რას იწვევს კონტრაბანდული „მანჩესტერის“ მოხმარება - სამეგრელოს რეგიონში ყველაზე გაყიდვადი სიგარეტი 2.5 ლარი ღირს

რას იწვევს კონტრაბანდული „მანჩესტერის“ მოხმარება - სამეგრელოს რეგიონში ყველაზე გაყიდვადი სიგარეტი 2.5 ლარი ღირს

access_time2019-09-27 14:30:08

თამბაქოს ნაწარმის გაძვირების საგანგაშო შედეგებს შორის პირველ ადგილს კონტრაბანდული სიგარეტის რაოდენობის ზრდა წარმოადგენს, ამ კუთხით დიდი ხანია სამეგრელოს რეგიონი ყურადღების ცენტრშია. ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოტანილი სიგარეტი „მანჩესტერი“ , ზუგდიდსა და სამეგრელოს სოფლებში 2.5 ლარად იყიდება, ადგილობრივების თქმით, ეს სიგარეტი აფხაზეთში 1,5 ღირს.


სამეგრელოში ამბობენ, რომ ამ  კონკრეტული სიგარეტის მოხმარებას სხვადასხვა უკუეფექტები აქვს მოხმარების პროცესშივე, როგორებიცაა სისუსტის შეგრძნება და თავბრუსხვევა. ახალგაზრდები, ვინც ამ სიგარეტს აქტიურად მოიხმარენ მიჩნევენ, რომ თამბაქოს ეს კონკრეტული ნაწარმი იმდენად არაჯანსაღია, რომ ზოგჯერ მისი მოწევა შეუძლებელიც კია, მაგრამ ფასიდან გამომდინარე ზუგდიდში ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მიიჩნევა.


„მთელი ზუგდიდი „მანჩესტერს“ ყიდულობს რა თქმა უნდა.  იმის მერე, რაც სხვა სიგარეტზე ფასი გაიზარდა, ამ სიგარეტის შემოტანა გალიდან აქტიურად დაიწყეს. იყიდება ბაზარში ძალიან ბევრ ადგილას. ვიცით, რომ დიდი მანქანა შემოდის და სოფელ რუხში იცლება.“  - ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

 

„არალეგალურად გადმოაქვთ და  ამ სიგარეტს  2.5 ლარად ყიდიან.  საშინელი მოსაწევია,  ერთი ღერი 10 წუთი იწვის, ზოგჯერ თავისით ქრება, არ ვიცი რა შემადგენლობა აქვს, მაგრამ სადაც  ოკუპირებულ აფხაზეთში 1,5 ღირს ეს სიგარეტი , წარმომიდგენია რა საშინელებას ვეწევით. თან ხველება ეწყება ზოგიერთს, პირველივე ღერი დღეში გთენთავს და გულის რევის შეგრძნებას გიჩენს“ - ამბობს თამბაქოს ერთ-ერთი მომხმარებელი „კომერსანტთან“ საუბარში.


„კომერსანტი“ საკითხთან დაკავშირებით ტოქსიკოლოგ სოსო კუტუბიძეს დაუკავშირდა, რომელიც მსგავსი თამბაქოს გამოყენების შემთხვევაში ფილტვებთან და თავის ტვინთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საუბრობს. 


„თამბაქოებს ემატება სხვადასხვა არომატიზირებული პროდუქტი, ან გარკვეული დანამატები, რომელმაც შეიძლება ფილტვების სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. ადამიანი მწვავე თამბაქოს მოწამვლით ვერ მოხვდება საავადმყოფოში, მაგრამ უვითარდებათ ფილტვის პათოლოგიები, აქვთ თავის ტვინთან დაკავშირებული პრობლემები იმაზე ადრე, ვიდრე შემოწმებული თამბაქოს მოხმარებისას. იაფფასიანი არის ის, რაც დაბალხარისხიანია, ასე რომ საფრთილოა.რა შემადგენლობა აქვს მსგავს სიგარეტებს ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ კარგი იქნება თუ შემოწმდება და გაკონტროლდება, რომ ეს თამბაქო აღარ გაიყიდოს და ახალგაზრდები ნაკლები რისკის ქვეშ იყვნენ“  ამბობს სოსო კუტუბიძე.



სამეგრელოს რეგიონში, ოკუპირებული  აფხაზეთიდან კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის საკითხი დიდი ხანია პრობლემურია და  არალეგალური შემოტანის ფაქტების არაერთხელ გამოვლენის მიუხედავად, სიტუაცია განსაკუთრებით  ბოლო პერიოდში მასიურ სახეს იღებს.  

 

 „სამეგრელოს რეგიონში სიგარეტზე აქციზის გაძვირების შემდეგ ჩვენი გაყიდვები ნულამდე დაიეცა“ -  ამბობს JTI-ს კომუნიკაციების სპეციალისტი ივა ხასია საკითხის შეფასებისას.


ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოდის არა მარტო  „მანჩესტერი არამედ სხვა“,  სხვა ბრენდებიც.  ჩვენი ყველაზე იაფფასიანი არის 5 ლარიანი სიგარეტი , შესაბამისად კონკურენციას ვერ ვუწევთ.  მომხმარებლის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ რა თქმა უნდა ურჩევნია 2 ლარი ან 2,5 გადაიხადოს ვიდრე 5 ლარი . ეს პრობლემა დგას უკვე დიდი ხანია. ამის კონტროლს რაც შეეხება ვიცით, რომ შემოსავლების სამსახური და საბაჟოც ძალზედ აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს ამ პროდუქტის შემოდინება,  არის დაკავებების ფაქტებიც და ეს ძალიან კარგია.  თუმცა,ეს არ არის საკმარისი იმიტომ, რომ იმდენად მასიური სახე აქვს ამ ყველაფერს, რომ ფაქტობრივად მთელს რეგიონს მოიცავს. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაბალია აქციზის მატების გამო. მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგი, საქართველო ამოვარდა კონტექსტიდან რეგიონში სიგარეტის ფასის კუთხით. იმიტომ, რომ ყველგან ჩვენზე იაფია.  ეს რა თქმა უნდა, პირდაპირ უბიძგებს არაკანონიერ მეწარმეებს, შემოიტანონ და არაკანონიერი გზებით აწარმოონ ამ პროდუქტის რეალიზაცია. ისინი არაფერს არ იხდიან და პირდაპირ მათ ჯიბეში მიდის ის შემოსავალი, რაც კონტრაბანდული სიგარეტიდან შემოსდით.“ –განმარტავს ივა ხასია.


ზუგდიდის მაცხოვრებლები მიანიშნებენ იმაზეც, რომ სამეგრელოში, ოკუპირებული აფხაზეთიდან კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის შესახებ პოლიციის უწყების ნაწილს არათუ ინფორმაცია აქვს, არამედ ლობირებს კიდეც ბიზნესს და ხელს უწყობს მათ რეალიზაციას.


„შემოვა ხოლმე მანქანა და წრეს შემოარტყამს რამდენიმე პოლიციელი, ხდება დაცლა საქონლის. ეს ყველამ იცის“ - ამბობს ერთ–ერთი მაცხოვრებელი.შემოდის თუ არა და  როგორ კონტროლდება ოკუპირებული აფხაზეთიდან კონტრაბანდული სიგარეტი, ამის გარკვევად  „კომერსანტი“  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირიდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში არსებული დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით.

„საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვის გათვალისწინებით, წარმოადგენს მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა.


მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ, რეგიონში გამოვლენილია აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის 50 ფაქტი. საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 67 პირის მიმართ, მათ შორის დაკავებულია 44 პირი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულია 97 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი.


აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ სს კოდექსის მე-200 მუხლის თანახმად, ქმედება დასჯადია, როდესაც უაქციზო საქონლის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს, ხოლო თუ მისი ღირებულება 2000 ლარზე ნაკლებია, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაზედაც რეაგირებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი.


საგამოძიებო დეპარტამენტის ქვედანაყოფები აქტიურად მუშაობენ და გააგრძელებენ შესაბამის ღონისძიებებს, აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის მაქსიმალურად აღკვეთისა და შემცირების მიზნით“-აღნიშნავენ საგამოძიებო სამსახურში.  რაც შეეხება ადგილობრივების  ინფორმაციას,რომ რომ საგამოიებო სამსახურის თანამშრომლების ნაწილი ჩართულია არალეგალური თამბაქოს რეალიზაციაში და ლობირებას უწევს, უწყებაში განმარტავენ: „აღნიშნული კითხვა უსაფუძვლოა. თუკი ვინმეს გააჩნია კონკრეტული ინფორმაცია საჯარო მოსამსახურეების, მათ შორის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, აღნიშნულის თაობაზე შეუძლიათ მიმართონ საქართველოს გენერალურ პროკურატურას“. 


 

მარიამ მორგოშია






მამუკა ხაზარაძე პროგრეს ბანკთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს პასუხობს

მამუკა ხაზარაძე პროგრეს ბანკთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს პასუხობს
access_time2019-10-18 16:00:11
კეთილი ინებოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელმაც ურცხვად თქვა, რომ არ იცის „პროგრეს ბანკისა და ამ ტრანზაქციებს შესახებ, ჩაბრძანდეს ერთი სართულით ქვევით, შეკრიბოს ის გუნდი, რომელიც დღე და ღამე ამ ტრანზაქციებს უყურებდა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს „პროგრეს ბანკთან დაკავშირების განუცხადა. კითხვაზე, არის თუ არა ხაზარაძისთვის ცნობილი, რომ „პროგრეს ბანკიდან არაუზრუნველყოფილი სესხები გაიცემოდა კახა კალაძის...

Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება

Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება
access_time2019-10-18 13:55:46
2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი...

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს  სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს
access_time2019-10-18 13:50:03
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს. პროგრამა მთელ საქართველოზე ვრცელდება. ჯიპიაი პროგრამას აგრძელებს და რეგიონების მაქსიმალურად ჩართვას გეგმავს.პროგრამაში უკვე ჩართულია 95 000 ავტომფლობელი. საჩუქრად მიღებული პოლისებით ჯიპიაიმ მხოლოდ წელს დაზღვეულებს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაუარა. სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ მასშტაბური სოციალური პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ...

არჩილ მესტვირიშვილი:„ეროვნული ბანკის ამჟამინდელი ოფისი რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო შეგვიქმნის პრობლემებს“

არჩილ მესტვირიშვილი:„ეროვნული ბანკის  ამჟამინდელი ოფისი რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო შეგვიქმნის პრობლემებს“
access_time2019-10-18 15:00:00
„საქართველოს ეროვნულ ბანკს ფუნქციები ეზრდება და გაიზრდება მომავალში კადრების რაოდენობაც,რაც იწვევს საოფისე ფართის მკვეთრ უკმარისობას. ჩვენი თანამშრომლების 1/3 ნაქირავებ ოფისში მუშაობს, ეს ცალკე პრობლემას ქმნის, იმის გარდა,რომ ორ სხვადასხვა ადგილას ვართ განთავსებულები, გვაქვს ხარჯიც“-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ სებ-ის ახალი ოფისის მშენებლობის შესახებ...

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი
access_time2019-10-18 13:07:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალური ქსელით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრების თემას ეხმიანება და საპატრიარქოს წინასაარჩევნოდ რჩევებს აძლევს: საქართველოს საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. არჩევნებამდე პოლიტიკოსების რიგი იქნება...


მსგავსი სიახლეები

up