რას საქმიანობს ღამის მერია და რა მოუტანა ქალაქს 2 წლის თავზე

რას საქმიანობს ღამის მერია და რა მოუტანა ქალაქს 2 წლის თავზე

access_time2020-03-16 19:00:34

ღამის ეკონომიკის პროექტი დედაქალაქის მერმა ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსა და იქვე დასძინა, რომ ღამის ეკონომიკა არ ნიშნავდა მხოლოდ კლუბურ ცხოვრებას და ეს პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესს, მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა განვითარებაში. საინტერესოა პროექტის ამოქმედებიდან, დღემდე რა ღონისძიებები გატარდა ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში და რა მოუტანა ამ პროექტმა ქვეყნის ეკონომიკას.


არავინ იცის რას გულისხმობდა მაშინ ქალაქის მერი კახა კალაძე, როდესაც ამ პროგრამაში ხედავდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გასაღებს. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ღამის ეკონომიკა და ღამის მერი, მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად მხოლოდ რამდენიმე ტრეინინგით შემოიფარგლა.


კერძოდ, ღამის ეკონომიკის მენეჯმენტი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ტრენინგებსა და „ვორქშოფებს” სთავაზობს. როგორც თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერი სერგი გვარჯალაძე აცხადებს, ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით იმართება. გადამზადების ფარგლებში მეწარმეები და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ეცნობიან, როგორ შეიძლება საკუთარი სერვისი გააუმჯობესონ.


კიდევ ერთი ფაქტი, რომლითაც ღამის ეკონომიკამ დაამახსოვრა საზოგადობას თავი, არის ღმის ავტობუსის დანიშვნა. საუბარია ნომერ 222 ავტობუსზე, რომელიც ღამის ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში 21 სექტემბრიდან ამუშავდა და ავტობუსი მხოლოდ პარასკევსა და შაბათს, 00:06:00 -მდე ემსახურება ქალაქს. აღნიშნული ავტობუსი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის ორი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილს – გლდანსა და ვარკეთილს. მარშრუტი ასევე მოიცავს ქალაქის კულტურულ ცენტრებს, სადაც პარასკევსა და შაბათს ყველაზე დიდი აქტივობაა. მათ შორისაა აბანოთუბანი, ახალი აღმაშენებლის გამზირი.


თუ არ ჩავთვლით ქუჩის მუსიკის ფესტივალს, რომელიც ასევე ზემოთ ხსენებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა, ღამის ეკონომიკის პროექტს საზოგადოებისთვის თავი არაფრით დაუმახსოვრებია. თუმცა, ამას გარდა პროექტს კიდევ მრავალი ხარვეზი ჰქონდა მაგალითად ორჯერ ჩაიშალა ქალაქის მერის მიერ ღამის ეკონომიკის საკვლევად გამოცხადებული 135 000 ლარიანი ტენდერი.



სატენდერო კომისიის დასკვნით, პრეტენდენტი კომპანიის, “დელოიტი და ტუში”, წარდგენილი კვლევა არ იყო სტრატეგიული კვლევის დოკუმენტი, რასაც თბილისის მერია ითხოვდა. სატენდერო პირობებით, კომპანიას მოეთხოვებოდა, ღამის ეკონომიკის მიმართულებით ჩატარებული ჰქონოდა არანაკლებ 1 კვლევა, ხოლო რეგიონის/ქალაქის/ქვეყნის სტრატეგიული განვითარების მიმართულებით – არანაკლებ 2 კვლევა, მათგან ერთი – სულ მცირე 100 000 ლარის ღირებულების. აქედან გამომდინარე, კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა, ხოლო საბოლოოდ ტენდერი საერთოდ გაუქმდა.


თბილისის მერიამ ღამის ეკონომიკის კვლევის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი 2018 წლის სექტემბერშიც გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მაშინ 172 616 ლარი იყო. თუმცა, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა – ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, ტენდერში მონაწილე ოთხივე კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა.


როგორც ისტორიიდან ვხედავთ ღამის ეკონომიკამ მცირე და საშუალო ბიზნესში არამც თუ გარდამტეხი ეფექტი ვერ შეიტანა, როგორც ამას პროექტის მესვეურები ელოდნენ, მეტიც პროექტმა 2 წლის თავზე პრაქტიკულად ვერაფრით დაამახსოვრა თავი თბილისელებს. თუმცა, ასეთ რელობაში საინტერესოა ის ჯგუფი და ის რესურსი, რომელიც თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის არის გამოყოფილი აგერ უკვე 2 წელია.


ღამის ეკონომიკის ფარგლებში 5-მდე ადამიანია დასაქმებული (2018 წელს ღამის მერიაში 3 ადამიანი მუშაობდა) ე.წ. ღამის მერის, სერგი გვარჯალაძის გარდა. ხოლო, მათ შრომის ანაზღაურებაზე 2 წელიწადში 215 000 ლარი დაიხარჯა. საიდანაც 121 140 ლარი ღამის მერმა, სერგი გვარჯალაძემ მიიღო.


იმის მიუხედავად, რომ ღამის მერის ანაზღაურება არც თუ ისე მწირია და საშუალოდ გვარჯალაძის ხელფასი თვეში 5 200 ლარი გამოდის, როგორც უკვე ვახსენეთ, ღამის ეკონომიკის პროექტმა საზოგადოებას თავი ვერაფრით დაამახსოვრა. ხოლო, თავად ღამის მერის მოსაზრებით, პროგრამის მთავარ მიღწევად, ღამის საათებში ხმაურთან ეფექტური ბრძოლა შეიძლება ჩაითვალოს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up