რას ითვალისწინებს „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი და რა პოზიცია აქვთ რეგულაციებთან დაკავშირებით სექტორის წარმომადგენლებს

რას ითვალისწინებს „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი და რა პოზიცია აქვთ რეგულაციებთან დაკავშირებით სექტორის წარმომადგენლებს

access_time2022-11-21 16:00:45

მთავრობა კერძო სექტორთან ერთად „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის შექმნაზე წლებია მუშაობს, საბოლოო ვარიანტი დღის შუქს რამდენიმე თვეში იხილავს. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ პროექტი პარლამენტში გაზაფხულზე დარეგისტრირდეს.


როგორც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატა კვაჭანტირაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა,  კანონპროექტი ტურიზმის კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოებას, ტურისტების უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებს და მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტებს მოიცავს.


„მოხდება ინტეგრირება ევროდირექტივებიდან გამომდინარე, იმ ძირითად საკითხებზე, რომელსაც ზოგადად ევროკავშირი ითხოვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ კანონით დარეგულირდება სათავგადასავლო მიმართულებები და უსაფრთხოების ნაწილში მეტი დაცულობის საშუალება გვექნება. მნიშვნელოვანი ფაქტორია ტურისტის უსაფრთხოება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კანონის შექმნის პროცესში ინტენსიურად იყო ჩართული კერძო სექტორის წარმომადგენლები და გარკვეულწილად  თანამშრომლობის  მოდელი შეიქმნა.


კანონპროექტით განსაზღვრულია ასევე ისიც, რომ შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელიც იმუშავებს იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც სექტორს დღის წესრიგში დაუდგება. ეს არის მიმდინარე საკითხები, თუ არსებული გამოწვევები, რომლის წარდგენაც კანონქვემდებარე აქტებში მოხდება“, - აცხადებს კვაჭანტირაძე.


როგორც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, აღნიშნული საბჭო დაკომპლექტდება, როგორც კერძო და საჯარო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან.


„პროცედურულად შეიქმნება ერთიანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს ძირითადად საკითხებზე ერთობლივ მუშაობას, რათა  თანამშრომლობაზე დაფუძნებული მუშაობით მოხდეს არსებული საკითხების თუ პრობლემების გადაჭრა.


ეს რეკომენდაციები შემუშავდება სწორედ ამ ერთიანი საბჭოს ფორმატში, რომელიც დაკომპლექტდება როგორც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.



მაქსიმალური კოლაბორაცია უნდა მოხდეს, რათა ერთად ვიმუშაოთ და არა განყენებულად, სექტორმა ცალკე, საჯარო სექტორმა ცალკე და ასე შემდეგ. მაგალითად, მარკეტინგის ნაწილი სექტორთან თანამშრომლობით კეთდება, მაგრამ ამ მიმართულებითაც იქნება ერთობლივი კოლაბორაცია.


მთავარია, უნდა შეიქმნას ისეთი დოკუმენტი, რომელიც ხელს არ შეუშლის ბიზნესის განვითარებას. ჩვენი მოტივაცია არის ის, რომ უფრო გააუმჯობესოს და ხელი შეუწყოს ბიზნესების ოპერირებას“, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე.


მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით შემოდის მომხმარებლის დაზღვევის მექანიზმი.


„ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე, რამდენად კეთილსინდისიერად მოემსახურება ბიზნესი მომხმარებელს, რომელიც მიმართავს ტურისტულ სააგენტოს.  ჩვენი მოტივაცია ასევე არის ის, რომ ნებისმიერ ჩანაწერის გაჩენით არ უნდა დაზარალდეს ბიზნესი. არსებული დოკუმენტით ბიზნესი უნდა იყოს მოქნილი, რაც შეეხება ნებისმიერი პუნქტს, ტურისტული პაკეტის შემუშავების ნაწილში თუ დაზღვევის ნაწილში, ეს დღესაც მუშა პროცესია“, - განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.


წარმოდგენილი ცვლილებებით, ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება, აქ მოიაზრება როგორც ტურ-ოპერატორები, ისე გიდები, კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების გამწევი, ასევე მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი შემოდის ცალკე მარეგულირებელი ნორმები, კერძოდ, სავალდებულო იქნება როგორც სამთო, ისე სათხილამურო და ალპური გამყოლის სერტიფიცირება.


ტურისტული სააგენტო „გოუ ტურის“ დირექტორი ნინო წიკლაური ამბობს, რომ თუკი ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება, ეს მხოლოდ მისასალმებელია.


„ოდესმე უნდა დავიწყოთ სერვისების განვითარებაზე ფიქრი. სერვისის ხარისხის ზრდა კი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ტურიზმის ინდუსტრია კიდევ უფრო განვითარდეს და წინ წავიდეს. მივესალმები, თუკი ტურიზმის სექტორში დასაქმებული ყველა მიმართულების სერტიფიცირება მოხდება. მხოლოდ საუბრით წინ ვერ წავალთ, მთავარია ეტაპობრივად დავიწყოთ“, - განმარტავს ნინო წიკლაური.


აღსანიშნავია, რომ „ტურიზმის შესახებ“ კანონი სხვა საკითხებთან ერთად, დაარეგულირებს ტურისტული ოპერატორებისა და ტურისტების ურთიერთობას. პროექტის მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება, იქონიოს ფინანსური უზრუნველყოფა მისი შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის. იმის დასადგენად, თუ რამდენად ადეკვატურია ტუროპერატორის დაზღვევა ან საბანკო გარანტია, სუბიექტმა კონკურენციის სააგენტოს წლიური და კვარტალური ანგარიში უნდა წარუდგინოს.


როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი იწყებს თემატურ მოკვლევას თემაზე „პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგია და მისი ეკონომიკური შედეგები“.


„ტურიზმი ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნია კომიტეტმა, რომ დაიწყოს თემატური მოკვლევა პოსტკრიზისულ პერიოდში განახლებულ სტრატეგიასა და ეკონომიკურ შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, ვისაც ექნება სურვილი ჩაერთოს ამ თემატურ მოკვლევაში. ამ საკითხზე კომიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რათა სტრატეგიის დაგეგმვა შესაბამისობაში იყოს იმ გამოწვევებთან, რომელიც დღეს ტურიზმის სექტორს გააჩნია“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.





Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up