რას გვატყუებენ საპრეზიდენტო კანდიდატები – საპრეზიდენტო არჩევნები 2018

რას გვატყუებენ საპრეზიდენტო კანდიდატები – საპრეზიდენტო არჩევნები 2018

access_time2018-09-30 13:00:54

28 ოქტომბერს (არსებული კონსტიტუციით) საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი გზით ბოლოჯერ აირჩევენ საკუთარ პრეზიდენტს. კონსტიტუციური ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი სიმბოლური ფიგურა ხდება – შეზღუდული უფლებამოსილებებით და არბიტრის ფუნქციით, რომელსაც ის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის შეასრულებს. ამ ფონზე საინტერესოა, რამდენად რეალურად გამოიყურება ის დაპირებები, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატები გასცემენ.

“ქართული ოცნების” მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი


“ვაპირებ ჯარები, რომელიც ერთხელ გავიყვანე ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ხელახლა გავიყვანო,” – ეს მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი დაპირებაა. ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აღმასრულებელი ხელისუფლება აწარმოებს, პრეზიდენტს მასში მონაწილეობა არ ეკრძალება, თუმცა დეოკუპაცია ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.


სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანია დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო, სადაც პრიორიტეტებს შორის ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ემიგრანტები და რეგიონების განვითარება დაასახელა. თუმცა, ყველა ამ საკითხზე აღმასრულებელი ხელისუფლება ზრუნავს, მის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს კი, თუ რა თანხა უნდა დაიხარჯოს ამ სექტორებზე, პარლამენტი ამტკიცებს.


“ევროპული საქართველო” საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე


დავით ბაქრაძე ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებამდე დახმარებას ჰპირდება, კერძოდ, ლეგალურ სამსახურს, მაღალ ხელფასს, დაზღვევას და დაცულობას, – ემიგრანტებზე ზრუნვა დიასპორის საკითხებში სახელმიწფო მინისტრის აპარატის ფუნქცია იყო, მისი გაუქმების შემდეგ კი, ეს ფუნქცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეითავსა, ასე რომ, ეს საკითხი პრეზიდენტის უფლებამოსილებაში არ შედის. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელების უფლება აქვს, თუმცა, ესეც მხოლოდ მთავრობის თანხმობით ან წარდგინებით.


დავით ბაქრაძის კიდევ ერთი დაპირება პენსიის 50 ლარით გაზრდა და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე ზრუნვაა, თუმცა კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს პენსიის გაზრდა არ შეუძლია და არც სოციალურად დაუცველ ადამიანებზე ზრუნვის რაიმე ბერკეტი აქვს. ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება კი პრეზიდენტს არ აქვს.


“ძალა ერთობაშია”- გრიგოლ ვაშაძე



კონსტიტუციით აიკრძალება ნარკოტიკული მცენარეების მოყვანა; პენსია გაიზრდება 400 ლარამდე; მასწავლებლის ხელფასი – 1000 ლარამდე; გამოცხადდება მორატორიუმი უსამართლო კრედიტების გადახდაზე; კრედიტების მოცულობა განისაზღვრება 2012 წელს არსებული ლარის კურსით – კონსტიტუციაში ცვლილებები პარლამენტს შეაქვს, პენსიების გაზრდა, როგორც უკვე ვთქვით, პრეზიდენტის უფლებამოსილებებში არ შედის, არც მასწავლებელთა ხელფასის მომატება შეუძლია პრეზიდენტს, რადგან პედაგოგები სახელმიწფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და ბიუჯეტს პარლამენტი ამტკიცებს, პრეზიდენტს კი საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ აქვს, მას ასევე არ აქვს უფლება, რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს კრედიტებთან დაკავშირებით, რადგან საბანკო საქმიანობა ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშაა. რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებებს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა შერჩევა-ინიცირება პრეზიდენტის დისკრეცია იყო ყოველთვის და ახალი კონსტიტუციითაც ასეა.

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წარდგენასა და ბანკის პრეზიდენტის დანიშვნასა და გათავისუფლებაში მონაწილეობს, თუმცა, მის მიერ წარდგენილი ეროვნული ბანკის წევრები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტად უნდა დანიშნოს პირი, რომელსაც მას ბანკის მმართველი საბჭო წარუდგენს.


“შენების მოძრაობის” კანდიდატი დავით უსუფაშვილი


დავით უსუფაშვილს იმედი აქვს, რომ მისი ვეტო ქმედითი იქნება, თუმცა როგორც ვთქვით, სურვილის შემთხვევაში, ვეტო დაძლევადია. უსუფაშვილი გვპირდება, რომ ხელს შეუწყობს საქმიან ურთიერთობებს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებთან და სახელმწიფო თანამდებობის პირებთან – კონსტიტუციით მას ეს ფუნქცია აქვს.


ის ასევე გვიპრდება, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, კონსტიტუციური წესრიგის ანაბანას განუმარტავს საჯარო მოხელეებს, რომლებიც “პატრიარქის სურათებით კეკლუცობენ და პიარს იკეთებენ და არც მის კალთას ეფარდებოდნენ, როცა მძიმე გადაწყვეტილებებია მისაღები,” – კონსტიტუციით მას მსგავსი მიმართვის გაკეთების უფლება აქვს. მის საჯარო გამოსვლებში სხვა რაიმე კონკრეტული დაპირების პოვნა გაგვიჭირდა.


“გირჩი” – ზურაბ ჯაფარიძე


ზურაბ ჯაფარიძე არჩევის შემთხვევაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას, თავდაცვის დაფინანსების გაორმაგებას, ნარკოდანაშაულის გამო დაპატიმრებულების შეწყალებას, ვეტოს უფლებით თავისუფლების შემზღუდავი კანონების შეჩერებას გვპირდება.


მართალია, კონსტიტუციის ახალი რედაქაცია ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის უპირობო არსებობას აღარ მოითხოვს, თუმცა სამხედრო სამსახურის გავლის წესს კანონი ადგენს, რომლის მიხედვით, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. კანონის მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოქალაქემ მოიხადოს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, პრეზიდენტი კვლავაც არის მთავარსარდალი, თუმცა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას კანონში ცვლილებები დასჭირდება, რაც პარლამენტს შეუძლია. აქაც პრეზიდენტს მხოლოდ ვეტოს უფლება აქვს დარჩენილი, გასათვალისწინებელია, რომ საპარლამენტო უმრალესობას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია. ამასთან, პრეზიდენტის უფლებამოსილებებში არ შედის არც თავდაცვის ბიუჯეტის განსაზღვრა. რაც შეეხება პატიმრების შეწყალების უფლებას, ახალი კონსტიტუციით ის კვლავაც აქვს პრეზიდენტს.


“ლეიბორისტული პარტია” – შალვა ნათელაშვილი


შალვა ნათელაშვილი ამომრჩეველს საგანმანათლებო პროგრამების საპრეზიდენტო ფონდიდან დაფინანსებას, სამეცნიერო კვლევითი აკადემიური პროგრამების მხარდაჭერას პირდება – ეს დაპირებებები სურვილის შემთხვევაში, შესრულებადია.


შალვა ნათელაშვილი ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას გვპირდება, რაც როგორც ზემოთ ვთქვით, პრეზიდენტზე არაა დამოკიდებული. ამასთან, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს. თუმცა, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს მხოლოდ ორ შემთხვევაში ნიშნავს: თუ საკანონმდებლო ორგანომ მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა ან ბიუჯეტთან დაკავშირებით ვერ ხერხდება თანხმობის მიღწევა.



fortuna.ge






რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო  ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა
access_time2019-06-18 14:08:55
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ტიკარაძემ დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად 2012 წლიდან მუშაობდა. „დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის...

საოჯახო დასვენება ქობულეთის სასტუმრო “ჯორჯია პალასში“

საოჯახო დასვენება ქობულეთის სასტუმრო “ჯორჯია პალასში“
access_time2019-06-18 13:55:34
საქართველოში ზაფხული დასვენებისთვის ყველაზე პოპულარული სეზონია. მთელი წლის განმავლობაში დატვირთული რეჟიმისა და სასწავლო პროცესის შემდეგ, განტვირთვას ადგილობრივები სწორედ ამ სეზონზე ცდილობენ. საოჯახო დასვენებას მუდამ თან ახლავს კითხვები- სად შეიძლება დავისვენოთ მშვიდად და თან აქტიურად? ბავშვებთან ერთად დასვენება საკმაოდ საინტერესო და სასურველია მაშინ როცა სასტუმრო კომპლექსი იძლევა გართობის უამრავ სახეობას, როგორც პატარებისთვის ასევე...


მსგავსი სიახლეები

up