რას ნიშნავს ტრადიციული ფინანსებისთვის Visa-Amazon-ის დაპირისპირება

რას ნიშნავს ტრადიციული ფინანსებისთვის Visa-Amazon-ის დაპირისპირება

access_time2021-11-28 15:15:06

ფულის სამყაროში, დიდი ხნის შემდეგ, ძალაუფლების ბალანსი იცვლება. Amazon.com-ის გადაწყვეტილება გაერთიანებულ სამეფოში გაცემული Visa-ს საკრედიტო ბარათებით შესყიდვების შეჩერების შესახებ აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური გიგანტები დამკვიდრებული ფინანსური ქსელების წინააღმდეგ მიდიან.

არც ისე შორეულ მომავალში მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს საბაზრო ძალა, რომ მომხმარებლებმა მხოლოდ კომპანიის შიდა მონეტების გამოყენება შეძლონ. ამავდროულად, ელექტრონული კომერციის გიგანტებს მოვაჭრეებზე ამ გზით შესული ნაღდი ფულის ნულოვანი ღირებულებით გასესხება შეეძლებათ.

იმის გათვალისწინებით, რომ ბანკების ჩვეულებრივ ბიზნეს მოდელებს არ ექნებათ შანსი გადახდის, დაკრედიტებისა და კომერციის სრულად დაკავშირებულ მოდელს კონკურენცია გაუწიონ, ზოგიერთმა ქვეყანამ შესაძლოა, ციფრული ნაღდი ფულის გამოშვება დააჩქაროს. საბოლოოდ, პლატფორმების მხრიდან ცენტრალური ბანკების ციფრულ ფულზე უარის თქმა შესაძლოა, უკანონოც გახდეს. თუმცა, ამით პოლიტიკის შემქმნელები მყიდველების დაცვის ფასად გამყიდველებს დააზარალებენ.

თუ ცენტრალური ბანკები საკუთარ ციფრულ ვალუტას სავალდებულო ლეგალურ გადახდის საშუალებად დაამტკიცებენ, მაშინ ელექტრონული კომერციის საიტები ვერ შეძლებენ გაცემული სესხების ავტომატურ დაფარვას ჭკვიანი კონტრაქტების მეშვეობით. შედეგად, მცირე ბიზნესს იაფი სესხის მიღების შანსი, რაც სხვა შემთხვევაში ექნებოდა, აღარ ექნება.


თუ ცენტრალური ბანკი დარეგისტრირდება როგორც მოთამაშე, გადახდების თამაში შეიცვლება. მონეტარულ ორგანოში მოქალაქეების განთავსებული დეპოზიტები, რომლებიც ციფრული საფულეებით არის ხელმისაწვდომი, შეიძლება ისეთივე მოსახერხებელი იყოს ონლაინ შესყიდვებში, როგორც საბანკო სადებეტო ბარათი. თუმცა, ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას არ ექნება საკრედიტო ბარათის ალტერნატივა, რადგან არცერთ საჯარო სექტორის ხელისუფლებას არ სურს იყოს საზოგადოების კრედიტორი.

ჩვენ ყველა, როგორც მომხმარებლები, ვსარგებლობთ დაბალი გადახდის ხარჯებით, რომლებიც საკრედიტო ბარათების წყალობით ნარჩუნდება. წონასწორობის დარღვევამ შესაძლოა, ყველა ჩვენგანისთვის უარესი იყოს.

წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up