რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ

რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ

access_time2020-10-30 10:00:09

„თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი. მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაც მათი მთავარი დანაპირების მიღწევაზე იყო ორინეტირებული. როგორ წარმოედგინა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ბიძინა ივანიშვილის გუნდს, რას გეგმავდა მაშინ ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკურ დაპირებას „კომერსანმტმა“ მოუყარა თავი. სხვადასხვა სიმობოლებით ჩვენ გთავაზობთ მმართველი გუნდის განვლილ 4 წელს. 


დოკუმენტში ეწერა, რომ „ქართული ოცნება“ სრულად აცნობიერებდა მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საბიუჯეტო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელობას, რისთვისაც მათ დაგეგმილი ჰქონდათ:

 

- გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის უწყვეტი პროცესი, რაც მიმართული იქნება სახსრების გამოთავისუფლებაზე და მათ გადანაწილებაზე პრიორიტეტული მიმართულებებით. ამასთან, შეიზღუდება ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა


- სახელმწიფო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში შენარჩუნდება იმ დონეზე, რომელიც ქვეყნის სტაბილურ საკრედიტო რეიტინგს და დადებით საინვესტიციო იმიჯს უზრუნველყოფს  


- არ გაძლიერდება სახელმწიფოს წნეხი ეკონომიკაზე  


- გაიზრდება ბიუჯეტის გამჭვირვალობა  


- უზრუნველყოფილი იქნება პროგრამული ბიუჯეტის პრინციპების სრულყოფა


- ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა იქნება ხელშეუხებელი  


- უზრუნველყოფილი იქნება ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანი კოორდინაცია  


- ხელი შეეწყობა ლარში დაკრედიტების ზრდას  


 

დასქმება

 

საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის ერთერთი მთავარი ორიენტირი მოსახლეობის დასაქმებაა. მათი ინფორმაციით არასწორი პოლიტიკის გამო, წინა ხელისუფლებამ ქვეყანა 257 ათასი უმუშევრით ჩაიბარა და მმართველობა 305 ათასი უმუშევრით დაასრულა, უმუშევრობის დონე კი 12,6%-დან 15%-მდე გაიზარდა. დასაქმების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად, „ქართული ოცნება“ შემდეგ ღონისძიებებს გეგმავდა:

 

- გატარდება განათლების რეფორმა და პროფესიული განათლების სისტემა განვითარდება დუალური (გერმანული) მოდელის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს დამსაქმებლის ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში. შედეგად, გაიზრდება სტუდენტების და მომავალი დასაქმებულების შრომის ბაზრისათვის მზაობის ხარისხი  


- განხორციელდება შრომის ბაზრის მოთხოვნების ფუნდამენტური შესწავლა და უმაღლესი განათლება დაეფუძნება არა ასიმეტრიულ მოთხოვნას, რომელიც რამდენიმე დომინირებული პროფესიით შემოიფარგლება, არამედ რეალურ საჭიროებებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ეს არ შეეხება ფუნდამენტურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსის აღმოფხვრა  


- „ქართული ოცნება“ შეიმუშავებს ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერი ახალი პოლიტიკის შემუშავებას. აღნიშნული დოკუმენტი საფუძვლად დაედება ღონისძიებებს, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით  


- „ქართული ოცნება“ შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი 


• მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა, გააფართოოს საკუთარი საქმიანობა და დამატებით შექმნას 50 000 სამუშაო ადგილი  


• ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებისა და ახალი კომპონენტების დამატების შედეგად, დასაქმდება 40 000 ადამიანი;  


• ინფრასტრუქტურული პროექტების, ავტობანის, შიდა საავტომობილო გზების მასშტაბური მშენებლობის პროექტის განხორციელების შედეგად, გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი;  


• დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად შეიქმნება დამატებით 10 000 სამუშაო ადგილი;


• ტურიზმის, ტურისტული მომსახურების და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, ამ სექტორში დამატებით შეიქმნება 50 000 სამუშაო ადგილი   

 

ბიზნესგარემო

 

„ქართული ოცნება“ ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით გააგრძელებს აქტიური პოლიტიკის გატარებას:


- დაცული იქნება საკუთრების უფლების ხელშეუვალობის პრინციპი - „ქართული ოცნება“ რჩება აღნიშნული პრინციპის ერთგული და არავის მოუწევს საკუთრებაზე უარის თქმა სახელმწიფოს მხრიდან მოტყუების, იძულების, მუქარის, შანტაჟის თუ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო   


- უზრუნველყოფილი იქნება საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობა - ამოქმედდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ადმინისტრაციული (არასასამართლო) წესი, როგორც საკუთრების უფლების დაცვის ეფექტური საშუალება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც სახეზე არ იქნება საოჯახო, მემკვიდრეობითი, სამეზობლო თუ სხვა სახის დავა. გარდა ამისა, ალტერნატივის სახით, შეიქმნება ამ კატეგორიის დავებზე სასამართლო წესით უფლების დაცვის ეფექტიანი საპროცესო მექანიზმი და გამკაცრდება კონტროლი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებზე   



- შეიქმნება ერთიანი სივრცე, სადაც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება კერძო ბიზნესს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება. შედეგად, ბიზნესს შეუმცირდება სახელმწიფოსგან შესაბამისი მომსახურების მიღებისთვის საჭირო დრო და რესურსები   


- კიდევ უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება არსებული ონლაინ სერვისები, შესაძლებელი გახდება როგორც კომპანიის ონლაინ დარეგისტრირება, ასევე არსებულ მონაცემებში ცვლილებების ონლაინ განხორციელება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისვლის გარეშე 


- გამოცხადდება მორატორიუმი ახალი ლიცენზიებისა და ნებართვების შემოღებაზე. აღნიშნული მორატორიუმი შეეხება ნებისმიერი ტიპის საქმიანობას, გარდა იმისა, რომელიც იმპერატიულად მოთხოვნილია, რომ იყოს ლიცენზირებადი საქმიანობა საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით 


- გამოცხადდება მორატორიუმი ახალი მარეგულირებელი სტრუქტურების შექმნაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს იმპერატიულად არის მოთხოვნილი საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით  


- მოხდება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. გაუქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს, როგორიცაა სასაქონლო ზედნადების არასრულად ან/და არასწორად შევსება (საქონლის რაოდენობის ან/და ფასის შემცირება), 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე რეალიზაცია, ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა 


- 100 000 ლარამდე გაიზრდება გადასახადებისგან თავის არიდებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ზღვარი, რაც 2017 წლიდან, ხანდაზმულობის ვადის 3 წლამდე შემცირების ფონზე, მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი იქნება ბიზნესისთვის  


- გამოცხადდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება ან გამოყენება) და 218-ე (გადასახადისთვის თავის არიდება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების სრული ამნისტია. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც აღნიშნული დანაშაულები 2013 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს   


- შესაძლებელი გახდება დაუძლეველი ძალის, მათ შორის სტიქიური უბედურების მოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა გამარტივებული წესით; - განხორციელდება საგადასახადო დავების სისტემის რეფორმა  


- შემუშავდება კონცეფცია, რომლის თანახმად შესაძლებელი გახდება, შეიქმნას სპეციალიზებული კომერციული კოლეგიები საერთო სასამართლოების სისტემაში   


- გამარტივდება ბიზნესის ლიკვიდაციის პროცედურები   


- გადახდისუუნარობის/გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურების დასახვეწად, გატარდება გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმა   


- ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით, გაგრძელდება მეწარმეობის ხელშეწყობის არსებული პროგრამები, მოხდება მათი ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით  


- „ქართული ოცნება“ გააგრძელებს სტარტაპების აქტიურ მხარდაჭერას   


- ფართოდ დაინერგება რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტი, რაც მოგვცემს საშუალებას, თითოეული გადაწყვეტილების გავლენა ბიზნესზე იყოს წინასწარ გაანალიზებული, რითაც ბიზნესს დავიცავთ შესაძლო ნეგატიური გავლენებისგან  


- გაძლიერდება ინვესტიციების დაცვის საკანონმდებლო ჩარჩო  


- კონკურენტული ბიზნესგარემოს ხელშეწყობისთვის, მოხდება სახელმწიფოს ეტაპობრივად გამოსვლა ეკონომიკის იმ დარგებიდან, რომლებსაც აქვს დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი    


- უზრუნველყოფილი იქნება საგადასახადო სტიმულები ბიზნესის განვითარებისთვის. 2017 წლიდან ძალაში შევა მოგების გადასახადის ახალი მოდელი, რომლის მიხედვით საწარმოს მიერ მიღებული მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილებისას. შესაბამისად, საწარმო მოგების გადასახადს გადაიხდის იმ შემთხვევაში, თუ მოგებას გაანაწილებს დივიდენდის სახით მის პარტნიორებზე ან არაეკონომიკური მიზნით გასწევს გარკვეულ ხარჯებს. შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება შესაძლებლობა, დამატებითი ფინანსური სახსრები მიმართოს რეინვესტირებაზე, კერძოდ, ახალი ბიზნესის დასაწყებად, არსებული წარმოების გადაიარაღებისთვის ან/და გაფართოებისთვის. ეს რეფორმა უშუალოდ მიმართულია ქვეყანაში ბიზნესის განვითარების, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერისკენ. ბიზნესსექტორში დარჩება ნახევარ მილიარდზე მეტი ლარი, რომლის რეინვესტირება განხორციელდება ბიზნესის გაფართოების მიმართულებით, რაც ასევე დამატებითი შემოსავლების გენერირებას ნიშნავს. რეფორმის შედეგად, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 2017 წელს დაჩქარდება 0,5-0,7%-ით. გამოთავისუფლებული ფულადი სახსრების ბიზნესის მიერ ფიქსირებულ აქტივებში ინვესტირების შედეგად, დასაქმებასა და ამ მაჩვენებლის ისტორიული დამოკიდებულების გათვალისწინებით, 18 ათასი ახალი სამუშაო ადგილი მხოლოდ ამ რეფორმის ფარგლებში მხოლოდ 2017 წელს შეიქმნება. ჯამში, 4 წლის განმავლობაში კი, გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი. ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისათვის ისტორიულად ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, მხოლოდ ამ რეფორმის შედეგად 4 წელიწადში თითქმის 1%-ით გაუმჯობესდება, რაც არსებული პროგნოზის მიხედვით, ქვეყნიდან 220-250 მლნ აშშ დოლარით ნაკლები ვალუტის გადინებას ნიშნავს  

 

კაპიტალის ბაზრის რეფორმა


მმართველ გუნდში მიაჩნდათ, რომ ქვეყანაში განვითარებული კაპიტალის ბაზრის არსებობა, საბანკო დაკრედიტების პარალელურად, კომპანიებისათვის გრძელვადიანი ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიან შესაძლებლობა იქნებოდა. დოკუმენტში წერია, რომ განვითარებული და გამჭვირვალე კაპიტალის ბაზარი ხელს უწყობს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას. სწორედ ამიტომ „ქართული ოცნებამ“ ერთ-ერთი ძირითად ამოცანად საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბება დაისახა. თუმცა, დანაპირები ვერ შესრულდა  

 

საპენსიო რეფორმა

 

„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩვენო პროგრმაში, 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური რეფორმაზეცაა ყურადღება გამახვილებული. რეფორმაზეც რომელსაც ძალიან ბევრი მოწინააღმდეგა ჰყავდა. მმართველმა გუნდმა აღნიშნული დაპირება შეასრულა, შედეგად მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, საპენსიო პროგრამაში იძულებით ჩაერთო   

 

მიწის რეფორმა

 

დაინერგება ქონების გამარტივებული რეგისტრაცია, რაც პირველ რიგში განხორციელდება კერძო მესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით. 2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა საჯარო რეესტრის შესახებ კანონი, რომელიც მაქსიმალურად გაამარტივებს და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომს გახდის რეგისტრაციის პროცესს  

 

საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება


„ქართული ოცნება“ განავითარებს შესაბამის კანონმდებლობას და სისტემას საჯარო-კერძო პარტნიორობის გაფართოებისთვის. სისტემა ხელს შეუწყობს საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას და სახელმწიფოსა და ბიზნესის მიერ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელებას  

 

სივრცითი მოწყობა


ქვეყნის სივრცითი მოწყობის მიმართულებით, „ქართული ოცნება“ გაატარებს აქტიურ პოლიტიკას:


- მომზადდება საქართველოს სივრცითი მოწყობის სქემა — 


- დასრულდება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა — 


- მომზადდება ახმეტის და მესტიის მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის გეგმები, თუშეთის 12 და მულახის თემის 10 სოფლის განაშენიანების რეგულირების გეგმები, მცხეთის, კობი-გუდაურის, ბაკურიანი-დიდი მიტარბის, ბახმაროს, ქობულეთის, ხელვაჩაურის მიწათსარგებლობის გეგმები; იყალთოს ხევის, შაორის, უწერის განაშენიანების რეგულირების გეგმები — 


- სწორი დაგეგმარებით და გააზრებული სივრცითი მოწყობით, საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა, რაც უზრუნველყოფს ტურიზმიდან ახალი შემოსავლების მიღების და წლის განმავლობაში მათი სტაბილური განაწილების საშუალებას — 


- გაგრძელდება წყალტუბოს, სამცხე-ჯავახეთის, ყაზბეგი-გუდაურის, მცხეთა-მთიანეთის, თუშეთის, რაჭის რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე, საერთაშორისო დონის კურორტების შექმნა — 


- ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის შესაბამისად, მოხდება გუდაური-კობის, ბაკურიანის, დიდველის, კოხტა-მიტარბის, თეთნულდი-ჰაწვალის, გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარება და არსებულ კურორტებზე ახალი მიმართულებების დამატება. მათ შორის გათვალისწინებული იქნება კურორტების ზაფხულის განმავლობაში დატვირთვის შესაძლებლობები — 

 

თავისუფალი საგარეო სავაჭრო ურთიერთობები

 

„ქართული ოცნება“ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით წარმოქმნილი შესაძლებლობების გამოყენების მიზნით, გააგრძელებს აქტიური პოლიტიკის განხორციელებას:


- დაეხმარება ბიზნესს ახალ ბაზრებზე შესვლაში. კერძოდ, მოხდება ექსპორტთან დაკავშირებული ხარჯების შემსუბუქება, აგრეთვე ექსპორტთან ასოცირებული რისკების დაზღვევა — 


- განვითარდება ონლაინ პლატფორმა, რომელიც სრულ ინფორმაციას მიაწვდის ქართველ ექსპორტიორებს მათთვის საინტერესო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, ინფორმაციას კონკრეტულ ქვეყანაში კონკრეტულ სასაქონლო კოდზე მოქმედი საიმპორტო ტარიფების, დაწესებული მოთხოვნების, აგრეთვე შესაბამის ქვეყანაში კონკრეტული პროდუქტის წარმოებისა და იმპორტის მოცულობების შესახებ — 


- ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრების გაფართოების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნება კომერციული ატაშეების ინსტიტუტი — 


- არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით განსაზღვრული შესაძლებლობების მაქსიმალურად ასათვისებლად და ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, გაიზრდება შესაბამისი საწარმოების სახელმწიფო მხარდაჭერა (როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური). ეს განსაკუთრებით შეეხება სოფლის მეურნეობის საწარმოებს — ❌ 


- ამავე დროს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული რეგულაციების გადმოღება განხორციელდება ამ შეთანხმებით მკაცრად განსაზღვრულ ვადებში და საქართველოს ეკონომიკის თავისებურებების გათვალისწინებით. ყოველი წლის დასაწყისში მთავრობა დაამტკიცებს და გაასაჯაროებს მისაღები რეგულაციების ნუსხას — 


ინფრასტრუქტურული განვითარება

 

„ქართული ოცნება“ მკაფიო გეგმით განავითარებს ქვეყნის ინფრასტრუქტურას:


- 2020 წლამდე დაიგება 800 კმ- ზე მეტი სიგრძის, 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა, დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტო-ბანის მშენებლობა. შედეგად, საქართველოს საავტომობილო გზების ქსელი გახდება მიმზიდველი სატრანზიტო გადაზიდვებისათვის, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, განაპირა და მაღალმთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებასა და რეგიონების დაკავშირებას — ❌ 

 

- ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით მოსახლეობის უზრუნველყოფა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნის მიღწევა ეტაპობრივად განხორციელდება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. 2020 წლისთვის, 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება დამატებით 360 ათასი ადამიანი. აქტიურად გაგრძელდება წყალმომარაგების წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები მთელ რიგ ქალაქებსა და სოფლებში, მათ შორის ქუთაისში, ზუგდიდში, ყვარელში, ხაშურში, ფოთში, ურეკში, ჭიათურაში, გუდაურში, ბაკურიანში, ბოლნისში, მარნეულში, თელავში, წყალტუბოში, ქობულეთში, ანაკლიაში, მესტიაში, ხონში, ვანში, ბაღდადში, ონში, აბასთუმანში, ვალეში, ცაგერში, ნორიოში, მარტყოფში, ვაზიანსა და ახალ სამგორში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და უახლოეს მომავალში დასრულდება წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები პანკისის ხეობის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საზღვრისპირა სოფლებში, რის შედეგადაც 20 ათასამდე ადამიანისათვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სასმელი წყლის მიწოდების ხარისხი — ❌ 

 

- ნარჩენების მართვა ევროპული სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისები, მოხდება არსებული ნაგავსაყრელების შესაბამისობაში მოყვანა სტანდარტებთან ან დახურვა, აგრეთვე სტანდარტების შესაბამისად ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობა; ეტაპობრივად დაინერგება ნარჩენების სეპარირების და გადამუშავების სისტემები — ❌ 

 

- აშენდება 8000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც დამატებით 800 ათასი ადამიანი მიიღებს ინტერნეტს. შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება ინტერნეტზე წვდომა — ❌ 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up