რას შეცვლის პანამის არხის გაფართოება ტვირთების ტრანსპორტირებაში?

რას შეცვლის პანამის არხის გაფართოება ტვირთების ტრანსპორტირებაში?

person access_time2016-02-22 16:00:45

სპეციალისტების გათვლებით, პანამის გაფართოებული არხის ამუშავების შედეგად, აზიიდან შეერთებული შტატებისკენ მიმავალი ტვირთების საერთო მოცულობის დაახლოებით 10 პროცენტის მარშრუტი შეიცვლება, როცა ხსენებულ ტვირთებს ამერიკის დასავლეთის პორტების ნაცვლად აღმოსავლეთ პორტებში ჩაიტანენ. როგორც ცნობილია, პანამაში წელს აპირებენ სამუშაოთა დასრულებასა და გაფართოებული არხის ამუშავებს.  

 

უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ათი წელი დასჭირდა პანამის არხის გაფართოებას, რაც 5 მილიარდ 300 მილიონი დოლარი დაჯდა, ეს კი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10 – 15 პროცენტს აღწევს. მიაჩნიათ, რომ არხის ფუნქციონირება სერიოზულ გავლენას იქონიებს ტვირთების გლობალურ მოძრაობაზე და ამასთანავე იგი შესამჩნევად შეცვლის ლოგისტიკურ რელიეფს. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების დასავლეთის პორტები, რომლებიც ამჟამად აღმოსავლეთ აზიიდან მომავალი ტვირთების ორ-მესამედს იღებენ, გარკვეულად დაკარგავენ ბაზრის სეგმენტს. შედეგად, საჭირო იქნება ქვეყანაში ადგილობრივი საგზაო და სარკინიგზო ტვირთზიდვის ადაპტირება ახალ რეალობასთან. სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად იმატებს შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს პორტების გამოყენება, ტვირთების ხელსაყრელი გადაზიდვის რენტაბელობის კუთხით. 

 

რაც შეეხება თვითონ პანამის ეკონომიკას. ეს უკანასკნელი, გამოცემა „ფორბსის“ თანახმად, ძირითადად ემყარება საკმაოდ განვითარებულ მომსახურების სექტორს, რომლის წილად მოდის ქვეყნის მთლიანი შიდა ეკონომიკური პროდუქტის ორ-მესამედზე მეტი. ხსენებული სექტორი მოიცავს პანამის არხს, ლოგისტიკას, ბანკების ქსელს, ე.წ. „კოლონის თავისუფალი ვაჭრობის ზონას“, დაზღვევას, საკონტეინერო პორტებს, საზღვაო მიმოსვლის დროშების რეგისტრაციასა და ტურიზმს. ჩამოთვლილი ძალზე მნიშვნელოვანი პანამისთვის, რომლის მოსახლეობა შეადგენს 3 მილიონ 700 ათასს, ხოლო ერთ სულზე წლიური მთლიანი შიდა პროდუქტი, ბოლო მონაცემებით, თითქმის 20,000 დოლარს აღწევს. 

 

გაფართოებული არხის ამუშავება, გამტარუნარიანობას ორჯერ რომ გაზრდის, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს პანამის ეკონომიკას, რომლის წლიური ზრდა 6 პროცენტს აღემატება. როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები და ჩინეთი არიან პანამის არხის მთავარი მომხმარებლები.  




პანამისა და მისი ეკონომიკის შესახებ წერს გამოცემა „ფორბსი“:


2014 წელს, დედაქალაქში დასრულდა მეტროს სისტემის მშენებლობა რომელიც 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარი დაჯდა. ეკონომიკურ ზრდას დიდად უწყობს ხელს სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორი, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების შედეგად, საგარეო და შიდა ვალმა 17 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც დღეს მთლიანი შიდა პროდუქტის 37 პროცენტს შეადგენს. ასეთ პირობებში, უცხო ინვესტიციები მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია შემდგომი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. 

 

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინტენსიური ეკონომიკური ზრდა დიდად არ დაეტყო ქვეყნის საყოველთაო კეთილდღეობას. სოციალურ ფენებს შორის მატერიალური დოვლათისა და შემოსავლის განაწილება ერთერთი ყველაზე უთანასწოროა ლათინურ ამერიკაში. მოსახლეობის ერთი მეოთხედი კვლავ სიღატაკეში ცხოვრობს და ეს მიუხედავად იმისა, რომ 2006 – 2012 წლებში სოციალური უთანასწორობის 10 პროცენტით შემცირება მოხერხდა. 

 

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკას დიდად წაადგა პანამა-შეერთებული შტატების თავისუფალი ვაჭრობისთვის ხელშეწყობის შეთანხმება, რომელიც 2012 წლიდან მოქმედებს. 

 

დღეს, პანამაში უმუშევრობა შემცირებულია 4.5 პროცენტის დონემდე, ხოლო ინფლაცია წლიურ 2.6 პროცენტს შეადგენს. 



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up