რას ითვალისწინებს „ლელოს“ საგარანტიო ფონდის მოდელი

რას ითვალისწინებს „ლელოს“ საგარანტიო ფონდის მოდელი

access_time2020-05-04 15:30:50

,,მსურს გამოვეხმაურო რამდენიმე ბიზნესმენის მიერ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მიერ შემუშავებული 6 მილიარდ ლარიან ანტიკრიზისული პაკეტის იმ ნაწილის შეფასებას, რომელიც ეხება ბიზნესისთვის 3 მილიარდი მოცულობის საგარანტიო ფონდის შექმნას. პირველ რიგში, მინდა გაზი გავუსვა, რომ „ლელოს“ ყოველ ინიციატივას წინ სდევს ანალიტიკური ჯგუფის მიერ მონაცემების ანალიზი, ასევე, საერთაშორისო გამოცდილებისა და ჩვენი ქვეყნის რეალური საჭიროებების კვლევა. ამ გუნდმა დაწვრილებით შეისწავლა საგარანტიო ფონდის თურქული, იაპონური და აღმოსავლეთ ევროპული მოდელები.


„ლელოს“ იდეა მდგომარეობას იმაში, რომ დღეს, პანდემიის გამო იძულებით გაჩერებულ და კრიზისში მყოფ ბიზნესს, განსაკუთრებით მის მცირე და საშუალო ზომის ნაწილს, სასიცოცხლოდ ესაჭიროება მარტივად ხელმისაწვდომი და იაფი ფინანსური რესურსები, რათა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები, აღადგინოს და განავითაროს მისი საქმიანობა შეზღუდვების მოხსნის პარალელურად. თუმცა, კრიზისულ პერიოდში, გაზრდილი რისკების გამო, კომერციული ბანკები თავს იკავებენ ბიზნესის დაკრედიტებისგან.


ლელოს მოდელით, უნდა შეიქმნას ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო საგარანტიო ფონდი, რომელიც სიცოცხლისუნარიანი კომპანიებისთვის გასცემს საკრედიტო გარანტიას იმ პირობით, რომ ისინი შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილების მინიმუმ 80%-ს და განავითარებენ ბიზნესს. ფონდის გარანტია კომპანიის სასარგებლოდ გაიცემა ბანკის მიერ გაცემული სესხის ძირის 90%-მდე ოდენობაზე, ხოლო თუ ეს კომპანია ექსპორტითაა დაკავებული, მაშინ ის შეიძლება გავრცელდეს სესხის 100%-ზეც. ასევე, შესაძლებელია რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდში ზოგიერთ გაცემულ სესხზე საპროცენტო განაკვეთი იყოს 0%, თუკი გაცემული სესხის მომსახურების ხარჯის გაყოფაზე ბანკები და ფონდი შეთანხმდებიან.


თუ საგარანტიო ფონდის მოცულობა იქნება 3 მილიარდი ლარი, ის ხელს შეუწყობს ბიზნეს-სესხების მთლიანი პორტფელის 30 მილიარდ ლარამდე გაზრდას, რომელიც დღეს 21 მილიარდ ლარს შეადგენს.



ბიზნესისთვის აღნიშნული საგარანტიო მომსახურება იქნება უფასო, ხოლო კომერციული ბანკები გარანტიის გამოყენების შემთხვევაში საგარანტიო ფონდს გადაუხდიან საკომისიოს, რაც შემდგომში უზრუნველყოფს საგარანტიო ფონდის მდგრადობას. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული კომერციული ბანკის მთლიანი სასესხო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს კრიზისის პერიოდში.


ფონდი კრიზისის შემდეგაც გააგრძელებს ფუნქციონირებას და ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შემდგომი წლების განმავლობაში. ჩვენი გათვლებით, ლელოს მოდელის განხორციელება ქვეყანაში შემდგომი 4 წლის განმავლობაში 200.000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.


ბოლოს, მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ საგარანტიო ფონდი ადრეც შეიქმნა და მან არ იმუშავა. ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა მხოლოდ იდეა, რომელიც ვერასდროს დანერგა რეალობაში. შესაბამისად, ქართულ კომპანიებს მსგავს სერვისზე წვდომა არასდროს ჰქონიათ’’ - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up