რას ითხოვს MVNO კომუნიკაციების კომისიისგან?

რას ითხოვს MVNO კომუნიკაციების კომისიისგან?

access_time2022-12-09 00:00:05

მობილური ვირტუალური ოპერატორების (MVNO) ასოციაციის წევრები- „შპს ჯიენსი“, „შპს ინექსფონი“ და „შპს მაიფონი“ - კომუნიკაციების კომისიას მიმართავენ თხოვნით ძალაში დატოვოს 2019 წლის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილურ ოპერატორებს დაეკისრათ ვირტუალური ოპერატორის საკუთარ ქსელზე დაშვების ვალდებულება.


MVNO ასოციაციაში შემავალ სამივე კომპანიას ბოლო სამი წლის განმავლობაში როგორც საჯარო, ისევე - კერძო მიმართვებში არაერთხელ აქვთ გაცხადებული მზაობა და სურვილი მობილურ ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვების მოპოვების, თუმცა როგორც კომპანიები ამბობენ მსხვილი ოპერატორების მხრიდან შესაბამისი მზაობა არ არსებობს.


„ ქსელის ოპერატორების მხრიდანაც არაერთხელ გაკეთდა საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ მზად არიან მობილური ვირტუალური ოპერატორი დაუშვან საკუთარ ქსელზე, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ამ დრომდე სიტყვიერი მოლაპარაკებიდან რეალურ სამუშაო პროცესში გადასვლა არცერთ ჩვენგანთან არ მომხდარა. ქსელის ოპერატორების საჯარო მზაობა მხოლოდ ერთი ოპერატორის მიერ და მხოლოდ ერთი ახლად დაარსებული კომპანიის დაშვებით შემოიფარგლა. კერძოდ, საუბარი გვაქვს შპს ,,ეკლეკტიკსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წელს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე „ჰალოს“ სახელით პირველმა ქართულმა ვირტუალურმა მობილურმა ოპერატორმა დაიწყო საქმიანობა და დღეის მდგომარეობით 80-მდე აბონენტი ერიცხება“, - ვკითხულობთ ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



ამასთან ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ შპს ,,ეკლეკტიკის“ ბაზარზე გამოჩენა და ყოველგვარი შეფერხების გარეშე მათთვის ხელშეკრულების გაფორმება უამრავ ეჭვსა და კითხვას აჩენს.


„MVNO დაშვების მსურველ ასოციაციაში შემავალ კომპანიებს გვიჩნდება განცდა, რომ არსებული შეთანხმება შპს ,,ეკლეკტიკსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის არა სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი შეთავაზებების შექმნას, არამედ ფასადურად კომისიისთვის მიცემული პირობის შესრულებას ისახავს მიზნად.


საგულისხმოა, რომ „ჰალოს“ შეთავაზება „სილქნეტის“ პაკეტების იდენტურია და განსხვავება მხოლოდ ფასშია, კერძოდ, ჰალო 2 ლარით იაფია ვიდრე სილქნეტი. ასევე, პოტენციური აბონენტისთვის „ჰალოში“ პორტირება ან ახალი სიმ ბარათის აღება ისევე როგორც კომპანიასთან დაკავშირება დიდ სირთულეს წარმოადგენს - კომპანიას არ აქვს მითითებული მომსახურების წერტილების ზუსტი მისამართი, იურიდიულ მისამართზე არასდროს არავინ იმყოფება, უცნობია კომპანიის სამუშაო და არასამუშაო საათები, რაც ოპერირებისა და MVNO კომპანიისთვის სწორ სეგმენტზე გასასვლელად სასიცოცხლოდ აუცილებელია.


ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებისა და გარემოებების გამო, ვთვლით, რომ არამც თუ უნდა გაუქმდეს რეგულაცია, არამედ პირიქით კომისია უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ სფეროს რეგულირებაში. სწორედ ამიტომ კომუნიკაციების კომისიას მივმართავთ თხოვნით, არ გააუქმოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილება“, - ნათქვამია განცხადებაში.


წყარო: https://gbc.ge/





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up