რას მისცემს საქართველოს დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა - ექსპერტების მოსაზრება

რას მისცემს საქართველოს დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა - ექსპერტების მოსაზრება

access_time2021-12-08 13:00:59

საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენა, ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერება, ინვესტიციების მოზიდვა და ნდობის განმტკიცება -  ეს ის რამდენიმე საკითხია, რომელთა წარმატებით გადაჭრაში შესაძლო საქართველოს  დავოსის 2022 წლის იანვარში დაგეგმილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა დაეხმაროს. თუმცა ყველაფერი საბოლოოდ იმაზეა დამოკიდებული, რა გზავნილს ჩაიტანს კონფერენციაზე მიწვეული პრემიერ-მინისტრი საქართველოდან დავოსში, რითაც უცხოელი  მსხვილი ბიზნესმენებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ყურადღება უნდა მიიპყროს.



როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ,,კომერსანტთან“ აღნიშნავს, პანდემიურ პერიოდში ქვეყნის მიღწევათაგან ერთ-ერთია ეკონომიკური ზრდა, რითაც ღარიბაშვილი თავს ნამდვილად მოიწონებს. ის ასევე ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საგარეო ვალის შემცირება, საბიუჯეტო დეფიციტის კლება და სხვა, რა მიმართულებითაც მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა  სერიოზული მუშაობა გასწია.



,,საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით გამოირჩევა, ამის პარალელურად ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მზადდება პაკეტი ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების შესახებ“  უახლოესი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა დარგობრივი მიმართულების მიხედვით.  ამ პაკეტში ჩადებული იქნება პუნქტები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინვესტორებთან თანამშრომლობის შესახებაც, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა ეროვნული რესურსის გამოყენებით.  ამ პირობებში ასევე საინტერესო იქნება ეკონომიკური ზრდის მაღალი დონე და საგარეო ვალის პროცენტული წილის შემცირება მშპ-თან, რაც დიდი მიღწევაა საქართველოსთვის.  ასევე ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება,  მთლიანობაში ეს გარემოება ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას,  რომლის შემოდინება მკვეთრად არის შემცირებული. სწორედ აქ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა გლობალურ ასპარეზზე საქართველოს იმიჯი რაც შეიძლება საინტერესოდ გამოჩნდეს“, - აცხადებს ავთო სილაგაძე.



აკადემიკოსის შეფასებით, პანდემიურ 2020 წელთან შედარებით,  ეკონომიკაში ნამდვილად არის პროგრესი, რაც სწორედ ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში შეიმჩნევა.




,,ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია, ინვესტორების განწყობაზე დადებითად მოქმედებს სწორად მიწოდებული ჯანსაღი  ინფორმაცია.  ამის შემდეგ შემოდის ინვესტიციები. ცხადია, არა მხოლოდ ამის გამო, მაგრამ ნდობის ფაქტორია განმსაზღვრელი.  მიღწევებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, ამასთან, უზარმაზარი რესურსი ჯერჯერობით ისევ პანდემიასთან საბრძოლველად სჭირდება ქვეყანას. რთული გზა გვაქვს გასავლელი“, - დასძენს ,,კომერსანტთან“ ავთო სილაგაძე.

 


საქართველოდან წაღებულ გზავნილებზე აკეთებს აქცენტს ეკონომისტი რამაზ გერლიანი. ყველაზე მეტი სიკეთე, რაც შეიძლება დავოსის კონფერენციიდან ღარიბაშვილმა წამოიღოს, მისი თქმით, პოტენციური ინვესტიციებია, რა მხრივაც ყველაზე მეტად უჭირს ქვეყანას.



,,ელიტურ კონფერენციაში პირველი პირების მონაწილეობა ყოველთვის ქმნის სარგებლის მიღების შესაძლებლობას კონკრეტული ქვეყნისთვის. ჩვენს შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ექნება, რა გზავნილებს წაიღებს საქართველოდან ირაკლი ღარიბაშვილი, რა ინფორმაციას გააჟღერებს. ქვეყნები აკვირდებიან, ბევრ შემთხვევაში, თანხმდებიან ერთმანეთთან, რა ტიპის თანამშრომლობა განახორციელონ, თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს. ეკონომიკური ინტეგრაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა საკითხებიც დაისმება, დამოკიდებულია იმაზეც,  სხვა ქვეყნებთან მიმართებაში რა შეთავაზება ექნება წარმოდგენილი საქართველოს. სავარაუდოდ, ერთ-ერთი იქნება სატრანზიტო დერეფნის საკითხი, მსოფლიო სავაჭრო ინტეგრაციის მნიშვნელოვანი თემაა და ბევრ ქვეყანას უნდა აწყობდეს ამ ტიპის გარკვეული აქტივობა. ამ მიმართულებით გამტარ და  ანგარიშგასაწევ ქვეყანას წარმოვადგენთ“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ რამაზ გერლიანი.

 

 

შეგახსენებთ, რომ  2022 წლის 17-21 იანვარს შვეიცარიაში, ქალაქ დავოსში ეკონომიკური ფორუმი გაიმართება. 



მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, კლაუს შვაბმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ოფიციალურად მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.



,,მსოფლიოს გამოჩენილი პოლიტიკური, სამეწარმეო და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეკრება აუცილებელია თანამშრომლობის გზით მომავლის შენების რწმენის განსამტკიცებლად. ფორუმის მონაწილეები მადლიერნი იქნებიან, თუ ექნებათ შესაძლებლობა, მოისმინონ თქვენი ხედვა საქართველოში მდგრადი და თანაბარი ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფის შესახებ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მჭიდროდ ითანამშრომლებს თქვენს აპარატთან იმისთვის, რომ თქვენი მონაწილეობა რელევანტური იყოს თქვენთვის და თქვენი ქვეყნისთვის. მოუთმენლად ველი, რომ პირადად გიმასპინძლებთ დავოსში“,  - აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

 

მარი ჩიტაია




7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-07 17:30:45
ეროვნული ბანკის მიერ 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9119 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.96%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8850 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.28 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“
access_time2022-07-07 15:44:18
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“ — ამ სიტყვებით მიმართა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გააკეთა. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი...

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს
access_time2022-07-07 15:00:00
2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა. გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა: ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94...

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა
access_time2022-07-07 12:25:56
არქის დიდი ოჯახის საზეიმო ღონისძიება, მცხეთაში გაიმართა, სადაც სპეციალურად არქელებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო. საღამოს წამყვანი, არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე გახლდათ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ზრუნავდა. არქელების პირველ საზეიმო ღონისძიებას  ექვსი საცხვრებელი სახლის მაცხოვრებელი ესწრებოდა.   “არქიში წლებია, რაც სხვადასხვა დღესასწაულს არქელები ერთ დიდ ოჯახად აღვნიშნავთ. დღევანდელი ღონისძიების...

Credit Suisse ივანიშვილთან ურთიერთობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეყრდნობა

Credit Suisse ივანიშვილთან ურთიერთობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეყრდნობა
access_time2022-07-07 12:30:45
საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის...


მსგავსი სიახლეები

up