როგორ აფასებენ კონკურენტები „საქართველოს კაპიტალის“ კერძო სკოლების სეგმენტში შესვლას

როგორ აფასებენ კონკურენტები „საქართველოს კაპიტალის“ კერძო სკოლების სეგმენტში შესვლას

access_time2018-08-24 13:00:00

ონლაინ ბიზნეს-პორტალ „ყვითელ ფურცლებში“ საქართველოს მასშტაბით მონაცემები 115 კერძო სკოლის შესახებ იძებნება. თუმცა ადგილობრივ ბაზარზე კერძო სკოლების რაოდენობა უფრო მეტია. დარგის სპეციალიტები ამბობენ, რომ განათლების სექტორის ამ სეგმენტში მოთხოვნაც არის და კონკურენციაც. კერძო სკოლებს შორის კონკურენციას ძირითადად ფასი და მიწოდებული სერვისის ხარისხი განსაზღვრავს.

 

ერთი შეხედვით გაჯერებულ ბაზარზე ახალი, ძლიერი მოთამაშე, დიდი კაპიტალით შემოდის. „საქართველოს კაპიტალი“ განათლების სექტორში იწყებს ბიზნესს. კერძოდ,  საინვესტიციო ჯგუფი კერძო საშუალო სკოლების ქსელის მშენებლობა/მართვის პროექტს განახორციელებს. კომპანია გეგმავს 30 საშუალო სკოლის მშენებლობას, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში.

 

სკოლის მშენებლობისთვის პირველი მიწის ნაკვეთი თბილისის ფარგლებს გარეთ, კომპანიამ 6 მლნ ლარად ივნისში შეიძინა. „ვგეგმავთ განათლების სექტორში 140 მლნ ლარის ინვესტირებას და 2025 წლისთვის კერძო სკოლებში 30 000 მოსწავლის მობილიზებას“, - აცხადებს საქართველოს კაპიტალის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური.

 

რა შეიცვლება „კერძო სკოლების“ ბიზნესისთვის ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლის შემდეგ და როგორ აფასებენ ბიზნესის ამ სეგმენტის წარმომადგენლები განათლების სექტორში  „საქართველოს კაპიტალის“ მიერ 140 მლნ ლარის ინვესტირებას?  

 

„ როცა სკოლაზე ფიქრობენ ადამიანები, მარტო სკოლას და ინფრასტრუქტურას არ გულისხმობენ. იმ სკოლას თავისი შინაარსი უნდა ახლდეს და კარგი მასწავლებლები. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამაზე იფიქრებენ და ეს შესანიშნავი ნაბიჯია. სკოლები აკლია საქართველოს.  რადგან მომრავლდა მსხვილი სკოლები, რომელთა მართვაც პარაქტიკულად არის შეუძლებელი.  როცა სკოლაში არის 2000 და მეტი ბავშვი, ძალიან რთულია განათლების ხარისხზე იფიქროს ადამიანმა. ამიტომ რაც უფრო მეტი სკოლა აშენდება და რაც უფრო მეტად ხელმისაწვდომი იქნება  კარგი სკოლა და ინფრასტრუქტურა ბავშვებისათვის, კარგი შესაძლებლობაა ხარისხიანი განათლების მისაღებად,“ - განაცხადა „კომერსანტთან“ საუბარში  კერძო სკოლა „ჰამილტონის“ გენერალურმა დირექტორმა გია მურღულიამ.  

 

მისი შეფასებით,ბაზარზე  ჯანსაღი კონკურენცია მისაღებია:  „ახლაც რამდენიმე ახალი სკოლა გაიხსნა თბილისში, თითქოს ეს ბაზარი გაჯერებულია, მაგრამ არც ასე არის საქმე, რადგან ამ სერვისსზე მოთხოვნა მზარდია. მიუხედავად იმისა, რომ მაინდამაინც არ იკლებს  სწავლების საფასური, მაინც იზრდება ეს სეგმენტი ქართულ განათლების სივრცეში. “


 

ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსავლას დადებითად აფასებს ეროვნული სკოლა-ლიცეუმი „ლიდერის“ დამფუძნებელი ლია არჩვაძე:

 

„მე ვერ ვხედა,ვ რომ ბაზარი გაჯერებულია. რომც იყოს, თუკი შეთავაზება იქნება მომხიბვლელი, მთავარი დამკვეთისთვის, მშობლისთვის, მას არაფერი დააკავებს, რომ კერძო სკოლიდანაც გამოიყვანოს თვისი ბავშვი და იქ მიიყვანოს, სადაც მისი მოლოდინები უფრო მაღალი იქნება. ასევე ამ მოლოდინების დაკმაყოფილების მიღწევა იქნება უფრო რეალისტური. მოწინააღმდეგეებს კონკურენცია უნდა გაუწიო  შენი საქმის ხარისხით.“

 

კომერსანტთან საუბარში გია მურღულიამ ყურადღება კერძო სკოლების სწავლების ხარისხზეც გაამახვილა:  ადამიანები ესწრაფვიან უფრო კარგ გარემოს,  ისეთ კლასებს, სადაც ნაკლები რაოდენობის ბავშვია და  სადაც მეტი შესაძლებლობაა, რომ ინდივიდუალურად იმუშავონ მასწავლებლებმა. ოღონდ ერთიც არის, რომ ზოგიერთი კერძო სკოლა ძალიან ზრდის კონტიგენტს და ეს მოქმედებს სწავლების ხარისხზე.“

 

გია მურღულიას შეფასებას ეთანხმება „ლიდერის“ დამფუძნებელი ლია არჩვაძეც:


„კერძო სკოლებს კონტიგენტის გაზრდას აიძულებს მაღალი საიჯერო გადასახადი, რომელიც დოლარშია დაფიქსირებული. ლარი უფასურდება და იჯარა ძვირდება. ამიტომ კერძო სკოლის მფლობელები იძულებულნი არიან გაზარდონ მოსწავლეთა კონტიგენტი, რომ შეძლონ იჯარის გადასახადის გადახდა და ხელფასების გაცემა“.  

   

საქართველოს კერძო სკოლებში წლიურად სწავლის საშუალო საფასური  11-12 ათასი ლარია.

 

ნინო ნატროშვილი





20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up