ჯო ბაიდენის პირველი 100 დღე - აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის დაპირებები

ჯო ბაიდენის პირველი 100 დღე - აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის დაპირებები

access_time2021-01-21 20:00:27

ამერკის 46-ე პრეზიდენტმა ინაუგურაციის ცერემონიაზე ფიცის დადებისას ამერიკის  მოსახლეობას იმ დაპირებების საკმაოდ გრძელი სია წარუდგინა, რომლის შესრლებასაც მისი პრზიდენტობის პირველ 100 დღეში აპირებს.  ამ  დაპირებებში პრიორიტეტული კორონავისურთან ბრძოლაა.


ბაიდენი ამერიკელ ხალხს შეპირდა, რომ კრიზისთან გასამკლავებლად 1,9 ტრიოლიონ დოლარს გამოჰყოფს, რომელიც  ამერიკელ ხალხს და პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს  მოხმარდება, გარდა ამისა ბაიდენი პირობას დებს, რომ მისი გაპრეზიდენტებიდან პირველ 100 დღეში 100 მილიონი ამერიკელი აიცრება.


აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უფლებამოსილების შესრულების დაწყებისთანავე  ხელი 15 დოკუმენტს მოაწერა, რომელთა ნაწილი მისი  წინამორბედი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებების დაბლოკვას ითვალისწინებს.


ბაიდენმა შეაჩერა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა და გააუქმა ექვსი მუსლიმური ქვეყნიდან აშშ-ში ჩასვლაზე დაწესებული შეზღუდვა.

აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებას უბრუნდება.


ბაიდენი აპირებს, რომ საიმიგრაციო პოლიტიკის განახლების მიზნით  კონგრესში გაგზავნოს კანონპროექტი, რომლიც ქვეყანაში მცხოვრებ მიგრანტებს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას მისცემს, აღნიშნული კანონპროექტი  ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა.


ბაიდენის შტაბის  უფროსმა  რონ  კლანმა  საჯაროდ დაწერა, რომ ეს აღმასრულებელი დებულებები  შეცვლის Covid-19ის კურსს, ებრძვის კლიმატის ცვლილებას, ხელს შეუწყობს რასობრივ სამართლიანობას, ხელს შეუწყობს სხვადასხვა დაუცველ თემებს, აღადგენს  ეკონომიკას და დაიცავს მშრომელ ქალებს და კაცებს რომლებმიც წარმოადგედნენ ამერიკის ხერხემალს


ბაიდენის პირველი ასი დღის პრიორიტეტებში საერთაშორისო ურთიერთობებიც შედის, ბაიდნს მსოფლიო  ლიდერებთან ექნება  კომუნიკაცია და მოკავშირეებს საერთაშორისო ასპარეზზე ამერიკის როლს დაანახებს.


ბაიდენს  პირველი  სატელეფონო  საუბარი კანადის პრემიერ  მინისტრთან ჯსტინ ტრუდოსთან  ექენება,  რაც უკვე  ბაიდენის პრესმდვანა ჯენ ფსაკიმ დაადასტურა.


რატომ არის  ასი  დღე  მნიშვნელოვანი?


ტერმინი პირველი 100 დღე  ისტორიაში პირველად  პრეზიდენტმა  ფრანკლინ რუზველტმა   გამოიყენა.

მას  შემდეგ  ეს ტერმინი განიხილება, როგორც  სასიცოცხლო ეტაპი, რის  საფუძველძეც  ფასდება პრეზიდენტის ეფექტურობა.

ბოლო წლების განმავლობაში ბარაქ ობამამ  თავისი პირელი  ასი  დღე  გამოიყენა  იმაში, რომ  შეექმენა თავისი  ცნობილი ზრუნვის  აქტი, რომელიც obamacare -ის  სახელით  არის  ცნობილი, ხელი მოაწერა რეინვესტირების  აქტის  შესახებ კანონის აღდგენას, ასევე ხელი  მოაწერა გუანტამოს  დახურვის  აღმასრულებელ ბრძანებას,  თუმცა ციხე დღემდე ღიაა.


ამის საპირისპიროდ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველი ასი დღის  ფარგლებში მოსახლეობას შეპირდა, რომ იგი გააუქმებდა ობამა ქეარს, ააშენებდა საზღვრის კედელს, დანიშნავდა  სამართალდამცავებს,რომლებიც მხარს უჭერენ ცვლილებებს და  გააუქმებდა მთავრობის  რეგლამენტებს.


ტრამპა  24  აღმასრულებელ ბრძანებაზე ხელმოწერით მრავალი დაპირებების  შესრულება შეძლო, ეს მოიცავდა ჩინეთისთვის სავალუტო მანიპულატორის იარლიყის  მინჭებას, შვიდი მუსლიმური  ქვეყნებისთვის  მოგზაურობს  აკრძალვას, გადასახადების შემცირებს  შემოღებას  და  ობბამა ქეარის გაუქმების  საფუძველს.


ამასთან  მან  არ  შეასრულა მრავალი  სხვა  დაპირება,  მათ  შორის  ვერ უზრუნველყო სასაზღვრო კედლისთვის კონკრესის  დაფინანსება .


კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის  პრიორიტეტები


ჯო ბაიდენის პირველი  ნაბიჯი პრეზიდენტის  ამპლუაში იმ 13  კაციანი  გუნდის  წარდგენა იყო,  რომელსაც   covid- 19- ის წინააღმდეგ ბრძოლა დაევალა. 


ამის შესახებ  ჯო  ბაიდენი, ჯერ კიდევ  წინასაარჩევნო სიტყვაში საუბრობდა.

 

ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტი კამილა ჰარისს ჯერ კიდევ  2020  წლის  9 ნოემბერს მშობლიურ ქალაქ  დელავერსში აღნიშნულ  ჯგუფთან  შეხვედრა უკვე  ჰქონდათ.


ბაიდენი გეგმის მიხედვით ფულს ვაქცინის  მიწოდების  დაჩქარებაში და სკოლების  ხელახლა გახსნაში დახარჯავს. 


მის მიერ გამოყოფილი 1,9 ტრილიონი დოლარი კორონავირუსის სამაშველო გეგმა თითოეულ ამერიკელს მისცემს შესაძლებლობას, რომ  1,400 აშშ დოლარიანი ჩეკი მიიღოს.


ეს  გეგმა ხელს შეწყობს ბაიდენის დაპირების  შესრულებას  100  დღეში 100 მილიონი  ამერიკელის  ვაქცინაციის შესახებ, რასაც  ექიმი ენტონი ფაუჩი აბსოლუტურად  შესაძლებელს  უწოდებს.


ჯო ბაიდენის Covi-19 - ის  მართვის  გეგმა მოცავს  სპორტულ დარბაზებში, სათემო ცენტრებსა  და  სპორტულ  არენებზე  ვაქცინაციის ცენტრების მოწყბას. 


იგი ასევე ხელს  შეუწყობს ეროვნული გვარდიის  მობილიზებას, იმ სახელმწიფოებისთვის,  რომლებსაც  ვაქცინის გავრცელების  შესაძლებლობა  არ  აქვთ და ამ  მძიმე ტვირთით იტანჯებიან.


ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა თქვა: ადამიანის  ტანჯვა და  კრიზისი აშკარაა,  ჩვენ  არ  გვაქვს  დასაკარგი დრო,  ჩვენ  ახლა უნდა  ვიმოქმედოთ.


ბაიდენის სამუშაო ჯგუფის წევრები არიან მეცნიერები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები, რომლებიც მსახურობდნენ როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების ადმინისტრაციებში და მის სამ თანათავმჯდომარეს აქვს როგორც დიდი პოლიტიკური, ასევე  სამეცნიერო გამოცდილება.



რაც შეეხება პანდემიის ეკონომიკურ მხარეს, ბაიდენი  ხელს  მოაწერს ბრძანებას, რომელიც  დააწესებს ფედერალურ  მორატორიუმს მოქალაქეების  საცხოვრებელი  სახლებიდან  გამოსახლებასთან  დაკავშირებით.


ამ  ბრძანების  საფუძველზე  გამოსახლების  პროცესი მინიმუმ  2021 წელის  31  მარტამდე შეჩერდება.


მოსახლეობის  აღწერის ბუროს გამოკითხვის თანახმად იპოთეკური სესხის მქონე სახლის მეპატრონეების თითქმის 12 % აგვიანებს გადახდას.



როდის შეიძლება ვნახოთ ბაიდენი დიდ ბრიტანეთში?


სავარაუდოდ  დიდი  ბრიტანეთი იქნება ერთერთი  პირველი  ქვეყანა, რომელსაც ამერიკის  ახლადარჩეული პრეზიდენტი  საქმიანი ვიზიტით ეწვევა. 

ბაიდენის  ახლო  მეგობარი ვარაუდობს, რომ ის დაასამარებს განსხავვებულ  აზრს ბრექსიტთან დაკავშირებით და ბორის ჯონსონს შეეგუება

ტელეგრაფთან  ექსკლუზიური  ინტერვიუს  დროს მან  თქვა ბორისი კონსერვატორია, ჯო ზომიერი დემოკრატი, ამიტომ  ვფიქრობ,რომ ისინი ამის გადალახვას  შეძლებენ  და მათი ურთიერთობა  საბოლოოდ შედგება

”მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ურთიერთგაგება ექნებათ,  ვიდრე  ეს  ბორისსა  და ტრამპს  შორის იყო



მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი ივნისში G7- ის უმასპინძლებს, წყაროები პრეზიდენტის ატლანტის  ოკეანის გადაკვეთის  სავარაუდო  თარიღს  პრგნოზირებენ.


ტელეგრაფის ინფორმაციაზე  დაყდრნობით საგარეო  საქმეთა  მინისტრი დომენიკ  რააბი იმ  შემთხვევაში  თუ  კოვიდ  რეგულაციები ამის შესააძლებლობას მისცემს, ვაშინგტონში  ვიზიტს  გეგმავს.


თუმცა ჰენ  ფსაკიმ თავის  პირველ პრეს  ბრიფინგზე  აღნშნა,  რომ  მოგზაურობები  ჯერჯერობით  არ იგეგმება.



განათლება 


ჯო ბაიდენი  თავის ინაუგურაციაზე სიტყვით  გამოსვლის დროს განათლების სფეროსაც  შეეხო და  მის  მნიშვნელობაზე  ისაბრა. 


მან  თავისი  ინგლისური  ენის  სპეციალისტი მეუღლე შეაქრო  და  თქვა

ამერიკელი პედაგოგებისთვის  ეს  მშვენიერი  დღეა. თქვენ  ახლა  გაქვთ  შესაძლებლობა,  რომ  გქონდეთ თქვენი  სახლი თეთრ  სახლში:


ქალბატონი  ბაიდენი,  რომელსაც  ხუთი  შვილიშვილი ჰყავს, იქნება  პირველი, რომელსაც  ექნება  ანაზღაურებადი  სამუშაო თეთრი  სახლის გარეთ.


ბაიდენი  განათელბის  დეპარტამენტს  სთხოვს,  რომ ფედერალური  სტუდენტური  სესხის  გადასახადი  მინიმუმ  30  სექტემბრამდე შეაჩეროს და გააგრძელოს პანდემიის  დასაწისში დაწყებული მორატორიუმი.

მსესხებლებს, რომელთა  დავალიანებაც ჯამში $ 1.5 ტრილიონს შეადგენს  და რომელიც იანვრის  ბოლოს უნდა  გადახდილიყო  არ დაერიცხებათ  რაიმე  სახის პროცენტი,


იარაღი და გადასახადები


 ინაუგურაციაზე  სიტყვით  გამოსვლისას ბაიდენმა იარაღზე და  გადასახადებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან  სწრაფად  იმოქმედებს  იმ  გადასახადების  შემცირებისთვის, რომელიც პრეზიდენტმა  ტრამპა 2017 წელს შემოიღო.

ბაიდენი  ასევე  შემოიღებს კანონპროექტს, რომელიც შეამოწმებს  იარაღს, ეს  კანონპროექტი აღმოფხვრის არსებულ ხარვეზებს.


ბაიდენი ასევე შეეცდება შეამციროს ტრამპის დროს  მიღებული გადასახადები, რომელიც შეეხება როგორც  ინდივიდებს  ასევე  მსხვილ  კოროპორაციებს.


ბადენი ამერიკელ ხალხს დაჰპირდა, რომ  პირველ  ას დღეში შექმნის საგზაო რუქას,  რითაც  დაასრულებს  უსახლკარობას ამერიკაში და იგი ასევე  პირდება  ტრანსგენდერ  სტუდენტებს, რომ მათ  ექნებათ  სპორტში ჩართვის შესაძლებლობა  და  ასევე მათთვის  ცალკე იქნება მათი იდენტობის შესაბამისი აბაზანები.


ბაიდენს ასევე  მოუწევს, რომ  შეავსოს  4000 სამუშაო  ადგილი მის  ადმინისტრაციაში, რომელთაგანაც  1200 ადგილი  სენატისთვის არის  გამოყოფილი.


რასობრივი  სამართლიანობა


ბაიდენი ინაუგრაციაზე სიტყვით  გამოსვლისას რასიზმის თემასაც  შეეეხო  და  აღნიშნა რომ მან სისტემური  რასიზმის  დაძლევა  გადაწყვიტა. 

”იმ მომენტებში, როდესაც ეს კამპანია ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო, აფრო-ამერიკული საზოგადოება კვლავ წამოდგა ჩემთვის”, - თქვა არჩეულმა პრეზიდენტმა და ტრიბუნიდან ჩავიდა.

- შენ ყოველთვის მიმაგრებიდი  ზურგს, მე კი  შენ -  აღნიშნა  მან  და პირობა დადო,  რომ  პირველ  100 დღეში შექმნის პოლიციის ზედამხედველობის  ახალ  ორგანოს, რომელიც ინსტიტიციურ  რასიზმს აღმოფხვრის.



თაკო კვაჭანტირაძე


Telegraph.uk





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up