რას გულისხმობს „აწარმოე საქართველოს“ FDI გრანტის პროგრამა და ვისზე გაიცემა გრანტები

რას გულისხმობს „აწარმოე საქართველოს“ FDI გრანტის პროგრამა და ვისზე გაიცემა გრანტები

access_time2022-11-29 18:20:46

„აწარმოე საქართველოს“ FDI გრანტის პროგრამა, 2020  წელს  ამოქმედდა,  თუმცა მიმდინარე  წელს მასში  ცვლილებები შევიდა და საქართველოში შემომსვლელი ინვესტორების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოდერნიზაცია განიცადა.  რა იყო პროექტის შექმნის იდეა და ვისზე გაიცემა გრანტები, ამ და სხვა თემებზე, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ „აწარმოე საქართველოს“ ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსმა დავით ტავლალაშვილმა ისაუბრა.


მისი თქმით პროექტის  შექმნის იდეა ინვესტიციების წახალისება იყო,  პროექტი 2020 წელს მაშინ  შეიქმნა, როდესაც პანდემია ყველაზე აქტიურ  ფაზაში იყო და  ინვესტიციებზე საუბარი რთული იყო.


„დღეს როდესაც შემოვიდა სიცხადე და საერთო ბაზარი ნათლად დავინახეთ, კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით ჩვენი პროგრამაც დავხვეწეთ, დღეს  გვყავს პირველი ბენეფიციარები, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩაერთნენ კომპანიაში,  ეს  არის  IT კომპანია ,  გარდა  ამისა  წლის ბოლომდე გვაქვს  რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკება, რომლებთანაც გავაფორმებთ  ხელშეკრულებებს.

 

ეს პროგრამა კონკრეტული სექტორების წახალისებისთვისაა, მასში  შედის მხოლოდ მაღალტექნოლოგიური და მაღალი ღირებულების შემქმნელი ისეთი სექტორები, როგორიცაა ელექტრო ნაწილები, თვითმფრინავის ნაწილების და ავტო ნაწილების წარმოება, ასევე შედის ლოგისტიკა და  თვითმფრინავების  შეკეთება, მომსახურება და  ბიზნეს სერვისების „აუთორსგინგი“,  რაც თავის ნაწილში მოიცავს,  ე.წ.   PBO  სექტორს. ეს სექტორები იმის მიხედვით ავირჩიეთ, რომ ისინი  ქვეყანაში ქმნიან  ცოდნას და ასაქმებენ ადამიანებს და  არის  საშუალოზე მაღალი ხელფასები. ამ  სექტორების  არჩევის  მოტივაცია  ასევე  იყო  ქვეყანაში  მაღალტექნოლოგიური სექტორების განვითარება, სადაც  ხალხი დასაქმდება“, - აღნიშნა დავით ტავლალაშვილმა

 


რაც შეეხება  გრანტის  მიღების პირობებს, ტავლალაშვილი ამბობს, რომ გრანტის მისაღებად მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ კომპანიის 50% -ზე  მეტი წილის  მფლობელი უცხოური კომპანია უნდა იყოს და ჰქონდეს საერთაშორისო გამოცდილება.


„ამის  მოთხოვნის  მთავარი  მზიანი არის ის, რომ გამოცდილი  უცხოური კომპანიები მოგვეზიდა, რომელიც  შემდეგში  დაგვეხმარებიან იმაში, რომ  სხვა უცხოური კომპანიებიც  მოვიზიდოთ. რაც  შეეხება  ვალდებულებებს,  არც  ისე მაღალი ვალდებულებებია.  მინიმალური მოთხოვნა, წარმოების ლოგისტიკის  და თვითმფრინავების შეკეთების  სექტორში  8 მილიონი ლარია და ბიზნეს პროცესებში, აუთსორსინგის მიმართულებით  მინიმალური მოთხოვნა არის  2 მლნ  ლარი. რაც  შეეხება დასაქმებას, წარმოებაში არის 100 ადამიანი დასაქმებული , PBO  სექტორში  200 ადამიანი, ლოგისტიკაში  და   IT კომპანიაში არის 50 ადამიანი დასაქმებული“, - აღნიშნა დავით  ტავლალაშვილმა.


რაც  შეეხება დაინტერესებას,  დავით  ტავლალაშვილ ამბობს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ევროპა ენერგოკრიზისისთვის ემზადება, ასევე  მსოფლიო  გამოდის პანდემიიდან ისინი დივერსიფიცირებას ცდილობენ და მათ  საქართველოზე შეაჩერეს  არჩევანი, რადგან  საქართველოში, როგორც  კანონმდებლობის, ასევე  სამუშაო  ძალის  კუთხით  ძალიან კარგი გარემოა.

რაც  შეეხება  კადრების  დეფიციტს,  ტავლალაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში  დეფიციტის  პრობლემა იმ  სექტორებში  დგას, რომელიც საქართველოში  ნაკლებად არის  განვითარებული.


„აქვე აღვნიშნავ იმ ინიციატივას  რომელიც  განათლების  სამინისტროს ,  ეკონომიკის  სამინისტროს  და სავაჭრო  სამრეწველო პალატის  საერთო  ინიციატივით  დაიწყო ეს უნარების  სააგენტო, რომელიც  რეალურად  სამუშაო მოთხოვნასა და  განათლებას შორის  არსებულ  GAP - ს ამცირებს. უნარების სააგენტოს  სასწავლო პროგრამებს კომპანიები თვითონ შეადგენენ და შესაბამისად მოსწავლეები, რომლებიც ამ სასწავლებელში  ისწავლიან , ისწავლიან ზუსტად იმ დარგებს, რაც  ბიზნესს  სჭირდება“, - აღნიშნა დავით ტავლალაშვილმა.

 

 თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up