ახალი რეგულაციის გადავადებას 9 სამედიცინო დაწესებულება ითხოვს -  რას გულისხმობს 149-ე დადგენილება

ახალი რეგულაციის გადავადებას 9 სამედიცინო დაწესებულება ითხოვს - რას გულისხმობს 149-ე დადგენილება

access_time2020-08-19 10:00:53

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი რეგულაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კრიტიკის საგანი გახდა და მის გადავადებას  მოითხოვენ. საუბარია საქართველოს მთავრობის N149-ე დადგენილებაზე, რომელიც სტაციონარულ კლინიკებში მიმდინარე წლის დეკემბრამდე, ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური ბაზის განახლებას გულისხმობს და რომელიც კლინიკებს მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება.


9 სამედიცინო დაწესებულებამ თხოვნით უკვე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.  მათი სურვილია მოხდეს 2020 წელს დაგეგმილი სამედიცინო ჩარევებზე ტარიფების ცვლილებების გადავადება, 520-ე დადგენილების ტარიფების გადახედვა, ასევე 2021 წლიდან ასამოქმედებელი პირობების გადავადება 2022 წლის 1 იანვრამდე, რათა ჰოსპიტალურ სექტორს პანდემიის შემდეგ მიეცეს რეაბილიტაციისა და შესაბამისად მომზადების საშუალება.


„ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში იგეგმება მორიგი ცვლილებების შეტანა, რომლებიც კიდევ უფრო მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვება კლინიკებს (ისევე, როგორც ეს მოხდა №520 დადგენილების მიღების შემდეგ). ასევე, უნდა ამოქმედდეს სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობებში რეგულაციების ახალი პაკეტი (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №149 და 2019 წლის 16 აგვისტოს №394 დადგენილებები). ამ ნორმატიული აქტით განისაზღვრა ახალი პირობები, რომელიც ავალდებულებს სტაციონარული ტიპის დაწესებულებებს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავიანთი ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები. მოგეხსენებათ, ყოველივე ეს საჭირობს დამატებითი ინვესტიციების გაკეთებას. დღევანდელი რელობიდან გამომდინარე მსგავსი ცვლილებების განხორციელება, მოკლე ან გრძელვადიანი ბიზნეს-გეგმების ან პროგნოზების გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია“, - აღნიშნულია მიმართვაში.


მიმართვას ხელს შემდეგი კლინიკების ხელმძღვანელები აწერენ:

  • ,,ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრი - გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი;
  • ,,ნიუ ჰოსპიტალსი“ - გენერალური დირექტორი გიორგი რამიშვილი;
  • ,,თბილისის გულის ცენტრი“ - გენერალური დირექტორი არჩილ ჩუხრუკიძე;
  • შპს ,,ვივო“ ჯგუფი - გიორგი ყიფიანი;
  • კლინიკა „გული“ - გენერალური დირექტორი ანზორ მელია;
  • კლინიკა ,,ჯერარსი“ გენერალური დირექტორი - მამუკა ქაცარავა;
  • .პ.ს. „პინეო ეკოსისტემა“ პარტინიორი მმართველი - იაგო კალანდაძე;
  • შპს ,,თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“ ​​- დირექტორი გიორგი კაჭახიძე;
  • სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა - გენერალური დირექტორი მაია მახარაშვილი.


როგორც „თბილისის მედიცინის ინსტიტუტის“ დირექტორი გიორგი კაჭახიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, პანდემიის, ლარის მერყევი კურის და 520-ე დადგენილების (რომელიც კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფების დაწესებას გულისხმობს) ამოქმედების პარალელურად მსგავსი რეგულაციის გატარება კლინიკებისთვის მძიმე ფინანსური ტვირთი იქნება.


„კარდიოქირურგიულ სტაციონარულ კლინიკებში ახალი რეგულაციები და ახალი ლიცენზირების პირობები შემოდის, რომელიც გულისხმობს ორ საოპერაციოს, ცვლილებებს ადამიანური რესურსის კუთხით და კიდევ უამრავ წვრილმანს. ჩვენი თხოვნაა, შექმნილი ეპიდსიტუაციიდან, ლარის კურსის მერყეობიდან და 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან გამომდინარე, ეს რეგულაცია გადავადებულიყო, რადგან აღნიშნული სიახლე დამატებით ინვესტირებას მოითხოვს და კლინიკებისთვის ფინანსურად მძიმე ტვირთია. ჩვენ რეგულაციების წინააღმდეგი არ ვართ, უბრალოდ უფრო მეტ დროს ვითხოვთ. გარდა ამისა, ხარისხის მაჩვენებლების გათვალისწინებაც გვსურს, რომელიც ამ დადგენილებაში ბუნდოვნადაა აღნიშნული“, - განმარტა გიორგი კაჭახიძემ.



სავალდებულო რეგულაციის გადავადებას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეც მოითხოვს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს წერილით მიმართავს, რომ სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობებში რეგულაციების ახალი პაკეტის ამოქმედების ვადა ორი წლით გააგრძელოს. როგორც გოცირიძე აღნიშნავს, დადგენილებაში ასახული მოთხოვნების დაკმაყოფილებას პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე ყველა კლინიკა ვერ შეძლებს.


„პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე, კლინიკების აბსოლუტური უმრავლესობა დადგენილ ვადაში ვერ შეძლებს მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ფაქტობრივად, მხოლოდ ერთეულ კლინიკებს შეეძლებათ მისი შესრულება, რაც ხელს შეუშლის ჯანდაცვის სფეროში ჯანსაღ კონკურენციის განვითარებას და სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.


როდესაც ასეთი მსხვილი კლინიკები ამბობენ, რომ შეუძლებელია წლის ბოლომდე მოთხოვნების შესრულება, რა უნდა გააკეთონ საშუალო და წვრილმა კლინიკებმა, ისინი ფაქტიურად დაიხურებიან. კონკურენციას სპობენ, რაც ყველაზე საგანგაშოა და გამოიწვევს მომსახურების ფასის გაზრდას. აღნიშნული რეგულაციების მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შესრულება ძალიან ცუდად აისახება როგორც კლინიკის ასევე, პაციენტებისა და მათი ოჯახების ბიუჯეტზე“, - აცხადებს რომან გოცირიძე.


ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ კლინიკების თხოვნას ამ ეტაპზე ვერ გაითვალისწინებენ და მათ 149-ე დადგენილებით გათვალისწინებული რეგულაციების შესრულება დეკემბრამდე მოუწევთ.




 

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა ამოქმედებულიყო სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობებში რეგულაციების ახალი პაკეტი (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №149 და 2019 წლის 16 აგვისტოს №394 დადგენილებები). ამ ნორმატიული აქტით განისაზღვრა ახალი პირობები, რომელიც ავალდებულებს სტაციონარული ტიპის დაწესებულებებს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავიანთი ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 მაისის N307 დადგენილების მიხედვით საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 31 დეკემბრამდე.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up