რას შეცვლის ახალი ტყის კოდექსის ამოქმედება

რას შეცვლის ახალი ტყის კოდექსის ამოქმედება

access_time2020-02-19 14:00:20

მიმდინარე წელს ქვეყანას ახალი ტყის კოდექსი ექნება. კოდექსი პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა პარლამენტმა, მეორე მოსმენა კი მიმდინარე თვეში იგეგმება. ახალი კოდექსი სატყეო სექტორის რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 6 წლიანი სამუშაო პროცესის შედეგად, მომზადდა ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის და გერმანიის მთავრობის დახმარებით.


კანონპროექტის მთავარი მიზანს წარმოადგენს მდგრადი და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, ასევე სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. სწორედ ამ მიზნით კოდექსი რიგ სხვადასხვა ცვლილებებს ითვალისწინებს.


სატყეო მეურნეობები და საქმიანი ეზოები


მთავარი კითხვა სწორედ ამ მეურნეობებთან დაკავშირებით ისმის თუ რას ნიშნავს სატყეო მეურნეობები და რა უფლება მოვალეობები დაეკისრებათ მათ.


გეგმის მიხედვით სატყეო მეურნეობებმა უნდა აღმოფხვრას ე.წ. სოციალური ჭრა, ხელი შეუწყოს ტყეების აღდგენას, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლისა და ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებების ეფექტურად განხორციელებას. საგულისხმოა ისიც, რომ სატყეო მეურნეობების ფარგლებში, ტყის მართვაში სავალდებულო ხდება მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტების მონაწილეობა.


კიდევ ერთი ტერმინი, რომელმაც მცირედი გაურკვევლობა გამიწვია არის ე.წ. “საქმიანი ეზოები”. კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში შეიქმნება საქმიანი ეზოები. ეს არის ერთგვარი სიპები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზემოთ ნახსენები სატყეო მეურნეობების მიერ გადარჩეული მასალის რეალიზაციასა და განაწილებას. შესაბამისად, გაჩნდება ლეგალური წვდომა სამასალე და საშეშე მერქანზე. სწორედ ამ ორი მექანიზმის გამოყენებით გეგმავს ახალი ინიციატივა, დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას.



სქემა ასეთია, სატყეო მეურნეობების ამოქმედება მოითხოვს კვალიფიციური მეტყევეებისა და სატყეო საქმის სპეციალისტების ჩართვას ახალ პროგრამაში. სწორედ ამ ადამაინების მეშვეობით მოხდება ხეების კლასიფიცირება, რის შემდეგაც განაწილდება უშუალოდ რომელი ხეების მოჭრა იქნება შესაძლებელი, მისი რეალიზაციის მიზნით. თავის მხრივ, რეალიზაციისთვის გამოყენებული იქნება ზემოთ ნახსენები საქმიანი ეზოები, რომელშიც ასევე მოხდება ადგილობრივი ადამიანების დასაქმება.


როგორც ყველაფერში აქაც მედალს ორი მხარე აქვს. საქმე ისაა, რომ თუ რეგულაცია ეკოტურიზმისთვისა და მწვანე ზონებისთვის პოზიტიურად ხასიათდება მას თან სდევს გარკვეული სოციალური რისკები.


საქმე ის გახლავთ, რომ მართალია ახალი რეგულაცია საზოგადოებას საშუალებას მისცემს თავად ე.წ. საქმიან ეზოებში შეიძინონ საშეშე მასალა, თუმცა სწორედ ამ მიზეზით რეგულაცია ათეულ თვითდასაქმებულს სამუშაოს გარეშე ტოვებს. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი ძალებით მოიპოვებენ ხე-ტყის მასალას (კანონიერად) და შემდეგ მის რეალიზაციას ახდენენ. სწორედ ესაა ძალიან ბევრი თვითდასაქმებულის ერთადერთი შემოსავალი. აღნიშნული რეგულაცია კი ამ ადამიანებს, თვითდასაქმების უფლებასაც ართმევს.


მართალია ამის საპასუხოდ გარემოს დაცვის სამინისტრო, ახალ სამუშაო ადგილების შექმნას აანონსებს, თუმცა მაინც ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი აცხადებს, სამინისტროს ჩატარებული აქვს შრომის ბაზრის კვლევაც, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ზემოთ ხსენებული მეურნეობის ამუშავების შემდეგ სამინისტროს, იმაზე მეტი პროფესიონალი კადრი დასჭირდება, ვიდრე დღეს თვითდასაქმებულები არიან ბაზარზე. შესაბამისად, ეს თვითდასაქმებულებიც სატყეო მეურნეობებში დასაქმდებიან.


სამინისტროს მოსაზრება


“ჩვენ უნდა გვქონდეს აღრიცხული, თუ რა ქონებას ვფლობთ, უნდა ჩავატაროთ ინვენტარიზაცია. შემდეგ მეტყევეები და სპეციალისტები გადაწყვეტენ, აქედან რა უნდა მოიჭრას. შემდეგ დახარისხდეს და აქედან გაირკვეს, რომელია სამასალე, ნახევრადსამასალე, საშეშე და ბიომასალა. მერქანის განთავსება მოხდება მუნიციპალიტეტებში არსებულ საქმიან ეზოებში, აქ უკვე მოქალაქეებს ეტაპობრივად პროცესზე გადასვლის შემდეგ საშუალება ექნებათ ადგილზე შეიძინონ პირდაპირი ყიდვისა თუ აუქციონის წესით სასურველი მერქანი. უნდა განვმარტოთ, რომ აქამდე მაღალმთაში დაშვებული იყო 15 კუბური მეტრი შეშის მოჭრა, ბარში – 7. ახალი რეგულაციით კი, ეს იხსნება, რადგან, მასალა საქმიან ეზოებში განთავსდება. რაც შეეხება ლიცენზიებს ჩვენ უკვე გაცემული ლიცენზიების გაუქმებას, ცხადია არ ვაპირებთ თუმცა ეს ლიცენზიები ისედაც მილევად რეჟიმშია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მეურნეობის ამოქმედების შემდეგ გაცილებით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევქმნით, ვიდრე დღეს არის, იგივე თუმდაც თვითდასაქმებულები ამ სექტორში”, – განაცხადა გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგუნაშვილმა.


დასკვნის მაგიერ


კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც ზემოთ გაკვრით ვახსენეთ ეხება ჭრის ლიცენზიებს. საქმე ისაა, რომ ახალი რეგულაციით ეს ლიცენზიებიც უქმდება და ხე-ტყის ჭრას მხოლოდ მეურნეობები განახორციელებენ. საქმე ისაა, რომ ზემოთ ნახსენები თვითდასაქმებულების გარდა, ამ ლიცენზიებით, თანაც მრავალწლიანი ჭრის ლიცენზიებით რამდენიმე ათეული კომპანია სარგებლობს.


თუმცა, როგორც სამინისტროს პოზიციიდან ვიგებთ, რეგულაცია მხოლოდ ახალ ლიცენზიებს შეეხება და უკვე გაცემული ლიცენზიების გაუქმება არ იგეგმება. როგორც კარლო ამირგულაშვილი აცხადებს ეს ლიცენზიები, ისედაც მილევად რეჟიმშია და კომერციულადაც წარუმატებელი ინიციატივა გამოდგა.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up