რას გულისხმობს ბელარუს-რუსეთის “ერთიანი მთავრობისა და პარლამენტის” ჩამოყალიბება

რას გულისხმობს ბელარუს-რუსეთის “ერთიანი მთავრობისა და პარლამენტის” ჩამოყალიბება

access_time2019-12-02 21:00:55

რუსულ და ბელარუსულ მედიაში ვრცელდება რუსეთში ბელარუსის ელჩის, ვლადიმირ სიამაშკას განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ე.წ. ზესახელმწიფოებრივი პარლამენტი და მთავრობა შეიქმნება.ჟურნალისტებთან საუბარში ელჩი ყვება, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები – ლუკაშენკო და პუტინი – შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის, ეკონომიკური, ენერგეტიკული და საკანონმდებლო ურთიერთობა გარღრმავდება. მის სიტყვებს კი გამოცემა TUT.BY ავრცელებს:


“პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ საერთო მიზნები მათ გრანდიოზული აქვთ (იგ. 1999 წელს მიღებული ხელშეკრულება) და ისინი არ უნდა შეიცვალოს.


ეს არის გადასვლა უნიფიცირებულ საგადასახადო კანონმდებლობაზე, ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის საერთო ბაზრების შექმნა, საერთო პარლამენტისა და მთავრობის ჩამოყალიბება, გარკვეული უფლებამოსილებით, იმ შემთხვევბისთვის, როდესაც დამოუკიდებელი რუსეთი და ბელარუსი უარს ამბობენ გაკრვეულ ფუნქციებზე და მათი შესრულების ვალდებულებას “ზემოთა ძალას” [იგ. ე.წ. ზესახელმწიფოებრივი ორგანო] აძლევენ. სწორედ ასეთი ამოცანა წყდება ახლა,“ – ამბობს ელჩი.


„პრეზიდენტებმა აღიარეს, რომ დასახული მიზნები (1999 წელს მიღებული კავშირის ხელშეკრულება) ამბიციურია და არ შეიცვლება. ინტეგრაცია მოიცავს შემდეგ ფაქტორებს: ერთიანი საგადასახადო კანონმდებლობის შექმნა, საერთო ნავთობის, გაზის და ელექტროენერგიის ბაზრების შექმნა, ერთიანი პარლამენტისა და მთავრობის ჩამოყალიბება“, – აცხადებს ბელარუსის ელჩი.



ამ განცხადებას ბელარუსულ გამოცემა Nasha Niva-სთან გამოეხმაურა ბელარუსის საელჩო რუსეთში და თქვა, რომ ელჩის განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო:


“თუ ყურადღებით დავაკვირდებით ელჩის სიტყვების ჩანაწერს, გავიგებთ, რომ ელჩი გულისხმობს საკავშირო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ის, რაზეც მან ისაუბრა, უკვე გაწერილია. შესაბამისად, სხვა კომენტარი აქ ზედემტია, თქვენ კი ფრაზა კონტექსტიდან ამოგლიჯეთ და არაკორექტულად გაიტანეთ ის სათაურში“.


საელჩო საუბრობს ქვეყნებს შორის 1997 წლის შეთანხმებაზე ე.წ. Union State-ზე, რომლიც ბელარუსისა და რუსეთს შორის ზესახელმწიფოერბივი ორგანოს შექმნას ითვალისწინებს, რომელმაც ქვენების ეკონომიკური, საკანონმდებლო, კულტურული და ა.შ სივრცეები, ეტაპობრივად უნდა დაახლოვოს.


ამ შეთანხმების საფუძველზე, 1997 წლის 2 აპრილიდან “ბელარუს და რუს ხალხთა ერთობის დღე” აღინიშნება.


წყარო: netgazeti.ge




„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება
access_time2019-12-12 18:00:33
2020 წლის 1-ლი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. როგორც ცნობილია, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას. „სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტიპის...

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?
access_time2019-12-12 20:00:05
დაიშლება თუ არა გაერთიანებული სამეფო? თუ შოტლანდიის ეროვნული პარტია მიაღწევს თავის მიზანს -ასეც იქნება. ეს პარტია 85 წელი იბრძვის შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის და სწორედ დღეს, ისე, როგორც არასდროს, ის ახლოსაა წარმატებასთან.შოტლანდიური სეპარატიზმის გაღვივება ბრექსიტის თაობაზე ამ მხარის მოსახლეობის განსხვავებულმა პოზიციამ გამოიწვია.მთლიანად ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლას 52% ემხრობა, მაშინ როდესაც შოლტანდიაში 62%-მა ხმა ევროგაერთანებაში დარჩენას...

„ვადაგადაცილებული სესხების ზრდა, მოსახლეობის შემოსავლების შემცირებას უკავშირდება“

„ვადაგადაცილებული სესხების ზრდა, მოსახლეობის შემოსავლების შემცირებას უკავშირდება“
access_time2019-12-13 10:00:57
მიმდინარე წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 210.6 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის „საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია” ნათქვამი. ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48.2 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნულ მონაცემებს საგანგაშოდ არ მიიჩნევს საბანკო ექსპერტი დავით კიკვიძე...

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...


მსგავსი სიახლეები

up