რას ითვალისწინებენ მომხმარებლები თბილისში ბინის ყიდვისას?

რას ითვალისწინებენ მომხმარებლები თბილისში ბინის ყიდვისას?

access_time2021-03-23 13:17:01

ბინის ყიდვა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ზოგჯერ, ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ ხდება. როგორც წესი ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან. მაძიებლები ბევრ სხვადასხვა ფაქტორს ანიჭებენ მნიშვნელობას, თუმცა რამდენიმე მათგანი გამოკვეთილია.


ადგილი და ლოკაცია

პირველი და უმთავრესი ნაბიჯი, ბინის ძებნის დაწყებამდე ლოკაციის განსაზღვრაა. მაძიებელმა უნდა გადაწყვიტოს სად სურს, მდებარეობდეს მისი ახალი სახლი - თბილისის ცენტრალურ უბანში, საიდანაც ნებისმიერ წერტილში რამდენიმე  წუთში შეძლებს  მოხვედრას, თუ  უფრო მშვიდ ადგილას მეტი გამწვანების და ნაკლები ხმაურის პირობებში. 


სკოლისა და ბაღის სიახლოვე

პრიორიტეტულია ისეთი საცხოვრებელი ადგილები, რომლის მახლობლადაც სკოლა და ბაღი მდებარეობს. მოგეხსენებათ, დაძაბული მოძრაობის ფონზე, მარტივი არ არის, ბავშვების სკოლასა თუ ბაღში სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება. პანდემიის პირობებში კი ამ საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, რადგან მშობლებს ეშინიათ შვილების საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის. შესაბამისად, სასწავლო დაწესებულების იმ მანძილზე არსებობა, სადაც ფეხით, რამდენიმე წუთში შეძლებს მოსწავლე მოხვედრას, ნამდვილად უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს. 



პარკინგი

უმთავრესი საკითხი ბინის შეძენისას. ხშირად ერთ ოჯახში 2-3 მანქანა ჰყავთ, ცენტრალურ უბნებში კი განსაკუთრებით ჭირს სახლთან ახლოს თუნდაც ერთი მანქანის გაჩერება. დეველოპერული სექტორი ითვალისწინებს ამ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს და როგორც წესი, ახალაშენებულ კორპუსებს მიწის ქვეშ აქვს საპარკინგე ზონა ან სპეციალურად პარკინგისთვის გამოყოფილი ეზო. 


იზოლირებული ეზო და მყუდრო გარემო

სიმყუდროვე და დაცული ეზო ის  დეტალია, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას მშობლები აქცევენ. ჩვენს ქალაქში, სადაც ჰაერის დაბინძურება საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს აღწევს, მნიშვნელოვანია გამწვანებული ეზო, სადაც ბავშვებს ექნებათ საშუალება გაერთონ და ითამაშონ. კოვიდ 19-მა კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მისცა ამ საკითხს, რადგან სახლში მყოფი ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გასეირნება სუფთა ჰაერზე და თუ ეს სახლთან ახლოს შეიძლება მოხდეს, ამაზე უკეთესს ადამიანი ვერაფერს ინატრებს.


ფასი

ბინის ყიდვისას ბიუჯეტი გადამწყვეტია. ფასი ადგილმდებარეობის,  ფართის, მშენებლობის სტატუსის და ბევრი სხვა ფაქტორის მიხედვით იცვლება. პანდემიამ გარკვეულწილად მოახდინა ფასებზე გავლენა და წინა წელთან შედარებით  ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 5%-ით, ხოლო ძველ აშენებულ ბინებზე უმნიშვნელოდ, კვ.მ-ზე მხოლოდ დაახლოებით 1%-ით შემცირდა.



როგორ მოვძებნოთ ბინები თბილისში?

მას შემდეგ რაც, შეარჩევთ ლოკაციას და ჩამოყალიბდებით თუ როგორი გინდათ, იყოს თქვენი ახალი ბინა, დაგჭირდებათ უძრავი ქონების პლატფორმა AREA.GE, სადაც უძრავი ქონების  ყველაზე მეტი განცხადებაა წარმოდგენილი. ძიების პროცესში მნიშვნელოვანია განცხადება იყოს სრულფასოვნად წარმოჩენილი და ახლდეს ისეთ ფოტომასალა, რომელშიც ნათლად იქნება აღწერილი გასაყიდი ბინა. არეას განცხადებები ყველ ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მეტიც შეგიძლიათ, ისარგებლოთ 3დ ტურით, რომლის მეშვეობითაც ვირტუალურად დაათვალიერებთ თქვენთვის საინტერესო ბინას, დეტალურად გაეცნობით ადგილმდებარეობას, განლაგებას, გეგმარებას და საჭიროების შემთხვევაში ვირტუალურადვე აზომავთ სასურველს სივრცეს. გაითვალისწინეთ, ბინის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებში არეა ყველაზე საიმედო მეგზურია.


(R)


თეგები:
area.ge



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up