რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

access_time2020-10-29 17:00:01

8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“


პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური ინსტიტუტების მშენებლობა“ დაიწყო, რის შედეგადაც ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა და 2020 წელსაც მაღალი იქნებოდა რომ არა პანდემია - „2013-2019 წლებში მშპ-ს ზრდის ტემპის საშუალო მაჩვენებელი 3.6%-ს შეადგენდა. ამ მოცემულობით ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების გაორმაგებას და ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოს - რუმინეთის ამჟამინდელი დონის მიღწევას 20 წელი დასჭირდება“. რატომაა ზრდის ასეთი ტემპი პოზიტიური, დოკუმენტში არაფერია ნათქვამი. ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ იმაზე, რომ 2019 წელს წინა წლებთან შედარებით ზრდის ტემპი დაჩქარდა და 5.1%-ს მიაღწია, ასევე იმაზე, რომ 2014-2016 წლებში რეგიონში სახელმწიფოთა ნაწილში, უფრო დაბალი ზრდა ან სულაც რეცესია შეინიშნებოდა. მთლიანობაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ მმართველი პარტია საქართველოში არსებული მდგომარეობის სხვების ფონზე უკეთ წარმოჩენას ცდილობს.


მაკროეკონომიკური მიმართულებით ოცნება რამდენიმე დაპირებას გასცემს, რომლებიც ძირითადად პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებლების დაბრუნებას გულისხმობს. კერძოდ მმართველი პარტიის დაპირებით:


  • ბიუჯეტის დეფიციტი 3%-იან მაჩვენებელზე დაბრუნდება;
  • მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 55%-იან ნიშნულზე შენარჩუნდება;
  • უცხოურ ვალუტაში აღებული ვალის წილი 2019 წლის დონესთან შედარებით 15%-ით შემცირდება;
  • კაპიტალური ხარჯები 8%-ზე შენარჩუნდება;
  • გაგრძელდება ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით მუშაობა;
  • გაუმჯობესდება ქვეყნის საინვესტიციო რეიტინგი...


ბიზნესგარემოზე საუბრისას ოცნება საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლასა და ლარში დათვლილი ბიზნესბრუნვის მაჩვენებლებზე აკეთებს აქცენტს. რაც შეეხება დაპირებებს ის შემდეგნაირად გამოიყურება:


  • საკუთრების უფლების დაცვა;
  • კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა;
  • სახემწიფო შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობის გაუმჯობესება;
  • საგადასახადო ავტომატური დეკლარირების სისტემის დანრეგვა
  • გადასახადების დაბალ დონეზე შენარჩუნება (2029 წლამდე აქციზის გარდა სხვა გადასახადის რეფერენდუმის გარეშე გაზრდას კონსტიტუცია ისედაც კრძალავს)...



დასაქმების თემის განხილვისას ქართული ოცნება აღნიშნავს, რომ მათი მმართველობის პირობებში, უმუშევრობა 17.2%-დან 11.6%-მდე შემცირდა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას. მმართველ გუნდს არც ხელფასებზე საუბარი დავიწყდება და აღნიშნავს, რომ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ხელფასი 2012-2019 წლებში 712-დან 1130 ლარამდე გაიზარდა. ორივე მათგანი დარიცხულ ხელფასს აღრიცხავს და ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობის დასადგენად მათ საშემოსავლო, 2019 წლის შემთხვევაში საპენსიო შენატანიც უნდა დავაკლოთ რის შემდეგაც შესაბამისად 570 და 886 ლარს მივიღებთ. ინფლაციის კორექტირებით 2019 წლის 886 ლარი მსყიდველობითუნარიანობით 2012 წლის 715 ლარს უდრის, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალური ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 2012-დან 2019 წლამდე გაზრდილია 25%-ით და არა 59%-ით. რაც შეეხება დაპირებებს ამ მიმართულებით. ქართული ოცნება გვპირდება რომ:


  • გაგრძელდება კერძო სექტორის მხარდამჭერი პროექტების დაფინანსება;
  • გაიზრდება შრომის ინსპექციის უფლებები;
  • მოხდება დაბაკვალიფიციური კადრების გადამზადება;
  • გადამზადდებიან შშმ პირები და დასაქმების შემთხვევაში  შეუნარჩუნდებათ პენსიები;
  • ხელი შეეწყობა სოციალურად დაუცველი პირების დასაქმებას
  • 2024 წლისთვის ეკონომიკა გაიზრდება 40%-ით, ანუ 20 მილიარდით, ერთ სულ მოსახლეზე 5400 ლარით (ოცნება ისევ ნომინალურ ზრდას ითვლის და ინფლაციას არ ითვალისწინებს, 4 წელიწადში რეალური 40%-იანი ზრდის მისაღწევად საჭიროა საშუალოწლიური 8.8%-იანი ზრდა, 5.1%-იანი ზრდის პირობებში 4 წელიწადში რეალური ეკონომიკა მხოლოდ 22%-ით გაიზრდება).


საარჩევნო პროგრამაში ოცნება ცალკე გამოყოფს წარმოებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობებს, რომლის ფარგლებშიც ახალი ტექნოპარკებისა და 3000-მდე IT სპეციალისტის გადამზადების პირობას დებს.


მაკროეკონომიკურურ ნაწილში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით მმართელი გუნდი აშშ-სთან, ინდოეთთა, ისრაელთან და სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შესაძლებლობების განხილვასა და კოსულტაციების დაწყების პირობას დებს.


რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ქართული ოცნების დაპირებით აშენდება:

  • 200 კმ-მდე ავტობანი;
  • 200-მდე ხიდი;
  • 70-მდე გვირაბი;
  • ქვეშეთი-კობის 9 კმ სიგრზის გვირაბი;
  • ნატახტარი-ჟინვალის 27 კმ-იანი ჩქაროსნული გზა;
  • გურჯაანის შემოვლითი 15 კმ-იანი გზა;
  • ბარათი-აბასთუმნის, საჩხერე-ონის, თბილისი-შატილის, ბათუმი-ახალციხისა და სხვა მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთები;
  • 1500 კმ-მდე შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზა;
  • 2024 წლისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება მოწესრიგებული;
  • თბილისიდან ბათუმამდე ჩასასვლელი დრო 3.5 სთ-მდე შემცირდება.


ქართული ოცნებისვე დაპირებით 2024 წლისთვის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის 77%.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up