ბიზნესის პოზიცია სამუშაო სივრცის მოწყობის ახალი რეგლამენტის შესახებ

ბიზნესის პოზიცია სამუშაო სივრცის მოწყობის ახალი რეგლამენტის შესახებ

access_time2022-07-06 18:20:00

საქართველოს მთავრობამ სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. რა პირობები უნდა იყოს დახურულ სამუშაო სივრცეში, ვის ეხება ახალი რეგულაციები და რამდენად მომზადებულია ამისთვის ბიზნესი?


როგორც, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა ტელეკომპანია „ბიემჯის“ ეთერში განაცხადა, დადგენილების პროექტი კერძო სექტორთან გავლილია და კონსულტაციები პროექტთან დაკავშირებით მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დაახლოებით წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე სამუშაო ვერსია მომზადდა, თუმცა დღეს არსებული რეგლამენტი პირვანდლისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. სრულად არის გათვალისწინებული ის შენიშვნები, რაც ბიზნესს ჰქონდა.

 

„ამ დადგენილების მიღება ერთის მხრივ  გამოწვეული იყო ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული ვალდებულებებით, მეორეს მხრივ კი, შრომის საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებებით. მთავრობის დადგენილება, რაიმე ისეთ სპეციფიკურ ან რთულად შესასრულებელ ვალდებულებებს ბიზნესის 99%-ს არ უწესებს. 



ეს მოთხოვნები ვრცელდება ყველა ბიზნესზე, იმ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც განთავსებულია ექსპლუატაჩიაში მიღებულ შენობებში. თუმცა, დადგენილების პროექტი ითვალისწინებს ერთ მნიშვნელოვან გამონაკლისს - ეს მოთხოვნები რა გავრცელდება იმ შენობებზე, რომელიც დიდი ხნის აშენებულია და დადგენილების შესასრულებლად, საჭირო იქნებოდა შენობის რეკონსტრუქცია, ან კაპიტალური რემონტი. ეს კომპრომისიც მიღწუელ იქნა, რათა ბიზნესს დიდი დანახარჯი არ ჰქონოდა. შესაბამისად, სხვა შემთხვევებში, არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რამე მნიშვნელოვან დანახარჯის გაღება მოუწევს ბიზნესს“, - აღნიშნა ნიკა ნანუაშვილმა.

 

ნიკა ნანუაშვილის თქმით, აქ საუბარია საბაზისო, მინიმალურ მოთხოვნებზე, მაგალითად სამუშაო სივრცეს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, ან უნდა ჰქონდეს ხელოვნური ვენტილაცია, უნდა ჰქონდეს სინათლის წყარო,  თუ ეს არ არის ბუნებრივი განათება უნდა იყოს გარკვეული მინიმალური სტანდარტის განათება სამუშაო ოთახში, შენობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასმელი წყლით, თუ ეს  არ იქნება სასმელი წყლის ქსელი, უნდა იყოს წყლის დისპენსერები ან  სხვა ფიზიკური მატარებლები.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up