რას იწვევს ფერმერთა სკოლების სიმცირე საქართველოში

რას იწვევს ფერმერთა სკოლების სიმცირე საქართველოში

access_time2021-12-04 14:00:40

ქართული აგროსექტორი ყველაზე მეტად შესაბამისი ცოდნის ნაკლებობას განიცდის. არაერთი საგანმანათლებლო პროგრამის მიუხედავად, კურსდამთავრებულებს საკმარისი ცოდნა არ აქვთ. მხოლოდ თეორიის შესწავლა რეალურ პრობლემებზე ეფექტიან პასუხს ვერ უზრუნველყოფს. ასეთ ვითარებაში, მოკლევადიანი, პრაქტიკულ ცოდნაზე ორიენტირებული კურსები თუ სკოლები ფერმერთა წარმატებაში უდიდეს როლს ასრულებს.

ცოდნის დეფიციტი

„დღეს უნივერსიტეტები და კოლეჯები ცალკე სამყაროა. „იბეჭდებიან“ დიპლომირებული სპეციალისტები. კურსდამთავრებულების ცოდნა კი პრაქტიკაში – თავისი ფერმა რომ მოაწყოს, ან რომელიმე კომპანიაში დასაქმდეს – საკმარისი არ არის. ერთმანეთს აცდენილია ეს ორი მიმართულება“, – ამბობს  ცხოველთა საკვების მწარმოებელი კომპანიის – ნუტრიმაქსის ტექნიკური ჯგუფის დირექტორი რევაზ ლაფაჩი.

ნუტრიმაქსში პანდემიისა და სწორედ რეალურ სივრცეში არსებული გამოწვევების საპასუხოდ გაჩნდა ფერმერთა სკოლის შექმნის იდეა.

სკოლა ფერმერებისა თუ პანდემიის გამო სოფლებში დაბრუნებული ადამიანების მხარდასაჭერად შეიქმნა. ონლაინ და ფიზიკურ სივრცეში ადამიანები შინაური ცხოველების მოვლის შესახებ პრაქტიკულ ინფორმაციას იღებენ, ვიდეოგაკვეთილებს ესწრებიან და სწავლობენ, როგორ მართონ საკუთარი მეურნეობა.

ნუტრიმაქსის ფერმერთა სკოლა ჯერ აკრედიტებულ სასწავლო პროგრამებს არ ფლობს. მთავარი აქცენტი პრაქტიკულ ნაწილს ეთმობა. Facebookში შექმნილ სკოლა-ჯგუფს 6 600 წევრი ჰყავს. ისინი ონლაინტრენინგებს ესწრებიან და რჩევებს გამოცდილი სპეციალისტებისგან იღებენ. 

„ადამიანებმა არ იციან, როგორ მოუარონ შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, როგორ გაზარდონ წიწილა ან ხბო. სკოლა ჩვენი კერძო ინიციატივაა. ჩვენი ჯგუფის წევრებიდან 40-მა ადამიანმა 2-თვიანი კურსიც გაიარა ჩვენს ბაზაზე. ვასწავლიდით, როგორ უნდა იყოს მოწყობილი ფერმა; როგორ უნდა მართავდნენ დაავადებებს. ვესაუბრებოდით კვებასა და მენეჯმენტზე, ასევე ეკონომიკურ ასპექტებზე, რომ გამართლებული იყოს მათი საქმიანობა. ადამიანები, როგორც წესი, არ ითვლიან, რა უჯდებათ 1 კილოგრამი ხორცის ან 1 ლიტრი რძის წარმოება“, – ამბობს რევაზ ლაფაჩი.


სოფლის მეურნეობა ბიზნესია. თუ ფერმერი ამ მიმართულებას ისე არ შეხედავს, როგორც ბიზნესს, და სწორ ეკონომიკურ გათვლებს ვერ გააკეთებს, მისი წამოწყება ზარალიანი გახდება. ფინანსური საკითხების სწორად გაანალიზება ცოდნის დეფიციტში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

რა არის გამოსავალი?

გამოსავალი დუალური განათლება და საგანმანათლებლო პროგრამებში პრაქტიკული სწავლების როლის გაძლიერებაა. ისეთი სივრცეების შექმნა, სადაც მოქმედი თუ მომავალი ფერმერები, თეორიასთან ერთად, კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზებს შეისწავლიან. ევროპული გამოცდილება ცხადყოფს, რომ პროცესში ბიზნესის მეტი ჩართულობა პროფესიულ სასწავლებლებს კადრების საჭირო უნარებით აღჭურვაში ეხმარება. შედეგად, შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი მცირდება.

ნუტრიმაქსის ტექნიკური ჯგუფის დირექტორი განმარტავს, რომ საქართველოში პრობლემაა, როგორც პროფესიული ტექნიკური სასწავლებლების ნაკლებობა, ასევე მათი კომპეტენცია. ამიტომ ხშირად კადრების კერძო პროექტების დონეზე გადამზადება ხდება.

კომპანია საგანმანათლებლო პროგრამებში ოფიციალურად ჩართვას მომავალი წლიდან გეგმავს. ამბობენ, რომ მომავალი წლიდან საპილოტე რეჟიმში რამდენიმე პროგრამის გაშვება განიხილება. ფერმერთა სკოლის დაფუძნებამ ამ იდეის მიმართ ინტერესი გაზარდა. გაჩნდა შეთავაზებებიც, რომ სასწავლო პროგრამებს სისტემური ხასიათი მიეცეს. 

„გვინდა, რომელიმე კოლეჯთან, ინსტიტუტთან ან კოლეჯების ერთობლიობასთან სასწავლო სილაბუსები და პროექტები შევიმუშაოთ, რეალობასთან უფრო ახლოს მყოფი პროგრამები შევადგინოთ, რათა კადრი, რომელიც დაასრულებს ამ სასწავლებელს, იყოს უკვე დასაქმებული ან თვითდასაქმებული. მისი გამოცდილება და უნარები მისაღები იყოს როგორც კომპანიის, ასევე საკუთარი ბიზნესის წარმოებისთვის“, – ამბობს რევაზ ლაფაჩი.

წყარო: Business Feed





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up