რას გულისხმობს საქორწინო კონტრაქტი და რა უპირატესობები აქვს მას?

რას გულისხმობს საქორწინო კონტრაქტი და რა უპირატესობები აქვს მას?

access_time2019-03-17 12:00:54

2015 წლიდან 2018 წლამდე საქართველოში 37 800-ზე მეტი წყვილი განქორწინდა, საქორწინო ხელშეკრულება კი მხოლოდ 151-მა წყვილმა დადო. რას გულისხმობს საქორწინო კონტრაქტი და რა უპირატესობები აქვს მას ? - ამ თემაზე ისაუბრეს  რადიო კომერსანტზე  გადაცემაში  „ადვოკატის საათი მარიკა არევაძესთან ერთად“ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ, მარიკა გოგოლაძემ და ახალგაზრდა ადვოკატების იურისტმა, სოფიო მექანარიშვილმა.

მარიკა გოგოლაძის თქმით, საქორწინო კონტრაქტი აუცილებლად უნდა იქნას დადასტურებული საჯარო რეესტრში.

“საქორწინო კონტრაქტი განქორწინების შემდგომ  დავების აცილების საუკეთესო საშუალებაა. თუმცა ქართული მენტალობიდან გამომდინარე იშვიათად მიმართავენ მას.საქორწინო კონტრაქტის არსებობის ისტორია 2 ათას წელს ითვლის, თუმცა თავდაპირველად კონტრაქტი ზეპირი წესით იდებოდა. შუა საუკუნეებიდან კი მან წერილობითი ფორმა მიიღო, იგი იდებოდა მაშინ,როცა ქალს მზითვად მიწა მიჰყვებოდა გათხოვების შემდეგომ.

დღეს საქორწინო  ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს,როგორც ქორწინებამდე, ისე ქორწინების შემდეგ. თუ ქორწინებამდე იდება, მაშინ იგი ძალაში შედის  რეგისტრაციის შემდეგ. საქართველოს კანონმდებლობით ის მხოლოდ ქონებრივ უფლება-მოვალეობებს ითვალისწინებს.

ის წერილობით უნდა იყოს სანოტარო წესით დადასტურებული საჯარო რეესტრში. ეს აუცილებელი წინაპირობაა. ხშირად იდება ხელშეკრულება ქართველ და უცხოელ წყვილს შორის, ჩვენი კანონმდებლობით,როგორც უკვე აღვნიშნე იგი ქონებრივ უფლება-მოვალეობებს ითვალისწინებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს მეუღლეების ურთიერთრჩენას, ალიმენტის გადახდას.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ 2009 წელს 15 ხელშეკრულება დაიდო, 2018 წელს კი 45, მონაცემები უნდა ითქვას,რომ მზარდია.


რაც შეეხება, ხელშეკრულების შეწყვეტას, მნიშვნელოვანია რომ მისი შეწყვეტა ორივე მხარის მიერ მოხდეს. 2009 წლიდან 2018 წლის ჩათვლით გვაქვს 2 ცვლილება საქორწინო კონტრაქტში და 2009 წლიდან 2019 წლამდე გვაქვს 5 სანოტარო აქტი,რომლითაც გაუქმებულია კონტრაქტი,“ - ამბობს მარიკა გოგოლაძე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის სოფიო მექანარიშვილის თქმით, საქორწინო კონტრაქტი განქორწინების შემდგომ სასამართლო დავების არიდების, ფინანსური, ადამიანური თუ დროის რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.

„ჩვენი ორგანიზაციის კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა,რომ 2015 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, 4 წლის განმავლობაში საქართველოში 151 საქორწინო ხელშეკრულება დარეგისტრირდა, მათგან 3 შეწყდა. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა,რომ ეს რიცხვი ძალიან მცირეა განქორწინების რიცხვთან. განქორწინების მაჩვენებელი ამ ოთხი წლის განმავლობაში 37 800-ზე მეტია, რაც საკმაოდ მაღალია.

განქორწინების შემდგომი დავები საკმაოდ მრავალფეროვანია.  ძირითადად, საალიმენტო ვალდებულებებს შეეხება, ძირითადად ქალბატონები მოგვმართავენ განქორწინების მოთხოვნით. დავები გვაქვს ქონების გაყოფაზე, მეუღლის მიმართ ალიმენტის დაკისრებაზე. ალიმენტის დაკისრებას, რაც შეეხება, სასამართლო ითვალისწინებს პირის ქონებრივ შესაძლებლობებს, ასევე მნიშვნელოვანია,რომ თანხის რაოდენობა ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარეობდეს და იყოს რეალური და კარგად დასაბუთებული მეორე მხარის მიერ.

საქორწინო ხელშეკრულება სიახლეა ქართული რეალობისთვის, თუმცა საზოგადოება ნელ-ნელა ეჩვევა მას. იგი ეფექტურია,რადგან წინასწარ არის მასში გაწერილი რისკები, იძლევა საშუალებას,რომ სასამართლო დავები თავიდან ავირიდოთ და დავზოგოთ ფინანსური, ადამიანური რესურსები, და რაც მთავარია დროის რესურსი. მისი დახმარებით არ იქნება სასამართლო პროცესი, არც დროში გაწერილი, რადგან წინასწარ იქნება მხარეთა შორის შეთანხმებები გარკვეული,“ - ამბობს სოფიო მექანარიშვილი.

 

 


თეგები:
ქორწინება



27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up