რას მოუტანს ქვეყანას სლოვაკი ეკონომიკური მრჩეველი - მთავარი მოთხოვნა ინვესტიციების მოზიდვაა

რას მოუტანს ქვეყანას სლოვაკი ეკონომიკური მრჩეველი - მთავარი მოთხოვნა ინვესტიციების მოზიდვაა

access_time2021-05-11 12:30:29

2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა განახევრდა და 15 წლიან მინიმუმამდე შემცირდა, თუ დოლარის თავის თავთან მიმართებაში გაუფასურებასაც გავითვალისწინებთ 18 წლიან მინიმუმამდე. საუბარი იმის შესახებ, რომ საელჩოებმა ინვესტიციები მოიზიდონ, წლებია საუბრად რჩება. საკითხი ხელახლა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გასულ კვირას, აღნიშნული მიმართულებით პრემიერის მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დაინიშნა.


ვაზილ ჰუდაკი სხვადასხვა დროს სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტებს იკავებდა. პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით კოვიდის შედეგად შექმნილ რთულ პირობებში ეკონომიკის აღდგენის ახალი გეგმა ხდება საჭირო, რომელშიც ინვესტიციების მოზიდვას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება.


ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჰუდაკმა აღნიშნა, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით კარგი შესაძლებლობები არსებობს, ტვ იმედთან ინტერვიუში კი ყურადღება ლიბერალურ კანონმდებლობაზე და რეგიონულ ჰაბად ქცევის რესურსებზე გაამახვილა. ორივე შემთხვევაში მან ხაზი ეკონომიკური განვითარების გეგმის ათწლიანი სტრატეგიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, სტრატეგია ამჟამად შემუშავების პროცესშია.


უცხოური ინვესტიციები, მოხმარებასთან, სავაჭრო სალდოსთან და მთავრობის ხარჯთან ერთად მშპ-ის ერთ-ერთი კომპონენტია, შესაბამისად მისი მოცულობა ეკონომიკის ზრდის ტემპზე პირდაპირ გავლენას ახდენს.


ინვესტიციების მოცულობის გარდა, მნიშვნელობა ენიჭება მის მშპ-თან ფარდობასა და ხარისხობრივ მაჩვენებელს. „ხარისხი“ რთული განსასაზღვრია, თუმცა მასში როგორც წესი მაღალტენოლოგიური სფეროები მოისაზრება. ზოგ შემთხვევაში ინვესტიციებს სტრატეგიული მნიშვნელობაც ენიჭება საქართველოს მაგალითზე ასეთებია: ბაქო-სუფსისა და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენები, შაჰ-დენიზის გაზსადენი, ასევე ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა. შესაძლოა მათ დიდი ზომის მშენებარე ჰესებიც დავუმატოთ.



თანხობრივად ყველაზე მეტი - $1.978 მლრდ უცხოური ინვესტიცია საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. მშპ-სთან მიმართებაში კი - 18.6% 2007 წელს. 10 წლის განმნავლობაში 2007 წელი თანხობრივადაც რეკორდულად განიხილებოდა, თუმცა 2017 წელს საქსტატმა მეთოდოლოგია შეცვალა და $2.015 მლრდ $1.765 მლრდ-მდე შეამცირა. 2017 წელს ინვესტიციების დონე მშპ-სთან მიმართებაში 11.8%-ს უდრიდა, რომელიც 2019 წელს 7.7%-მდე შემცირდა, 2020 წელს კი 2001 წლის შემდეგ პირველად 4%-ს ჩამოსცდა.



ხარისხობრივი კუთხით სიტუაცია უფრო რთულადაა. თუ მილსადენების გაყვანაზე გადამწყვეტი გავლენა ტერიტორიულმა ადგილმდებარეობამ მოახდინა, ხოლო ჰესებზე რესურსი ახდენს, დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით დაბალი გადასახადები და მცირე ოდენობის რეგულაციები ქვეყანაში ტექნოლოგიური კომპანიების შემოსვლისთვის არასაკმარისი წინაპირობა აღმოჩნდა. ისეთი კომპანიები როგორებიც არიან: Tesla, Toyota, Volkswagen group, General motors, Apple, Samsung, Sony… საქართველოში წარმოების დაწყებას არც კი განიხილავენ. საქართველოში ასევე არ არის Google-ის, Facebook-ის ან Amazon-ის დატა ცენტრები. დედაქალაქიდან 40 კმ-ში განთავსებული საოკუპაციო ჯარის ნაწილები, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და სასამართლოში არსებული პრობლემები ის ძირითადი მიზეზებია რის გამოც ტრანსნაციონალური კომპანიები საქართველოში შემოსვლისგან თავს იკავებენ. პატარა ბაზარი მხოლოდ მათ შემდეგაა, რადგან სულაც არ არის აუცილებელი საქართველოში წარმოებული პროდუქცია მაინც და მაინც საქართველოშივე გაიყიდოს.


რუსეთის ფაქტორი ყველაზე რთულად მოსაგვარებელია და საქართველოზე ნაკლებადაა დამოკიდებული. კრემლის მიზნების შეცვლა საერთოდ შეუძლებელია, გამოსავლად ნატოში შესვლა ან პირდაპირ ამერიკული ბაზების განთავსება რჩება არც ერთი და არც მეორე ადვილი ამოცანა არ არის. ნატოში ინტეგრაციისთვის კონსენსუსი ანუ 30-ივე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. იდეას მხარს უჭერს თავად აშშ, თურქეთი, ბალტიის სახელმწიფოები, პოლონეთი, მაგრამ ასევე ნატოს წევრები არიან გერმანია და საფრანგეთი, რომლებმა 13 წლის წინ MAP-ს მონიჭებაზე უარი განაცხადეს.


შესაძლო პოლიტიკური ჩარევებიც რომ ვუგულებელყოთ, სასამართლო დავები უმეტეს შემთხვევაში წლები გრძელდება რაც მოდავე მხარეებისთვის მიუღებელია.


ინვესტიციების მოცულობაზე გავლენას მსოფლიო ტენდენციებიც ახდენს, 2007 წელს მსოფლიოში ინვესტიციების ფარდობა მშპ-სთან 5.4%-ს შეადგენდა, 2019 წელს 3-ჯერ ნაკლებს - 1.8%. იმავე პერიოდშიც საქართველოში ინვესტიციები 2.4-ჯერ 18.6%-დან 7.7%-მდე შემცირდა.


2020 წელს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, 2021 წლის პირველ კვარტალში დამატებით 4.2%-ით. იმავე პერიოდის ინვესტიციების მოცულობა ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ეკონომიკის შემცირებისა და ნამახვანჰესის გარშემო შექმნილი ვითარების გამო ის კვლავ დაბალი უნდა იყოს.


რა გავლენას იქონიებს ვაზილ ჰუდაკის რჩევები საინვესტიციო გარემოზე ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ერთი მრჩეველი მდგომარეობას რადიკალურად ვერ შეცვლის. ხოლო იმას, რომ რთული სასტარტო პოზიციების მიუხედავად გამოსავალი მაინც არსებობს გასული საუკუნიდან „აზიური ვეფხვების“ მაგალითიც მოწმობს. სინგაპურს ჩინეთის მხრიდან ოკუპაციის საფრთხე ემუქრებოდა, სამხრეთ კორეა კი ჯერ კიდევ 60-იან წლებში უფრო ღარიბი სახელმწიფო იყო, ვიდრე საქართველო 90-იან წლებში.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up