რას საქმიანობს კომპანია Stack, რომელმაც 500 startups-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მეორე შანსი მიიღო

რას საქმიანობს კომპანია Stack, რომელმაც 500 startups-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მეორე შანსი მიიღო

access_time2020-08-14 12:00:23

ბიზნესის ენაში არსებობს ტერმინი “think outside the box”, რომელიც მარკეტინგში მოღვაწე ადამიანებისათვის კარგად ნაცნობია. ზოგადად, ადამიანს არ შეუძლია საკუთარი ცოდნის ფარგლებს გასცდეს, მაშინ როგორ უნდა ვიფიქროთ კრეატიულად ანუ “outside the box”. კრეატიულად აზროვნება არის ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების საზღვრებში, რომელიც წლებთან ერთად გროვდება და რაზეც ჯერ არც კი დავფიქრებულვართ.


სწორედ დაგროვებული ცოდნისა და ახლებურად დაფიქრების შედეგია სტარტაპი Stack, რომელიც პირველი ქართული ბრაუზერია. Stack-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მხოლოდ საკუთარი შრომის ოპტიმიზაციის მიზნით შექმნა ვებ ბრაუზერის აპლიკაცია, რომელმაც მომხმარებლთა დიდი მოწონება დაიმსახურა და ასე დაიწყო Stack-ის გუნდმა პროდუქტზე მუშაობა.
Stack ოპერირებს ბაზარზე, რომელშიც ისეთი მსოფლიო დონის გიგანტები არიან წარმოდგენილნი, როგორებიცაა: Google Chrome, Mozilla Firefox, Safari თუ სხვა. Stack-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ლალიაშვილი, ყვება სტარტაპის პირველ ნაბიჯებსა და პროდუქტის მთავარ განმასხვავებელ ნიშან-თვისებებზე:


„საწყის ეტაპზე პროდუქტს მხოლოდ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვიყენებდით და მივხვდით, რომ ნებისმიერ სხვა იდენტურ პროდუქტთან შედარებით Stack ბევრად კომფორტული იყო. აქამდე არსებული ინტერნეტ ბრაუზერებისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ბრაუზინგისათვის შეიქმნა, Stack მორგებულია ყველა იმ ვებ აპლიკაციაზე, რომელსაც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს და მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახლებურ “User experience”-ს. მომდევნო ნაბიჯი Stack-ის „Product Hunt”-ზე განთავსება იყო და მომხმარებლებისგანაც დადებითი შეფასება მივიღეთ. ამის შემდეგ მივხვდით, რომ საინტერესო პროდუქტი გვქონდა და სტარტაპის განვითარებაზე აქტიური მუშაობა დავიწყეთ.“


ამ მომენტისათვის კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ორი ტიპის პროდუქტს: Stack-სა და Stack Pro-ს. Stack არის ვებ ბრაუზერი, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია უფასოდ გადმოწეროს და დააყენოს Windows და iOS სისტემებზე. რაც შეეხება Stack pro-ს, ეს არის ვებ აპლეკაციების მენეჯმენტის ინსტრუმენტი, რომელიც მორგებულია სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანზე და მისი ღირებულება უცხოურ ბაზრებზე არის 8.4 დოლარი თვეში, ხოლო საქართველოში - 8.4 ლარი.



„როდესაც სტარტაპზე მუშაობა დავიწყეთ, თავიდანვე ვიცოდით, რომ აქსელერაციის პროგრამა დაგვჭირდებოდა და 500 Startups-აც განვიხილავდით. პირველი მცდელობისას არ შეგვარჩიეს, რადგან სტარტაპის განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზე ვიყავით. როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს ბანკისა და ტექნოპარკის მხარდაჭერით საქართველოში შემოდიოდა 500 Startups, მივხვდით, რომ ეს ჩვენი მეორე შანსი იყო. ვთვლი, რომ საერთაშორისო სტარტაპ აქსელერატორის ქართულ ბაზარზე შემოყვანა უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, როგორც სტარტაპ კომპანიებისათვის, არამედ მთლიანად ამ ეკოსისტემისათვის. ჩვენს სტარტაპს ეს პროგრამა მისცემს ცოდნას, წვდომას უცხოელ ინვესტორებთან და ინვესტიციას, რომელსაც საქართველოს ბანკი ანხორციელებს 500 Startups-ის გავლით. ამ პროგრამაში მონაწილეობამ ჩვენი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მენტორების პროფესიონალიზმი აქ ბევრად მაღალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა აქსელერაციის პროგრამაში. ამავდროულად, ეს პროგრამა მორგებულია ისეთ სტარტაპებზე, რომლებიც არიან ზრდის ფაზაში და Stack ამ მომენტისათვის სწორედ ამ ეტაპს გადის,“ - ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი.


ასე, რომ 500 Startups-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლამ უკვე შეცვალა ბევრი სტარტაპის ცხოვრება და აქსელერაციის პროგრამის პარალელურად საქართველოში იცვლება საინვესტიციო გარემოც. უპრეცენდენტო თანამშრომლობის განხორციელება კი წარმოუდგენელი იქნებოდა საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერის გარეშე. კერძო-საჯარო სექტორის პარტნიორობით შეიქმნა ძალიან კარგი შესაძლებლობა სტარტაპების განვითარებისთვის. ბანკმა ამ საქმეში 1 მილიონი დოლარის მობილიზება მოახდინა. ეს სტარტაპებს მისცემს შესაძლებლობას, არ გაჩერდნენ, განვითარდნენ, შექმნან წარმატებული კომპანიები და გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე.


(R)


თეგები:
Stack



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up