დასაქმება, საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობა, ბიზნესგარემო, მცირე და საშუალო მეწარმეობა - რას ითვალისწინებს ახალი სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

დასაქმება, საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობა, ბიზნესგარემო, მცირე და საშუალო მეწარმეობა - რას ითვალისწინებს ახალი სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

access_time2019-09-03 19:00:35

პარლამენტის ბიუროს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და “სამთავრობო პროგრამა 2019-2020“  წარედგინა. 


როგორია ახალი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სამთავრობო გუნდის ეკონომიკური განვითარების გეგმა და რა ცვლილებებს გვპირდება მომავალი ხელისუფლება ერთი წლის განმავლობაში.


„სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ ეკონომიკურ ნაწილში აერთიანებს დასაქმებას, საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობას, ბიზნესგარემოს, მცირე და საშუალო მეწარმეობას, რეგიონული ჰაბის მნიშვნელობას საქართველოსთვის, ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ენერგეტიკას, ტურიზმს, ტრანსპორტის განვითარებასა და რეგიონულ ეკონომიკურ პოლიტიკას. აღნიშნულ მიმართულებას დოკუმენტში 11 გვერდი ეთმობა.


 „კომერსანტი“ გთავაზობთ რამდენიმე საყურადღებო პუნქტს სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური ნაწილიდან:


დოკუმენტის ეს ნაწილი იწყება ფისკალურ დისციპლინის მნიშვნელობის ახსნით:

 

ფისკალური ჩარჩო ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:


  • გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი, გამოთავისუფლებული ხარჯები მოხმარდება სახელმწიფო ინვესტიციების ზრდას.


  • სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასთან ერთად შენარჩუნდება საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებელი.


  • მთავრობის ვალი მშპ-სთან შენარჩუნდება სტაბილურ დონეზე. ვალის აღება განხორციელდება გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისთვის.

 

დასაქმება


  • განხორციელდება შრომის ბაზრის სიღრმისეული ანალიზი, როგორც მიწოდების ასევე მოთხოვნის მიმართულებით.


  • სახელმწიფო უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდას კარიერული დაგეგმვის, მომზადებისა და გადამზადების კუთხით.


  • სახელმწიფო აქტიურად შეუწყობს ხელს პოტენციური დამსაქმებლების ჩართულობას პროფესიული გადამზადების პროცესში.  


 

ბიზნესგარემო



  • დაცული იქნება საკუთრების უფლების ხელშეუვალობის პრინციპი;


  • გაძლიერდება დიალოგი ბიზნესთან, კერძო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მოგვარებისთვის. გაძლიერდება ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტი;


  • შენარჩუნებული იქნება და დაიხვეწება მარტივი და სამართლიანი საგადასახადო ადმინისტრირების წესები. ამასთან, საგადასახადო და მაკონტროლებელი ორგანოების მუშაობა ორიენტირებული იქნება გადასახადებისგან თავის არიდების პრევენციაზე;


  • გაგრძელდება ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც, ერთი მხრივ, საშუალებას მისცემს ბიზნესსექტორს, ისარგებლოს თანამედროვე და ეფექტიანი მომსახურებით, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს გადასახადებისგან თავის არიდების რისკების შემცირება და სამართლიანი საგადასახადო ადმინისტრირება;


  • საგადასახადო ადმინისტრირებაში დაიწყება ავტომატური დეკლარირების სისტემის დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საგადასახადო ორგანოებთან ბიზნეს სუბიექტების მუშაობის დროს და საჭირო რესურსს;


  • მოხდება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან;


  • გაანალიზდება სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, მათი ეფექტიანობის და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდება მათი მოდიფიცირება;


  • გაგრძელდება მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა, არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალის ათვისება, რომლის ფარგლებშიც მეწარმეებს ხელი შეეწყობათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წარმოების და სისტემების განვითარებაში; ახალი ბაზრების მოძიების მიზნით, განხორციელდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების არეალის შემდგომი გაფართოება (ისრაელი, ინდოეთი, აშშ, ყურის არაბული ქვეყნები);


  • აქტიური და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვისთვის. ასევე, განხორციელდება ბუნებრივი რესურსების მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვა, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი იქნება ეკონომიკისთვის მაქსიმალური სარგებლის მიღება, მარაგების მართვის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით;


  • საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად გატარდება „ერთი ფანჯრის პრინციპზე“ აგებული პოლიტიკა.


  • გაძლიერდება საკოორდინაციო მექანიზმები როგორც ცენტრალური ხელისუფლების უწყებებთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებთან. შედეგად,  გაიზრდება კომუნიკაციის ეფექტიანობა საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებთან; 


  • გაგრძელდება ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა;


  • გადახდისუუნარობის საქმისწარმოებასთან დაკავშირებული პროცედურების დასახვეწად გატარდება გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმა. გაჩნდება მეტი სტიმული საწარმოების რეაბილიტაციისათვის, მეტი გარანტიები კრედიტორთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უზრუნველსაყოფად;


  • ფართოდ დაინერგება რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტი, რაც მოგვცემს საშუალებას, თითოეული გადაწყვეტილების გავლენა ეკონომიკაზე იყოს წინასწარ გაანალიზებული შესაძლო ნეგატიური გავლენებისაგან თავიდან არიდების მიზნით;


  • თითოეული რეფორმის თუ ინიციატივის განხორციელებამდე, შეფასდება მათი შესაძლო გავლენა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებზე;


  • მიღებულ იქნება „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი, რომელშიც ასახული იქნება ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნები, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას;


  • კონკურენტული ბიზნესგარემოს ხელშეწყობისთვის მოხდება სახელმწიფოს ეტაპობრივად გამოსვლა ეკონომიკის იმ დარგებიდან, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი.



მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა



  • საკრედიტო-საგარანტიო სქემა მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ფინანსებზე წვდომას მცირე და საშუალო ბიზნესს, ხელს შეუწყობს ეკონომიკის დამატებით დაკრედიტებას, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ლიკვიდობის გაუმჯობესებას.


  • „აწარმოე საქართველოში“ სააგენტო კვლავ აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივი წარმოებისა და სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებებით მუშაობას.


  • მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში გაგრძელდება საწარმოებისა და სასტუმროების სესხის პროცენტის თანადაფინანსება.


  • ასევე აქტიურად გაგრძელდება საექსპორტო პოტენციალის მქონე კომპანიების მხარდაჭერა ექსპორტის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენების გზით (საერთაშორისო გამოფენები, საერთაშორისო სავაჭრო მისიები, საერთაშორისო კონფერენციები, B2B პლატფორმა).


  • საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გაგრძელდება ფინანსებთან წვდომის კომპონენტის - თანადაფინანსების გრანტების გაცემა.


  • განისაზღვრება სტარტაპის სამართლებრივი დეფინიცია და სტარტაპის სტატუსის მოპოვების წესი, რაც საშუალებას მისცემს სტატუსის მქონე სუბიექტებს ისარგებლონ სპეციალურად სტარტაპებისათვის შექმნილი პროგრამებით.


საქართველო - რეგიონალური ჰაბი

 


  • მოხდება სატრანსპორტო სისტემების სრულყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მულტიმოდალური და ინტერმოდალური გადაზიდვებისა და ლოგისტიკური ცენტრების განვითარების  ხელშეწყობის  გზით;


  • გაგრძელდება მუშაობა ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ქვეყნის სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაციაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების TEN-T-ის საინვესტიციო გეგმის  შესრულების გზით.


  • ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა ბიძგს მისცემს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო ტერმინალის  განვითარებას.


  • ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს.


  • სამოქალაქო ავიაციის სფეროში ხელი შეეწყობა „ღია ცის“ პოლიტიკის გატარებას, რაც უზრუნველყოფს ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას ქართულ ბაზარზე, ახალი პირდაპირი ავიამიმართულებების განვითარებას, ფრენის ინტენსივობის ზრდას და გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, ავიამიმოსვლის ხელმისაწვდომობას, ასევე, ყოველწლიურად მგზავრთნაკადის მზარდი დინამიკის შენარჩუნებას.

 


ამ მხრივ, აღსანიშნავია ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლა საქართველოს საავიაციო ბაზარზე, რომელიც 2020 წლისთვის უკვე 3 მიმართულებით შეასრულებს რეისებს. ამასთან, ავიაკომპანია ეტაპობრივად გაზრდის პირდაპირ ევროპის მიმართულებით.



  • განხორციელდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საქართველოსა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის საბორნე და საკონტეინერო მიმოსვლის განვითარების მიზნით, რომელიც ხელს შეუწყობს სატრანზიტო დერეფნის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრას და შემდგომ გაუმჯობესებას.


  • მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში კონკურენტული და ეფექტიანი რეგიონალური პროექტების განხორციელებას ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

 


ენერგეტიკა



ენერგეტიკული პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვის მიზნით:



  • დამატებითი რესურსები გამოიყოფა რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად, რის შედეგადაც 2020 წლის ბოლოსთვის გაზმომარაგებაზე წვდომა ექნება 1.3 მლნ. აბონენტს;


  • დაიხვეწება და ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება ენერგეტიკის სფეროს კანონმდებლობა;  „ასოცირების ხელშეკრულების“ ხელმოწერით და ამავე დროს „ენერგეტიკული გაერთიანების“ წევრობით საქართველო კავკასიის რეგიონში ქმნის „ენერგეტიკული გაერთიანების“/ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის გადმოტანის პრეცედენტს;

 

  • ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული რეფორმების შედეგად მოხდება ენერგეტიკის შესახებ ახალი კანონის დამტკიცება, შეიქმნება ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის კონკურენტული ბაზარი, რეფორმების განხორციელების შედეგად კონკურენციის ხელშეწყობით მოხდება მომხმარებლისათვის უწყვეტი, მაღალი ხარისხის და სამართლიანი ფასის ენერგიის მიწოდება. ასევე მოხდება რეგულირებული და დერეგულირებული საქმიანობის გამიჯვნა.

 

ტურიზმი


  • ხელი შეეწყობა ეკოტურიზმის, როგორც საინტერესო ტურისტული პროდუქტის, განვითარებას;


  • საკონვენციო ბიუროს საშუალებით მოხდება მეტი მაღალმხარჯველი ტურისტის მოზიდვა საქართველოში, ასევე ამ მიმართულებით განხორციელდება ღონისძიებების წახალისება, ინვესტიციების სტიმულირება და ხელშეწყობა;


  • მოხდება სფეროში მომუშავე პერსონალის გადამზადება მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებამდე გაზრდის მიზნით;

 


ტრანსპორტი

  • გაგრძელდება საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმების იმპლემენტაცია;

 

  • იგეგმება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის „რესტრუქტურიზაცია“, ამ მიმართულებით ახალი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ინსტიტუციური ჩარჩოს რეფორმირების გზით, რაც ხელს შეუწყობს დარგის ეფექტურობის გაზრდას და სარკინიგზო სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოებას;


  • მნიშვნელოვანია საქართველოში მეზღვაურთა განათლების დონის აწევა და მათი დასაქმების მაჩვენებლის გაზრდა. 


  • საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად უმნიშვნელოვანესია საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგურში განხორციელდეს სამთავრობო სერვისების გაციფროვნება და ერთი ონლაინ პლატფორმის ქვეშ გაერთიანება.



მარიამ მორგოშია

 

 

 

 

 

 






2020 წლის ბიუჯეტი არის ვალების ბიუჯეტი - დავით ნებიერიძე

2020 წლის ბიუჯეტი  არის ვალების ბიუჯეტი - დავით ნებიერიძე
access_time2019-10-14 09:49:56
„2020 წლის ბიუჯეტი  არის ვალების ბიუჯეტები,“- განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ ეკონომისტმა, დავით...

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „
access_time2019-10-13 18:00:26
რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარტია ახალი საქართველოს წევრმა, ეკონომისტმა, ალექსი ნონიაძემ 2020 წლის ბიუჯეტსა და ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. „ლარს ამყარებს მწარმოებლურობა. საქსტატი გვეუბნება, რომ უმუშევრობა ქვეყანაში 12%-მდე შემცირდა, მაგრამ რის ხარჯზე? საქსტატი არ ითვლის თვითდასაქმებულების რიცხვს. ქალაქსა და სოფელში ჯამში 800 ათასი ადამიანია თვითდასაქმებული. ქალაქში თვითდასაქმებულების...

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები
access_time2019-10-13 20:00:36
დეიტონის უნივერსიტეტის (აშშ) მკლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მომსახურეობის სფეროს თანამშრომლები მიმზიდველი გარეგნობით, ხშირად იწვევენ მომხმარებლებში ნეგატიურ ემოციებს. მეცნიერებმა ჩაატარეს რამდენიმე ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა კოლეჯის 309 სტუდენტი - მათ შესთავაზეს რესტორანში სერვისის ხარისხის და მომსახურეობით კმაყოფილების დონის შეფასება. ასევე მათ უნდა შეეფასებიათ ოფიციანტების სილამაზე და დაეხასიათებიათ საკუთარი დამოკიდებულება მათ...

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს
access_time2019-10-13 16:00:49
2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949,777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 2,747,100 ლარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ „ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს“ კვლევაშია აღნიშნული. ამავე კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მაჩვენებლით მეორე ადგილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს - 1,395,232 ლარით. ასევე, ნახევარ...

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც
access_time2019-10-13 12:00:28
„ელექტროენერგიაზე და ზოგადად, ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივია და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება მოთხოვნა ენერგიაზეც. ეკონომიკური ზრდა დაკავშირებულია ახალ წარმოებებთან, ახალ საცხოვრებელ მასივებთან, რომლებიც მოიხმარენ ენერგიას. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ტემპებით გვეზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ვიდრე ეკონომიკური ზრდაა. საშუალოდ, 4.55%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როცა ენერგეტიკაზე მოთხოვნა...


მსგავსი სიახლეები

up