე უწევდეთ 40-50-60%-ის დამატება. გარდა ამისა, რითეილერი სადღაც 25-30%-ს ამატებს. მაგრამ გარდა ამისა არის ასეთი ტერმინალი ქეშბექი ან რეტრობონუსი, რომელიც საშუალოდ 20%-ის ფარგლებში მერყეობს, რომლის გადახდაც სადისტრიბუციო კომპანიებს უწევთ. ანუ 20%-იანი ქეშბექი უკვე არის 30-33%-იანი ფასნამატი.

 

გარდა ამისა, წლების წინ თუ იყო საცალო სავაჭრო ობიექტები, რომელთანაც პროდუქცია შეჰქონდათ და მაქსიმუმ 7-10 დღეში თანხას უსწორებდნენ, ახლა ქსელურ სუპერმარკეტებთან ურთიერთობისას რიგ შემთხვევაში თანხის გადახდა  60-75 დღეში ხდება, ანუ თანხები ჩერდება და დამატებითი სახსრების მოზიდვა უწევთ კომპანიებს. რა თქმა უნდა, ჯამურად აღებული ეს ყველაფერი, რეალობასთან ახლოსაა.

 


გარდა ამისა არაერთი სტანდარტიზაციაა, რომელიც ფინანსებთან არის დაკავშირებული. ასევე ბოლო პერიოდში სადისტრიბუციო კომპანიებში სახელფასო ზრდა იყო დაახლოებით 20-25%, ალბათ რითეილ სექტორშიც.  რასაც დოლარი აკომპენსირებდა გამყარებით, გადავიდა იგივე სახელფასო ფონდში და სხვადასხვა იმ მოთხოვნებში, რასაც სტანდარტიზაცია მოითხოვდა,“ - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

 

მისი თქმით, ის მზადაა საკითხის შესასწავლად კონკურენციის სააგენტოსთან ითანამშრომლოს.

 

ივა ჭყონია ვარაუდობს, რომ პრემიერი საკითხზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.

 

„ალბათ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს. მთავრობის ეკონომიკურ გუნდს  რომ დაავალა 2 კვირაში შეისწავლონ, მზად ვარ აქტიურად ჩავერთო და დეტალურად ავუხსნა, თუ საიდან გამომდინარეობს იგივე 60-80%-იანი ფასნამატი საბოლოო პროდუქტზე. ეს ჩვეულებრივი თემაა. კონკურენცია იმდენად მაღალია ბაზარზე, რომ მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე იმ რეალურ ფასებს ვიღებთ, რაც არის. ერთგვაროვანი პროდუქტის შემოტანით ათობით კომპანიაა დაკავებული. ერთია რა ინფორმაცია მიაწოდეს. ვადასტურებ რომ ახლოა რეალობასთან, მაგრამ რა დეტალებია შიგნით და საიდან გამომდინარეობს ფასნამატი, ეს კიდევ სხვაა,“ - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

 

 

 

 

 

 

 

 






Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up